bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 3
Judges 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 4 →
1
აი, ის ხალხები, უფალმა რომ დატოვა, რათა გამოეცადა მათ მიერ ის ისრაელიანნი, რომლებიც არ შესწრებიან ქანაანის დასაპყრობად გამართულ ომებს.
2
მხოლოდ იმისათვის, რათა სცოდნოდათ და ესწავლათ ომი ისრაელის ძეთა შემდგომ თაობებს, რომელნიც უწინდელ ომებს ვერ მოესწრნენ:
3
ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო, ადსევე ყველა ის ქანაანელნი, ციდონელნი და ხიველნი, ლიბანის მთიანეთში რომ მკვიდრობდნენ, ბაყალ-ხერმონის მთიდან ვიდრე ლებო-ხამათამდე.
4
და იყვნენ ისინი დატოვებული, რათა მათ მიერ გამოეცადა ისრაელიანები, თუ დაემორჩილებოდნენ უფლის ბრძანებებს, რომლებიც მათ მამებს აუწყა მოსეს პირით.
5
და ისრაელის ძენი დამკვიდრდნენ ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსელთა შორის;
6
და შეირთეს მათი ასულნი ცოლებად, და თავიანთი ასულები მიათხოვეს მათ ძეებს, და ემსახურებოდნენ მათ ღმერთებს.
7
და ბოროტება ჩაიდინეს ისრაელის ძეთ უფლის თვალში: დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, და ემსახურებოდნენ ბაყალებსა და აშერებს.
8
და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელიანებზე და ხელში ჩაუგდო ისინი ქუშან-რიშყათაიმს, არამის მეფეს, და ემსახურობოდნენ ქუშან-რიშყათაიმს ისრაელის ძენი რვა წელი.
9
და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და აღუდგინა უფალმა მხსნელი, რომელმაც იხსნა ისინი: ეს იყო ღოთნიელი, ქალების უმცროსი ძმის, კენაზის ძე.
10
და უფლის სული იყო მასზე, და ის იყო მსაჯული ისრაელისა. და გავიდა იგი საომრად, და ხელში ჩაუგდო მას უფალმა ქუშან-რიშყათაიმი, მეფე არამისა, და სძლია მისმა ხელმა ქუშან-რიშყათაიმს.
11
და მოისვენა ქვეყანამ 40 წელი. და მოკვდა ღოთნიელი, კენაზის ძე.
12
და კვლავ დაიწყეს ისრაელის ძეთ ბოროტის კეთება უფლის თვალში, და გააძლიერა უფალმა ყეგლონი, მეფე მოაბისა, ისრაელზე, რადგან ბოროტება ჩაიდინეს უფლის თვალში ისრაელის ძეთ.
13
და მან შემოიკრიბა ყამონის ძენი და ყამალეკნი, და წავიდა და დაამარცხა ისრაელი, და დაიპყრო ქალაქი ფინიკოვანი.
14
და ემსახურებოდნენ ისრაელის ძენი ყეგლონს, მოაბის მეფეს, 18 წელი.
15
და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს, და მოუვლინა უფალმა მათ მხსნელად ეჰუდი, ძე გერასი, ბენიამინის ძეთაგან, ცაცია კაცი. და ხარკი გაუგზავნეს ისრაელის ძეთ მისი ხელით ყეგლონს, მოაბის მეფეს.
16
და გაიკეთა თავისთვის ეჰუდმა ორლესული მახვილი, ერთწყრთიანი, და შეიბა იგი მოსასხამის ქვეშ, მარჯვენა თეძოზე.
17
და მიართვა ხარკი ყეგლონს, მოაბის მეფეს; და ყეგლონი ძალიან მსუქანი კაცი იყო.
18
და როგორც კი ძღვენი მიართვეს, მაშინვე უკან გაისტუმრა მომტანები.
19
თავად კი, გილგალთან რომ კერპებია, იქიდან უკან გამობრუნდა და უთხრა: „მეფეო, საიდუმლო სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი.“ და ბრძანა ყეგლონმა: „ჩუმად!“ და ყველა კარისკაცი გარეთ გაიკრიფა.
20
და შევიდა ეჰუდი მასთან; და იგი მარტო იჯდა ზემო საგრილებელ ოთახში. და უთხრა ეჰუდმა: „ღვთის სიტყვა მაქვს შენთან სათქმელი.“ და წამოდგა მეფე ტახტიდან.
21
და გაიკრა ეჰუდმა მარცხენა ხელი მარჯვენა თეძოსთან შებმულ მახვილზე და მუცელში აძგერა.
22
და წვერიან-ვადიანად ჩაიფლო მახვილი და გადაფარა ქონმა მახვილი, რადგან არ გამოუძვრია უკან მახვილი მუცლიდან.
23
მერე გამოვიდა ტალანში ეჰუდი და გამოიკეტა კარი.
24
და როგორც კი გავიდა, მოვიდნენ მეფის მონები და აჰა, ჩაკეტილი დახვდათ ზემო ოთახის კარი. თქვეს: მოსასაქმებლად ჩაიკეტებოდაო საგრილებელ ოთახში.
25
იცადეს, ვიდრე არ შეფიქრიანდნენ. და აჰა, არ იქნა და არ გააღო მან ზემო ოთახის კარი. ამიტომ აიღეს გასაღები და გახსნეს კარი და აჰა, მათი ბატონი მიწაზე აგდია მკვდარი.
26
ეჰუდმა სამშვიდობოს გააღწია, ვიდრე ისინი აყოვნებდნენ. იგი გასცდა გილგალის საკერპოებს და სეყირას შეაფარა თავი.
27
და ეფრემის მთაში მისულმა ბუკსა ჰკრა და ჩამოვიდნენ მასთან ერთად ისრაელის ძენი მთიდან, და წაუძღვა წინ.
28
და უთხრა მათ: „მომყევით, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა მოაბელნი, თქვენი მტრები.“ და გაჰყვნენ უკან, და გადაუჭრეს მოაბელებს იორდანეზე გადასასვლელი ფონები და აღარავინ გაატარეს.
29
და მოსრეს მოაბელნი იმ დროს 10 ათასამდე კაცი, ყველა ძლიერი და მამაცი, და თავს ვერავინ უშველა.
30
და იმ დღეს მოაბი ისრაელის მორჩილი გახდა; დამშვიდდა და მოისვენა ქვეყანამ 80 წელი.
31
ეჰუდის შემდეგ იყო შამგარი, ძე ყანათისა, და მან მოსრა ფილისტიმელთა 600 კაცი ხარის საჩხვეპით; და მანაც იხსნა ისრაელი.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
Recommended Reading
Commentary
Judges Commentaries
→
Devotional
Judges Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→