bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 14
Judges 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 15 →
1
და ჩავიდა სამსონი თიმნათში, და ნახა თიმნათში ერთი ქალი ფილისტიმელთა ასულთაგან.
2
შინ დაბრუნდა და უთხრა თავის მამასა და დედას: „ქალი ვნახე თიმნათში, ფილისტიმელთა ასული; მომიყვანეთ იგი ცოლად.“
3
და უთხრეს მას მამამისმა და დედამისმა: „ნუთუ ქალი დაილია შენს საგვარტომოში და მთელს შენს ერში, რომ მიდიხარ ცოლის მოსაყვანად წინადაუცვეთელ ფილისტიმელთაგან?“ და უთხრა სამსონმა მამას: „მომიყვანე, რადგან ის მომივიდა თვალში.“
4
და მამამისმა და დედამისმა არ იცოდნენ, რომ უფლისაგან იყო ეს, და რომ ის საბაბს ეძებდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ; და იმ დროს ფილისტიმელნი ბატონობდნენ ისრაელზე.
5
და ჩავიდნენ სამსონი, მამამისი და დედამისი თიმნათში, და თიმნათის ზვრებს რომ მიადგნენ, აჰა, ლომის ბოკვერი ბუხუნით მორბის მათკენ.
6
და გადმოვიდა სამსონზე უფლის სული, და მან ისე გახლიჩა ბოკვერი, როგორც კაცმა თიკანი გახლიჩოს, და ხელში არაფერი სჭერია. მამამისისა და დედამისისათვის არ უთქვამს, რა გააკეთა.
7
და ჩავიდა და ელაპარაკა იმ ქალს, და თვალში მოუვიდა იგი სამსონს.
8
და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ჩააკითხა, რომ ცოლად მოეყვანა; და გადაუხვია ლომის მძორის სანახავად და აჰა, ლომის ტანში ფუტკრის გუნდი და თაფლია.
9
და პეშვით გამოიღო თაფლი. და მიდიოდა და გზადაგზა ჭამდა. და წამოეწია თავის მამას და დედას, და მისცა მათ ეს თაფლი და ჭამეს. და არ უთქვამს, ლომის ჩონჩხიდან რომ იყო გამოღებული.
10
და მივიდა მამამისი ქალთან, და სამსონმა იქვე ლხინი გამართა, როგორც ჭაბუკები იქცევიან ხოლმე.
11
და როცა ნახეს, რომ სამსნი მოვიდა, მოყვრებმა 30 კაცი მოიწვიეს სამსონის მაყრად.
12
და უთხრა მათ სამსონმა: „გამოსაცნობად ერთ გამოცანას გეტყვით; თუ ამ შვიდდღიანი ლხინის განმავლობაში გამოიცნობთ და ამოხსნით მას, 30 არდაგსა და 30 კვართს მოგცემთ.
13
და თუ ვერ გამოიცნობთ, მაშინ თქვენ მომეცით 30 არდაგი და 30 ხელი ტანსაცმელი.“ და უთხრეს მას: „თქვი შენი გამოცანა და მოგისმენთ.“
14
და უთხრა მათ: „მჭამელისაგან გამოვიდა საჭმელი; ძლიერისაგან გამოვიდა ტკბილი.“ და სამი დღის განმავლობაში ვერ გამოიცნეს გამოცანა.
15
და მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, გვითხრას ამ გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?“
16
და ატირდა სამსონის ცოლი მის წინაშე, და უთხრა: „შენ გძულვარ და არ გიყვარვარ, ჩემი ხალხის ძეებისათვის გამოცანა მიგიცია, ახსნას კი არ მეუბნები.“ და მან უპასუხა: „მამაჩემისა და დედაჩემისათვის არ მითქვამს და შენ გითხრა?“
17
და ტიროდა ცოლი მის წინაშე შვიდი დღე, რამდენ ხანსაც ის ლხინი გრძელდებოდა. და მეშვიდე დღეს კი უთხრა თავის ცოლს გამოცანის ახსნა, რადგან იძულებული გახდა. მან კი თავისი ხალხის ძეებს უთხრა გამოცანა.
18
და ქალაქის მკვიდრებმა მეშვიდე დღეს, მზის ჩასვლამდე უთხრეს სამსონს: „რა არის თაფლზე უტკბესი და ლომზე უძლიერესი?“ და უთხრა მათ: „ჩემი ფურით რომ არ გეხნათ, ვერ გამოიცნობდით ჩემს გამოცანას.“
19
და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და ჩავიდა აშკელონში და დახოცა 30 იქაური კაცი, და წამოიღო დავლა და ჩამოურიგა ტანსაცმელი გამოცანის გამომცნობთ. და აღიგზნო მისი რისხვა და წავიდა თავისი მამისსახლში.
20
სამსონის ცოლი კი ქმრის მაყარმა შეირთო.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21