bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 13
Judges 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 14 →
1
ისრაელიანები კვლავაც უკუღმართად იქცეოდნენ უფლის თვალში; და უფალმა ფილისტიმელთა ხელში ჩაყარა ისინი ორმოც წელიწადს.
2
და იყო მაშინ ერთი კაცი ცორყადან, დანის ტომიდან, და სახელად მანოახი ერქვა; და ცოლი ბერწი ჰყავდა, შვილს ვერ აჩენდა.
3
და გამოეცხადა უფლის ანგელოზი ამ ქალს და უთხრა: „აჰა, შენ, ბერწი ხარ და შვილი არ გაგიჩენია, მაგრამ დაორსულდები და ვაჟს გააჩენ;
4
და ახლა გაფრთხილდი, არ სვა ღვინო და თაფლუჭი, უწმიდური არაფერი ჭამო.
5
რადგან დაორსულდები და ვაჟი გაგიჩნდება, და სამართებელი არ უნდა მიეკაროს მის თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ის ყრმა საშოდანვე, და შეუდგება ისრაელის დახსნას ფილისტიმელთა ხელიდან.“
6
და მოვიდა ცოლი და უთხრა თავის ქმარს: „ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზის იერი ჰქონდა, ძალზე საპატიო; არ მიკითხავს მისთვის სადაურობა, და არც თვითონ მითხრა თავისი სახელი.
7
და მითხრა: დაორსულდები და ვაჟს გააჩენო. არ სვა ღვინო და თაფლუჭი, და უწმიდური არაფერი ჭამოო, რადგან ღვთის მოწმიდარი იქნება ის ყრმა მუცლად ყოფნიდან სიკვდილამდეო.“
8
და ლოცვა აღუვლინა მანოახმა უფალს, და თქვა: „გევედრები, უფალო! ღვთისკაცი, რომელიც შენ მოავლინე, კიდევ ერთხელ გვეწვიოს და გვასწავლოს, თუ რა ვუყოთ იმ ყრმას, რომელიც გაჩნდება.“
9
და უსმინა ღმერთმა მანოახს, და ხელახლა მოვიდა ღვთის ანგელოზი ამ ქალთან, როცა ის ყანაში იყო, და მანოახი, მისი ქმარი, მასთან არ იყო.
10
და სწრაფად გაიქცა ქალი შეატყობინა თავის ქმარს: „აჰა, გამომეცხადა ის კაცი, ამასწინათ რომ მოვიდა ჩემთან.“
11
და ადგა მანოახი, წაჰყვა თავის ცოლს და მივიდა იმ კაცთან და უთხრა: „შენ ხარ ის კაცი, ამ ქალს რომ ელაპარაკე?“ და უთხრა: „მე ვარ.“
12
და უთხრა მანოახმა: „ახლა, შენი სიტყვა რომ ახდება, როგორი უნდა იყოს ამ ყრმის ცხოვრების წესი და საქმე?“
13
და უფლის ანგელოზმა უთხრა მანოახს: „ერიდოს ყველაფერ იმას, რაც ქალს ვუთხარი.
14
და ვაზისაგან მოწეულს არაფერს გაეკაროს, ღვინო არა სვას და თაფლუჭი, უწმიდური არაფერი ჭამოს. ყველაფერი, რაც ქალს ვამცნე, შეასრულოს.“
15
და უთხრა მანოახმა უფლის ანგელოზს: „ნება გვიბოძე დაგაყოვნოთ და თიკანი მოგიმზადოთ.“
16
და უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: „რომც დამაყოვნო, შენს პურს მაინც არ გავტეხ. თუ სრულადდასაწველის გამზადება გინდა, აღავლინე.“ არ იცოდა მანოახმა, რომ უფლის ანგელოზი იყო ის.
17
და ჰკითხა მანოახმა უფლის ანგელოზს: „სახელად რა გქვია? რომ, როცა შენი სიტყვა ახდება, განგადიდოთ.“
18
და უთხრა მას უფლის ანგელოზმა: „რისთვის მეკითხები სახელს? საკვირველია იგი.“
19
და აიღო მანოახმა თიკანი და პურეულის ძღვენი და ქვაზე აღუვლინა უფალს, და მან სასწაული მოახდინა მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ.
20
როცა სამსხვერპლოდან ალი ზეცისკენ ავარდა, უფლის ანგელოზი ზეაჰყვა სამსხვერპლოს ალს. და, ეს რომ დაინახეს, მანოახი და მისი ცოლი პირქვე დაემხნენ მიწაზე.
21
გაუჩინარდა უფლის ანგელოზი მანოახსა და მის ცოლს. და მაშინ მიხვდა მანოახი, რომ უფლის ანგელოზი იყო იგი.
22
და უთხრა მანოახმა თავის ცოლს: „სიკვდილით მოვკვდებით, რადგან ღმერთი ვიხილეთ.“
23
და უპასუხა ცოლმა: „უფალს ჩვენი სიკვდილი რომ ნდომოდა, არ მიიღებდა ჩვენი ხელიდან სრულადდასაწველსა და პურეულის ძღვენს, და არ დაგვანახვებდა და არ მოგვასმენინებდა ყველაფერ ამას.“
24
და შობა იმ ქალმა ძე, და უწოდა მას სახელად სამსონი. და წამოიზარდა ყრმა და აკურთხა იგი უფალმა.
25
და იწყო უფლის სულმა მისი აღძვრა დანის ბანაკში – ცორყასა და ეშთაოლს შორის.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21