bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 1
Judges 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 2 →
1
იესოს სიკვდილის შემდეგ ჰკითხეს ისრაელიანებმა უფალს: „ჩვენგან პირველი ვინ უნდა გავიდეს ქანაანელებთან საომრად?“
2
და თქვა უფალმა: „იუდა უნდა გავიდეს; აჰა, მას ვაძლევ ხელთ იმ მიწა-წყალს.“
3
მაშინ უთხრა იუდამ სიმეონს, თავის ძმას: „გამოდი ჩემთან ერთად ჩემს წილხვედრში და ვეომოთ ქანაანელთ; მე კი შენს წილხვდრში წამოვალ შენთან ერთად.“ და წავიდა სიმეონი მასთან ერთად.
4
და გავიდა იუდა და უფალმა ხელში ჩაუგდო ქანაანელნი და ფერიზელნი. და მოსრა ისინი ბეზეკში – 10 ათასი კაცი.
5
ბეზეკში ისინი შეეჯახნენ ადონი-ბეზეკს. შეებნენ მას და დაამარცხეს ქანაანელნი და ფერიზელნი.
6
და გაიქცა ადონი-ბეზეკი და დაედევნენ უკან, შეიპყრეს იგი, და დააჭრეს ხელ-ფეხზე ცერის თითები.
7
და თქვა ადონი-ბეზეკმა: „ხელ-ფეხზე ცერებდაჭრილი 70 მეფე ჩემი სუფრის ქვეშ აგროვებდა ნამუსრევს. რასაც მე ვაკეთებდი, იგივე მომაგო მე ღმერთმა.“ და წაიყვანეს ის იერუსალიმში და იქ მოკვდა.
8
შეუტიეს იუდას ძეთ იერუსალიმს და აიღეს იგი, და მოსრეს იგი მახვილის პირით, და ქალაქი ცეცხლს მისცეს.
9
შემდეგ იუდას ძენი საომრად წავიდნენ ქანაანელებთან, რომლებიც მკვიდრობდნენ მთებში, ნეგებსა და ბარის დაბლობებში.
10
და გაილაშქრა იუდამ ქანაანელებზე, ხებრონში რომ მკვიდრობდნენ (უწინ ხებრონს კირიათ-არბაყი ერქვა) და დაამარცხეს მათ შეშაი, ახიმანი და თალმაი.
11
და გაილაშქრეს იქიდან დებირის მკვიდრებზე (დებირს უწინ კირიათ-სეფერი ერქვა).
12
და თქვა ქალებმა: „ვინც სძლევს კირიათ-სეფერს და აიღებს, მას ცოლად მივცემ ყაქსას, ჩემს ასულს.“
13
და აიღო იგი ღოთნიელმა, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძემ, და ცოლად მისცა მას ქალებმა ყაქსა, თავისი ასული.
14
მივიდა ახსა და ღოთნიელი დაიყოლია, რომ მისი მამისგან მიწის ნაკვეთი გამოეთხოვა. „რა გინდა?“ – ჰკითხა ქალებმა ახსას, როცა ის სახედრიდან ჩამოხდა.
15
და უთხრა ახსამ მამას: „მომეცი კურთხევა! და რაკი გვალვიან სამხრეთის მიწას მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი.“ და მისცა მას ქალებმა როგორც ზემო, ისე ქვემო წყალსატევები.
16
და ძენი კენიელისა, მოსეს სიმამრისა, ამოჰყვნენ ფინიკების ქალაქიდან იუდას ძეებს იუდას უდაბნოში, რომელიც ყარადის სამხრეთითაა, და წავიდნენ და დაემკვიდრნენ იმ ხალხთან.
17
და წავიდა იუდა სიმეონთან, თავის ძმასთან, ერთად და მოსრეს მათ ქანაანელნი, ცეფათის მკვიდრნი; და დაარისხეს ის ქალაქი, და უწოდეს იმ ქალაქს სახელად ხორმა.
18
და აიღო იუდამ ღაზა და მისი შემოგარენი, აშკელონი და მისი შემოგარენი, ყეკრონი და მისი შემოგარენი.
19
უფალი იყო იუდასთან და დაიმკვიდრა მან მთები, მაგრამ ბარელები ვერ აჰყარა, რადგან მათ რკინის ეტლები ჰქონდათ.
20
და მისცეს ქალებს ხებრონი, როგორც მოსეს ჰქონდა ნათქვამი, და აჰყარა ქალებმა იქიდან სამი ძე ყანაკისა.
21
ხოლო იებუსელები, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობდნენ, ვერ აჰყარეს ბენიამინის ძეთ, და დღევანდლამდე ცხოვრობენ იებუსელნი ბენიამინის მოდგმასთან ერთად იერუსალიმში.
22
იოსების სახლმაც შეუტია ბეთელს, და უფალი იყო მასთან.
23
იდგა და ზვერავდა იოსების სახლი ბეთელს (ძველად ამ ქალაქს ერქვა ლუზი).
24
და დაინახეს მზვერავებმა ქალაქიდან გამოსული კაცი და უთხრეს: „გვიჩვენე, როგორ შევაღწიოთ ქალაქში და სიკეთეს გიზამთო სიკეთისათვის.“
25
და უჩვენა მან ქალაქის შესასვლელი; და მოსრეს ქალაქი მახვილის პირით, და ის კაცი და მთელი მისი სახლეული გაუშვეს.
26
წავიდა ის კაცი ხეთელთა ქვეყანაში, და ააშენა ქალაქი, და სახელად უწოდა ლუზი. და შერჩა მას ეს სახელი დღევანდელ დღემდე.
27
და მანაშეს არ აუყრია მკვიდრნი ბეთ-შეანისა და მისი სოფლებისა, და თაყანაქისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი დორისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი იბლეყამისა და მისი სოფლებისა, და მკვიდრნი მეგიდოსი და მისი სოფლებისა; და დარჩნენ ქანაანელნი ამ ქვეყანაში საცხოვრებლად.
28
და როცა მომძლავრდა ისრაელი, ქანაანელნი მოხარკედ გაიხადა, აყრით კი არ აუყრია.
29
და არც ეფრემს აუყრია ქანაანელნი, გეზერის მკვიდრნი, და ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის გეზერში.
30
არც ზებულუნს აუყრია კიტრონისა და ნაჰალოლის მკვიდრნი; ქანაანელნი მკვიდრობდნენ მათ შორის და მოხარკედ გაუხდნენ.
31
არც აშერს აუყრია ყაქოს და ციდონის, ახლაბის, აქზიბის, ხელბას, აფიკისა და რეხობის მკვიდრნი.
32
და ცხოვრობდნენ აშერიანები ქანაანელთა შორის, რადგან ვერ აჰყარა ისინი.
33
არც ნაფთალის აუყრია ბეთ-შემეშის და ბეთ-ყანათის მკვიდრნი. და დაემკვიდრა ქანაანში, ამ ქვეყნის მკვიდრთა შორის; და ბეთ-შემეშისა და ბეთ-ყანათის მკვიდრნი მოხარკეებად გაუხდნენ.
34
და მთებში შეკუნჭეს ამორეველებმა დანელები და ბარში აღარ უშვებდნენ.
35
და დაიწყეს ამორეველებმა ხარ-ხერესის მთაზე ცხოვრება, აიალონსა და შაყალბიმში; მაგრამ დამძიმდა ხელი იოსების სახლისა და მოხარკეებად გაიხადა ისინი.
36
და ამორეველთა საზღვარი ყაკრაბიმის მაღლობზე, სელაზე და მის მაღლა გადიოდა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21