bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 19
Judges 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 20 →
1
იმ დღეებში, როცა ისრაელს მეფე ჯერ კიდევ არ ჰყავდა, ერთი ლევიანი ცხოვრობდა ეფრემის მთის შორეულ ფერდობზე. და ხარჭა მოიყვანა მან იუდას ბეთლემიდან.
2
წაეჩხუბა მას ხარჭა, და დაბრუნდა მამისსახლში, იუდას ბეთლემში, და იყო იქ ოთხი თვე.
3
და ადგა მისი ქმარი და დაადგა მის კვალს, რათა დაეყვავებინა და შინ დაებრუნებინა. თან მსახური ბიჭი და წყვილი სახედარი წაიყვანა. შეიყვანა ქალმა იგი თავისი მამისსახლში. დაინახა იგი ამ ყმაწვილი ქალის მამამ და სიხარულით გამოეგება.
4
და არ გაუშვა იგი სიმამრმა, ამ ყმაწვილი ქალის მამამ, და დარჩა მასთან სამი დღე. და ჭამდნენ და სვამდნენ და ღამეს იქვე ათევდნენ.
5
და მეოთხე დღეს ადგნენ დილაადრიანად, და იგი მოემზადა წასასვლელად. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ თავის სიძეს: „ჯერ პური გატეხე, ცოტა დანაყრდი და მერე წადი.“
6
და დასხდნენ ორივენი, ერთად ჭამეს და სვეს. და უთხრა ყმაწვილი ქალის მამამ იმ კაცს: „მოდი, გაათიე ღამე აქ, მოილხინოს შენმა გულმა.“
7
და ადგა კაცი წასასვლელად, მაგრამ კვლავ სთხოვა სიმამრმა, და მან ისევ იქ გაათია ღამე.
8
და ადგა და მოემზადა წასასვლელად დილაადრიანად მეხუთე დღეს. და უთხრა მას ყმაწვილი ქალის მამამ: „მოდი, ცოტა დანაყრდი და შეიცადე, ვიდრე მზე გადაიხრებოდეს. და ჭამეს ორთავემ და სვეს.“
9
და ადგა ის კაცი, რომ წასულიყო თავის ხარჭასთან და მსახურთან ერთად. და უთხრა მას მისმა სიმამრმა, ყმაწვილი ქალის მამამ: „აჰა, დღე უკვე საღამოსკენ იხრება! ამაღამაც დარჩით. დღე სადაცაა მიიწურება, აქ გაათიეთ ღამე და მოილხინოს შენმა გულმა; ხვალ ადექით დილაადრიანად შენ და შენი მსახური გაუდექით თქვენს გზას, და წადით შინისაკენ.“
10
მაგრამ არ ისურვა ამ კაცმა ღამის კიდევ იქ გათევა, ადგა და წავიდა; და მივიდა იებუსამდე, იერუსალიმი რომ არის; და თან ახლდა თავისი ხარჭა და წყვილი კეხდადგმული სახედარი.
11
იებუსს რომ მიადგნენ, დღე თითქმის მიწურული იყო. და უთხრა მსახურმა ბიჭმა თავის ბატონს: „წავიდეთ, და შევუხვიოთ იებუსელთა ამ ქალაქში და იქ გავათიოთ ღამე.“
12
და უთხრა მას მისმა ბატონმა: „ნუ შევუხვევთ იმ უცხოტომელთა ქალაქში, რომელნიც ისრაელის ძენი არ არიან, და ბარემ გიბეყამდე ვიაროთ.“
13
და უთხრა თავის მსახურს: „გავწიოთ და მივადგეთ რომელიმე ადგილს და გიბეყაში ან რამაში გავათიოთ ღამე.“
14
და გასწიეს და წავიდნენ, და ბენიამინის გიბეყას მახლობლად თავზე შემოაღამდათ.
15
და გადაუხვიეს იქით, რათა ღამის გასათევად გიბეყაში შესულიყვნენ. და მივიდა იგი და დაჯდა ქალაქის მოედანზე, რადგან ღამის გასათევად შინ არავინ შეუშვა ისინი.
16
და აჰა, საღამო ხანს ერთი ბერიკაცი ბრუნდებოდა თავისი სამუშაოდან, მინდვრიდან; და ეს კაცი ეფრემის მთიდან იყო და გიბეყაში ცხოვრობდა. ამ ადგილის მკვიდრნი კი ბენიამინის ძენი იყვნენ.
17
და აახილა თვალი, და დაინახა მგზავრი ქალაქის მოედანზე. და უთხრა ამ ბერიკაცმა: „საიდან მოსულხარ და საით მიხვალ?“
18
და მან უპასუხა: „ჩვენ იუდას ბეთლემიდან მოვდივართ და მივდივართ ეფრემის მთის კალთებამდე, რადგან იქაური ვარ. იუდას ბეთლემში ვიყავი წასული და ახლა უფლის ტაძრისაკენ მივდივარ; და შინ არავინ შემიშვა.
19
ჩალაც გვაქვს და საჭმელიც ჩვენი სახედრებისთვის, აგრეთვე პურ-ღვინო ჩემთვისაც და ამ შენი მხევლისთვისაც, და ამ მსახური ბიჭისთვისაც, არაფერი მაკლია.“
20
და უთხრა მას ბერიკაცმა: „მშვიდობა შენდა, რაც კი რამ გაკლია, ჩემზე იყოს, ოღონდ მოედანზე ნუ გაათევ ღამეს.“
21
და შინ შეუშვა, და სახედრებს საკვები დაუყარა. მათ კი ფეხი დაიბანეს, ჭამეს და სვეს.
22
როცა ისინი თავიანთ გულს ახარებდნენ, აჰა, ქალაქის მკვიდრნი, გარყვნილი ხალხი, გარს შემოერტყნენ იმ სახლს და უთხრეს სახლის პატრონს, ბერიკაცს: „გამოიყვანე, შენს სახლში რომ კაცი შემოვიდა, რომ შევიცნოთ იგი.“
23
და გამოვიდა მათთან კაცი, სახლის პატრონი, და უთხრა: „არა, ჩემო ძმებო, გევედრებით, ნუ უზამთ ბოროტებას, რაკი ეს კაცი ჩემს სახლში შემოვიდა; ნუ ჩაიდენთ ამ უხამსობას.
24
აჰა, ჩემი ქალწული ქალიშვილი და ამ კაცის ხარჭა, იმათ გამოგიყვანთ, დაიმორჩილეთ და უყავით მათ, რაც გენებოთ; და ამ კაცთან ნუ ჩაიდენთ უხამს საქმეს.“
25
მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ უნდოდათ. მაშინ იმ კაცმა ხელი მოჰკიდა თავის ხარჭას და გარეთ გამოუყვანა მათ. შეიცნეს იგი, მთელი ღამე აწვალებდნენ მას, დილამდე, და გაუშვეს ცისკრის მოახლოებაზე.
26
და მოვიდა ქალი განთიადისას, და დაეცა იმ კაცის სახლის კართან, ვისთანაც მისი ბატონი იდგა, და იქ ეგდო, ვიდრე არ ინათა.
27
და ადგა დილით მისი ბატონი და გააღო სახლის კარი, და გამოვიდა, რომ თავის გზას დასდგომოდა. და აჰა, მისი ხარჭა სახლის კართან აგდია, ზღურბლზე ხელებდაყრილი.
28
და მან უთხრა: „ადექი და წავიდეთ;“ მაგრამ პასუხი არ მიუღია. თავისი ხარჭა სახედარს გადაჰკიდა, ადგა და შინისკენ გასწია.
29
შინ რომ მივიდა, აიღო დანა, მოჰკიდა ხელი თავის ხარჭას და ასო-ასო დაჭრა, თორმეტ ნაწილად, და დაგზავნა ისრაელის ყველა კუთხეში.
30
და ყოველი, ამის მნახველი, ამბობდა: „მსგავსი არაფერი მომხდარა და არაფერი ნახულა ისრაელში იმ დღიდან მოკიდებული, რაც ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოვიდნენ, დღევანდელ დღემდე. ჩაუფიქრდით, ითათბირეთ და თქვით.“
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21