bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 8
Judges 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 9 →
1
და უთხრეს მას ეფრემის კაცებმა: „ეს რა გააკეთე, რომ არ მოგვიხმე, როცა მიდიანთან საომრად მიდიოდი?“ და მაგარი ჩხუბი აუტეხეს.
2
და უპასუხა გედეონმა მათ: „ახლა მე ისეთი რა გავაკეთე, რომ თქვენს საქმეებს გაუტოლდეს? ეფრემის მონამცვრევი რით არა სჯობს აბიყეზერის მიერ მოსთვლილს?“
3
ღმერთმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის მთავრები – ყორები და ზეები. განა გაუტოლდება ჩემი საქმეები თქვენს საქმეებს? მაშინ კი მოუბრუნდათ გული მასზე, როცა ეს სიტყვები უთხრათ გედეონმა.
4
და მიადგა გედეონი იორდანეს და გადალახა მან და მასთან მყოფმა მდევარში დაქანცულმა სამასმა კაცმა.
5
და სთხოვა მან სუქოთის მცხოვრებთ: „მიეცით პურის კვერები იმ ხალხს, მე რომ მომყვება, რადგან დაქანცულები არიან, და მე მიდიანის მეფეებს მივდევ – ზებახსა და ცალმუნაყს.“
6
და უთხრეს სუქოთის მთავრებმა: „ვითომ ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელთა გყავდნენ, ისე გვთხოვ ჯარი დამიპურეთო!“
7
მიუგო გედეონმა: „მაშ კარგი. და როცა უფალი ზებახსა და ცალმუნაყს ხელში ჩამაგდებინებს, უდაბნოს ნარ-ეკლით დაგაფლეთთ ხორცს.“
8
და წავიდა იქიდან ფენუელისაკენ, და იგივე სთხოვა მათ; და ფენუელის მკვიდრებმაც იგივე მიუგეს, რაც სუქოთის მკვიდრებმა.
9
და ფენუელის მკვიდრებსაც ასე უთხრა: „როცა გამარჯვებული შემოვიქცევი უკან, ნახავთ, როგორ დავმუსრავ ამ ციხე-კოშკს!“
10
ხოლო ზებახი და ცალმუნაყი კარკორში იდგნენ თავიანთი ლაშქრით – 15 ათასამდე კაცით – აღმოსავლეთის ძეთა მთელი ლაშქრიდან რაც გადარჩა; დაღუპვით კი 120 ათასი მებრძოლი დაეცა.
11
გედეონმა აღმოსავლეთიდან შემოუარა ნობახს და იოგბეჰას კარვებში მცხოვრებთა გზით და იმ დროს დაეცა ბანაკს, როცა უზრუნველად იყო ბანაკი.
12
და გაიქცნენ ზებახი და ცალმუნაყი, და ის კვალდაკვალ დაედევნა მათ, და შეიპყრო მიდიანის ორივე მეფე – ზებახი და ცალმუნაყი. მთელი მათი ლაშქარი კი თავზარდაცემული გარბოდა.
13
და ბრუნდებოდა ბრძოლის შემდეგ გედეონი, ძე იოაშისა, ხერესის მაღლობით.
14
და შეიპყრო ერთი სუქოთელი ჭაბუკი და დაჰკითხა იგი. და ჩამოუწერა მან სუქოთის მთავრები და მისი უხუცესები – 77 კაცი.
15
და მოვიდა სუქოთელებთან, და უთხრა: „აი, ზებახი და ცალმუნაყი, ამათ გამო იყო, რომ დამცინოდით და მეუბნებოდით: ‘ვითომ ზებახი და ცალმუნაყი უკვე ხელთა გყავდნენ, ისე გვთხოვ, ჯარი დამიპურეთო!’ “
16
და გამოიყვანა ქალაქის უხუცესნი და უდაბნოს ნარ-ეკლით ლეწა სუქოთელები.
17
ფენუელის ციხე-კოშკი დაანგრია და იმ ქალაქის მკვიდრნი გაჟლიტა.
18
და უთხრა ზებახსა და ცალმუნაყს: „როგორები იყვნენ ის კაცები, თაბორზე რომ დახოცეთ?“ და მიუგეს მათ: „შენნაირები იყვნენ, თვალად მეფისწულებს ჰგავდნენ.“
19
და თქვა გედეონმა: „ჩემი ძმები იყვნენ ისინი, დედაჩემის ძენი. ვფიცავ უფალს, თქვენ რომ ისინი გეცოცხლებინათ, აღარც თქვენ დაგხოცავდით.“
20
და უთხრა მან იეთერს, თავის პირმშოს: „ადექი, დახოცე ესენი!“ და ვერ იშიშვლა ბიჭმა მახვილი, რადგან შეშინდა, რაკი ჯერ კიდევ პატარა იყო.
21
და უთხრეს ზებახმა და ცალმუნაყმა: „ადექ და შენ დაგვხოცე, რადგან რაც კაცია, მისი ძალღონეც ის არის.“ და ადგა გედეონი და დახოცა ზებახი და ცალმუნაყი, და კისრიდან ჩამოხსნა ნახევარმთვარეები მათ აქლემებს.
22
და უთხრეს ისრაელის კაცებმა გედეონს: „იხელმწიფეთ ჩვენზე შენც, შენმა ძემაც და შენი ძის ძემაც, რადგან შენ გვიხსენი მიდიანელთა ხელიდან.“
23
და უპასუხა მათ გედეონმა: „მე არ ვიხელმწიფებ თქვენზე და არც ჩემი ძე იხელმწიფებს თქვენზე; უფალი იხელმწიფებს თქვენზე.“
24
და უთხრა მათ გედეონმა აგრეთვე: „თხოვნით ერთსა გთხოვთ: თითოეულმა თითო საყურე მომცეს თავის ნადავლიდან“ (რადგან ოქროს საყურეებს ატარებდნენ, ვინაიდან ისმაელიანები იყვნენ).
25
და მათ უთხრეს: „მოგცემთ.“ და გაშალეს წამოსასხამი, და თითოეულმა თითო საყურე დააგდო თავისი ნაალაფარიდან.
26
და წონა ოქროს საყურეებისა, მან რომ გამოითხოვა, იყო 1700 ოქროს შეკელი, გარდა მიდიანის მეფისაგან ართმეული ნახევარმთვარეებისა, გულსაკიდლებისა, ძოწეულისა და გულქანდებისა, მათს აქლემებს ყელზე რომ ეკიდათ.
27
და გააკეთა მისგან გედეონმა ეფოდი, და დადო იგი თავის ქალაქში, ყოფრაში; და მეძაობდა იქ მთელი ისრაელი იმის კვალზე და მახედ ექცა იგი გედეონსა და მის სახლს.
28
და დამორჩილდა მიდიანი ისრაელის ძეთ, და მეტი აღარ წამოუყვიათ მათ თავი, და მოისვენა ქვეყანამ 40 წელი გედეონის სიცოცხლეში.
29
და წავიდა იერუბაყალი, იოაშის ძე, და თავის სახლში დამკვიდრდა.
30
ხოლო გედეონს ჰყავდა 70 ღვიძლი შვილი, მისი საზარდულიდან გამოსული, რადგან მრავალი ცოლი ჰყავდა მას.
31
და მისმა შექემელმა ხარჭამაც ვაჟი გაუჩინა; და დაარქვა მას სახელად აბიმელექი.
32
და მოკვდა გედეონი, იოაშის ძე, კეთილ სიბერეში, და დაიმარხა მისი მამის, იოაშის, სამარხში – აბიყეზერის ყოფრაში.
33
გედეონი რომ მოკვდა, ისევ დაიწყეს ისრაელის ძეთ მეძაობა ბაყალის კვალზე და ღმერთად გაიხადეს ბაყალ-ბერითი.
34
და აღარ გაიხსენეს ისრაელის ძეთ უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც იხსნა ისინი ყველა გარეშემო მტრის ხელიდან.
35
და არც იერუბაყალ-გედეონის სახლს მიაგეს მადლი, მთელი იმ სიკეთისათვის, რაც მან გაუკეთა ისრაელს.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21