bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 16
Judges 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 17 →
1
და ჩავიდა სამსონი ღაზაში, და იქ ერთი მეძავი ქალი ნახა, და შევიდა მასთან.
2
და უთხრეს ღაზელებს: სამსონი მოსულაო აქ. ღაზელები გარს შემოადგნენ იმ ადგილს და მთელი ღამე უდარაჯებდნენ სამსონს ქალაქის კარიბჭესთან. მთელი ღამე მდუმარედ ისხდნენ და ფიქრობდნენ: მოვიცადოთ სანამ ინათებს და მერე მოვკლათო.
3
სამსონს შუაღამემდე ეძინა; შუაღამისას ადგა, ხელი მოხვია ქალაქის კარიბჭის ორივე წირთხლს, საკეტურებიანად მოგლიჯა, ზურგზე დაიდო და აიტანა მთის თხემზე, ხებრონის გადაღმა.
4
შემდეგ მას ერთი ქალი შეუყვარდა სორეკის ხეობაში; ქალს სახელად ერქვა დალილა.
5
და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეუჩნდი და ათქმევინე, რაშია მისი დიდი ძალის საიდუმლო, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემთ.“
6
უთხრა სამსონს დალილამ: „მითხარი, რა არის შენი დიდი ძალის საიდუმლო, და რითი შეიძლება შენი შეკვრა, კაცმა რომ დაგიმორჩილოს?“
7
და უთხრა მას სამსონმა: „შვიდკეცი ახალი, ჯერ გამოუმშრალი ძარღვებით რომ შემკრან, დავსუსტდები და ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსი გავხდები.“
8
ფილისტიმელთა მთავრებმა დალილას მიუტანეს შვიდკეცი, ახლადამოცლილი ძარღვები, და იმით შეკრა მან სამსონი;
9
ოთახში კი ხალხი ჩაასაფრეს. და უთხრა დალილამ მას: „ფილისტიმელები დაგესხნენ, სამსონ!“ და ისე დაწყვიტა სამსონმა ის ძარღვები, როგორც ძენძის ძაფი წყდება ხოლმე, ცეცხლი რომ მოედება. და მაინც ვერ გაიგეს მისი ძალის საიდუმლო.
10
და უთხრა დალილამ სამსონს: „აჰა, ხომ მომატყუე და გამაწბილე, ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შეკვრა?“
11
და უთხრა მას სამსონმა: „თუ მე ახალი, უხმარი საბელებით შემკრავენ, მაშინ დავსუსტდები და ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსი გავხდები.“
12
და აიღო დალილამ ახალი საბელები, შეკრა იგი და უთხრა: „ფილისტიმელნი მოგადგნენ, სამსონ!“ (ოთახში კი ხალხი იყო ჩასაფრებული). და მან ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.
13
და უთხრა დალილამ სამსონს: „აქამდე მატყუე და მაწბილე, ეხლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?“ და უთხრა სამსონმა მას: „თუ ჩემი თავის შვიდ ნაწნავს საძახველში ჩაგრეხ და პალოზე მიაბამ, მაშინ დავუძლურდები და უბრალო ადამიანის მსგავსი გავხდები.“
14
მას რომ ეძინა, ადგა დალილა და მისი შვიდი ნაწნავი საძახველში ჩაგრიხა; მიაბა პალოზე და უთხრა: „ფილისტიმელნი მოგადგნენ, სამსონ!“ და გამოერკვა ძილიდან და საძახველის პალოც ამოგლიჯა და ნაძახიც.
15
და უთხრა მას დალილამ: „როგორღა მეუბნები, მიყვარხარო, თუ გულით არა ხარ ჩემთან? აჰა, სამჯერ მომატყუე და არ გამიმხილე, რაშია შენი ძალა.“
16
რაკი ყოველდღე ამ სიტყვებს ჩასჩიჩინებდა და ეხვეწებოდა, სასიკვდილოდ შეუწუხა სული.
17
და გაუმხილა მას ყველაფერი, რაც გულში ჰქონდა, და უთხრა მას: „სამართებელი არ გაჰკარებია ჩემს თავს, რადგან ღვთის მოწმიდარი ვარ დედაჩემის მუცლიდანვე; თავი, რომ გადამპარსონ, ძალა გამომეცლება და უბრალო ადამიანის მსგავსი გავხდები.“
18
და დაინახა დალილამ, რომ მან გული გაუხსნა. კაცი, გააგზავნა და მოუხმო ფილისტიმელთა მთავრებს და უთხრა: „ახლა კი ამოდით, რადგან ყველაფერი გამიმხილა, რაც გულში ჰქონდა.“ და ავიდნენ მასთან ფილისტიმელთა მთავრები და ვერცხლიც ამოუტანეს საკუთარი ხელით.
19
და კალთაში ჩააძინა იგი დალილამ, და მოუხმო კაცებს, და მისი თმის შვიდივე ნაწნავი მოაპარსვინა; და დაიწყო ქალმა მისი მოთრგუნვა, და გამოეცალა სამსონს ძალა.
20
და თქვა დალილამ: „ფილისტიმელნი მოგადგნენ, სამსონ!“ და გაიღვიძა მან და თქვა: „გავალ წინანდებურად და თავს დავიხსნი.“ და არ იცოდა, რომ უფალმა პირი იბრუნა მისგან.
21
და შეიპყრეს იგი ფილისტიმელებმა, და თვალები დასთხარეს, და წაიყვანეს იგი ღაზაში, და ბრინჯაოს ჯაჭვებით შეკრეს. და აფქვევინებდნენ საპყრობილეში.
22
ამასობაში იწყო მისმა თმამ წამოზრდა მას შემდეგ, რაც გაპარსულ იქნა.
23
და შეიკრიბნენ ფილისტიმელთა მთავრები, რომ დიდი მსხვერპლი შეეწირათ დაგონისათვის, თავიანთი ღმერთისათვის, და ემხიარულათ, რადგან ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდოო ჩვენი მტერი, სამსონიო.
24
და უყურებდა მას ხალხი, ადიდებდა თავის ღმერთს, რადგან ამბობდნენ: ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდოო ჩვენი მტერი და ჩვენი ქვეყნის მაოხარი, ის, ვინც მრავალი ჩვენგანი გაწყვიტაო.
25
და კარგ გუნებაზე რომ დადგნენ, თქვეს: მოუხმეთ სამსონს. დაე, გაგვართოსო. და მოუხმეს სამსონს საპყრობილიდან, და ართობდა მათ; და დააყენეს იგი სვეტებს შორის.
26
და უთხრა სამსონმა ყმაწვილს, რომელსაც ხელით დაჰყავდა: „ხელი შემავლებინე იმ სვეტებისთვის, რომლებზედაც სახლი დგას, რომ მივეყუდო მათ.“
27
და სახლი სავსე იყო კაცებითა და ქალებით; იქ მოეყარა თავი ფილისტიმელთა ყველა მთავარს, და ერდოზე 3 ათასამდე კაცი და ქალი იყო, და ერთობოდა სამსონის დაცინვით.
28
და შეჰღაღადა სამსონმა უფალს, და თქვა: „უფალო ღმერთო, გამიხსენე, და ამ ერთხელაც გამაძლიერე, ღმერთო, ერთბაშად, რომ შური ვიძიო ფილისტიმელებზე ჩემი თვალების გამო.“
29
და მოეჭიდა სამსონი ორივე შუათანა სვეტს, რომლებზედაც სახლი იდგა, და მიეყრდნო მათ – ერთს მარჯვენა ხელით და მეორეს მარცხენა ხელით,
30
და თქვა სამსონმა: „მოკვდი, სულო ჩემო, ფილისტიმელებთან ერთად!“ და მოზიდა სვეტები მთელი ძალით, და ჩამოემხო სახლი მთავრებსაც და მთელ ხალხს, ვინც შიგ იყო. დახოცილები, სამსონმა სიკვდილისას რომ დახოცა, იმათზე მეტი იყვნენ, სიცოცხლეში რომ ჰყავდა დახოცილი.
31
და ჩავიდნენ მისი ძმები და მამამისის მთელი სახლი, წამოასვენეს იგი, და დამარხეს ცორყასა და ეშთაოლს შორის, მამამისის, მანოახის, სამარხში. და იგი განსჯიდა ისრაელს 20 წელიწადი.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21