bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 18
Judges 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 19 →
1
იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. და იმ ხანებში დანის ტომი ეძებდა თავის დასამკვიდრებელ ადგილს, რადგან მას იმ დღემდე არ ერგო წილხვედრი ისრაელის ტომთა შორის.
2
და გაგზავნეს დანის ძეთ თავისი ტომიდან ხუთი კაცი, ძლიერი ვაჟკაცები ცორყადან და ეშთაოლიდან, რათა დაეზვერათ ქვეყანა და გამოეკვლიათ. უთხრეს: „წადით, გამოიკვლიეთ ქვეყანა.“ და მივიდნენ ეფრემის მთაზე მიქას სახლთან, და იქ გაათიეს.
3
მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ლევიანი ყმაწვილის ხმა და შევიდნენ იქ, და უთხრეს მას: „აქ ვინ მოგიყვანა, აქ რას აკეთებ, აქ რა გინდა?“
4
და უთხრა მათ: ასე და ასე მომექცაო მიქა: დამიქირავა და მისი მღვდელი გავხდიო.
5
და უთხრეს მას: „ჰკითხე ღმერთს, რომ ვიცოდეთ, ხელი თუ მოგვემართება იმ გზაზე, რომელსაც ვადგავართ?“
6
და უთხრა მათ მღვდელმა: „წადით მშვიდობით; უფალს თვალი უჭირავს თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.“
7
და წავიდა ეს ხუთი კაცი და მივიდა ლაიშში და ნახა იქ მყოფი ხალხი, უზრუნველად მცხოვრები, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი; ქვეყანაზე არვინ აწუხებდა მათ, არავინ იყო მათი ბატონი; ციდონელთაგან შორს ცხოვრობდნენ, და მეზობლებთან საქმე არ ჰქონდათ.
8
და მივიდნენ ისინი თავიანთ მოძმეებთან ცორყასა და ეშთაოლში, და უთხრეს მათ მოძმეებმა: „რა ამბავი მოგაქვთ?“
9
და მათ თქვეს: „ავდგეთ და გავილაშქროთ მასზე, რადგან ვნახეთ ის ქვეყანა და ძალიან კარგია იგი. რა გულ-ხელი დაგიკრეფიათ? ნუღარ დააყოვნებთ, წადით იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად.
10
მიხვალთ და წააწყდებით უზრუნველ ხალხს. გაშლილი ქვეყანაა. ღმერთს თქვენთვის მოუცია. ისეთი ადგილია, ქვეყანაზე არაფერი რომ არ აკლია.“
11
და დაიძრნენ იქიდან, დანის ძეთა საგვარეულოდან, ცორყადან და ეშთაოლიდან, 600 კაცი საბრძოლო იარაღით შეჭურვილი.
12
და ავიდნენ და კირიათ-იეყარიმში – იუდაში – დაიბანაკეს. ამიტომ ეძახიან ამ ადგილს დღევანდლამდე დანის ბანაკს. ეს ადგილი კირიათ-იეყარიმის გადაღმა იყო.
13
და იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ.
14
და უთხრა იმ ხუთმა კაცმა, ლაიშის ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასულნი, თავის მოძმეებს: „თქვენ იცით, რომ აქ ერთ-ერთ სახლში აქვთ ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? და ახლა მოიფიქრეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ.“
15
და გადაუხვიეს იქით, და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მოიკითხეს იგი მშვიდობით.
16
დანის ტომელთაგან 600 კაცი საბრძოლო იარაღით შეჭურვილი კარიბჭის შესასვლელთან იდგა.
17
და წავიდა ის ხუთი კაცი, ქვეყნის დასაზვერად რომ იყო წასული, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი კარიბჭის შესასვლელთან იდგა საბრძოლო იარაღით შეჭურვილი 600 კაცის გვერდით.
18
და ისინი შევიდნენ მიქას სახლში და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი, და ჩამოსხმული კერპი. და ჰკითხა მათ მღვდელმა: „რას აკეთებთ?“
19
და უთხრეს მას: „გაჩუმდი, პირზე ხელი დაიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გიჯობს: ერთი კაცის სახლის მღვდლობა, თუ ისრაელის ტომისა და მოდგმის მღვდლობა?“
20
და გაიხარა მღვდლის გულმა, და აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს.
21
და მეომრებმა გზა განაგრძეს. თავიანთი ოჯახები, ქონება და ჯოგები წინ გაუშვეს.
22
ის იყო გასცდნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და წამოეწივნენ დანის ძეთ.
23
დაჰკივლეს დანის ძეებს. და მოუბრუნდნენ დანის ძენი და უთხრეს მიქას: „რა დაგემართა, რა გაყვირებს?“
24
და თქვა: „მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით! აღარაფერი დამიტოვეთ! როგორღა მეუბნებით, რა დაგემართაო?“
25
და უთხრეს მას დანის ძეთ: „აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ დაგეცემიან გააფთრებული კაცები, ჩვენს შორის რომ არიან, და შენს თავსაც დაღუპავ და შენიანებსაც.“
26
და წავიდნენ დანის ძენი თავიანთი გზით. დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა.
27
და მათ წაიღეს, რაც გაკეთებული ჰქონდა მიქას. და წაიყვანეს მისი მღვდელი, და მივიდნენ ლაიშში, მშვიდ და უზრუნველ ხალხთან, და მოსრეს ისინი მახვილის პირით და ქალაქი გადაწვეს ცეცხლით.
28
და არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან შორს იყო ციდონისაგან, კაციშვილთან არ ჰქონდათ საქმე. და იყო ველზე, რომელიც ბეთ-რეხობთანაა. და ააშენეს მათ ქალაქი და დამკვიდრდნენ მასში.
29
და უწოდეს ქალაქს სახელად დანი, მათი მამის, დანის, სახელობაზე, რომელიც ისრაელს შეეძინა. თუმცა ქალაქს თავდაპირველად ლაიში ერქვა.
30
და აღმართეს დანის ძეთ ქანდაკი; და იონათანი, ძე გერშომისა, მანაშეს ძისა, იგი და მისი ძენი დანის ძეთა ტომის მღვდლები იყვნენ იმ ქვეყნის გადასახლების დღემდე.
31
და ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი იმ ხნის მანძილზე, სანამ ღვთის სახლი შილოში იყო.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21