bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 4
Judges 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 5 →
1
და ეჰუდის სიკვდილის შემდეგ კვლავ იწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში.
2
და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ქანაანის მეფეს, იაბინს, რომლის სატახტო გალაქი იყო ხაცორი. მისი მხედართმთავარი იყო სისერა, რომელიც იდგა ხაროშეთ-ჰა-გოიმში.
3
და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, რადგან სისერას 900 რკინის ეტლი ჰქონდა, და ის სასტიკად ჩაგრავდა ისრაელის ძეთ 20 წლის მანძილზე.
4
და იმ ხანად დებორა, წინასწარმეტყველი ქალი, ცოლი ლაფიდოთისა, იყო ისრაელს მსაჯული.
5
და იჯდა ის დებორას ფინიკის ქვეშ, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაზე; და ადიოდნენ მასთან ისრაელის ძენი განსასჯელად.
6
და კაცები გაუგზავნა და ბარაკი, აბინოყამის ძე, დაიბარა კედეშ-ნაფთალიდან, და უთხრა მას: „აი, რა გიბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘წადი და დადექი თაბორის მთაზე 10 ათასი კაცით ნაფთალის ძეთაგან და ზებულუნის ძეთაგან.
7
და მე კიშონის ხევთან მოგიყვან სისერას, იაბინის მხედართმთავარს, მის ეტლებსა და მის ჯარს, და ხელში ჩაგაგდებინებ მათ.’ “
8
და უთხრა დებორას ბარაკმა: „თუ წამომყვები, წავალ, და თუ არ წამომყვები, არ წავალ.“
9
და უთხრა დებორამ: „წამოყოლით წამოგყვები, ოღონდ ამ გზაზე, რომელსაც შენ დაადგები, შენი აღარ იქნება დიდება, რადგან დიაცის ხელში ჩააგდებს უფალი სისერას.“ და ადგა დებორა და წაჰყვა ბარაკს კედეშში.
10
და მოუხმო ბარაკმა ზებულუნელთ და ნაფთალელთ კედეშში, და გაჰყვა მის კვალს 10 ათასი კაცი, და დებორაც წაჰყვა.
11
და ხებერ კენიელი ცალკე გამოჰყოფოდა კენიელებს, მოსეს მოყვრის, ხობაბის მოდგმას, და ცაყანანიმის მუხრანში გაეშალა კარვები, კედეშის მახლობლად.
12
და შეატყობინეს სისერას, რომ ბარაკი, ძე აბინოყამისა თაბორის მთაზე იყო ასული.
13
და იხმო სისერამ მთელი თავისი ეტლიონი – 900 რკინის ეტლი, და მთელი ხალხი, რომელიც მასთან იყო, ხაროშეთ-ჰა-გოიმიდან კიშონის ხევამდე.
14
და უთხრა დებორამ ბარაკს: „ადექი, რადგან ეს ის დღეა, როცა ხელში ჩაგიგდო სისერა უფალმა. თვით უფალი წაგიძღვება წინ.“ და ჩავიდა ბარაკი თაბორის მთიდან და 10 ათასი კაცი ჩაჰყვა.
15
და დააფრთხო უფალმა სისერა და მთელი მისი ეტლიონი, და მთელი ლაშქარი ბარაკის მახვილის პირით. და გადმოხტა სისერა ეტლიდან და ფეხით გაიქცა.
16
ბარაკმა ხაროშეთ-ჰა-გოიმამდე სდია ეტლიონსა და ლაშქარს; და დაეცა სისერას მთელი ლაშქარი მახვილის პირით, ერთიც არ გადარჩენილა.
17
და გაიქცა სისერა ფეხით იაყელის, ხებერ კენიელის ცოლის, კარვისაკენ, რადგან ხაცორის მეფის, იაბინისა და კენიელი ხებერის სახლს შორის მშვიდობა სუფევდა.
18
და გამოვიდა იაყელი სისერას შესახვედრად, და უთხრა მას: „მობრძანდი, ბატონო ჩემო, შემობრძანდი ჩემთან, ნუ გეშინია.“ და შევიდა სისერა მასთან კარავში, და დამალა იგი საფენის ქვეშ.
19
და უთხრა მას სისერამ: „გეთაყვა, ცოტა წყალი დამალევინე, რადგან მწყურია.“ და მოხსნა იაყელმა რძის ტიკს პირი და დაალევინა, და ისევ დამალა სისერა.
20
და სისერამ უთხრა მას: დადექი კარვის კართან, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ? უთხარი: არა-თქო.
21
და იაყელმა, ხებერის ცოლმა, აიღო კარვის დასაჭიმი პალო, ხელში ურო დაიკავა და სისერას ფეხაკრეფით მიეპარა, რომელსაც დაღლილს ეძინა, და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწაზე დააჭედა, და მოკვდა სისერა.
22
და აჰა, ბარაკი მოსდევს სისერას კვალს. გამოეგება იაყელი, და უთხრა: „მოდი, გაჩვენო კაცი, შენ რომ ეძებ.“ და შევიდა მასთან ბარაკი და აჰა, სისერა მკვდარი აგდია, საფეთქელში პალო ჩარჭობილი.
23
და ღმერთმა იმ დღეს დაუმორჩილა იაბინი, მეფე ქანაანისა, ისრაელის ძეთ.
24
და თანდათან დამძიმდა ისრაელიანთა ხელი იაბინზე, ქანაანის მეფეზე, ვიდრე საბოლოოდ არ მოსპეს იგი.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
Recommended Reading
Commentary
Judges Commentaries
→
Devotional
Judges Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→