bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 6
Judges 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 7 →
1
და როცა ისრაელის ძეთ იწყეს ისეთი საქმეების კეთება, რაც უფლისთვის სისაძაგლე იყო, უფალმა ხელში ჩაუგდო ისინი მიდიანს შვიდი წლით.
2
დამძიმდა მიდიანის ხელი ისრაელზე, და ისრაელის ძეთ იწყეს გახიზვნა კლდის ნაპრალებში, გამოქვაბულებსა და მიუვალ ადგილებში.
3
და როგორც კი ისრაელი ხვნა-თესვას მორჩებოდა, ამოდიოდნენ მიდიანელნი, ყამალეკელნი და აღმოსავლეთის ტომები,
4
ბანაკებს აწყობდნენ მათ წინ, და აჩანაგებდნენ ქვეყნის მოსავალს ღაზამდე, და არ უტოვებდნენ საზრდოს ისრაელიანთ – არც ცხვარს, არც ხარს და არც სახედარს.
5
რადგან ისინი ამოდიოდნენ თავიანთი ჯოგებითა და კარვებით. მოდიოდნენ კალიასავით ურიცხვნი, ვერ დაითვლიდი ვერც მათ და ვერც მათ აქლემებს. მოდიოდნენ და ძარცვავდნენ ქვეყანას.
6
და მთლად გაღატაკდა ისრაელი მიდიანელთაგან, და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს.
7
და როცა შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს მიდიანის გამო,
8
მოუვლინა უფალმა მათ წინასწარმეტყველი კაცი, რომელმაც უთხრა მათ: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გამოგიყვანეთო ეგვიპტიდან, გამოგიყვანეთ მონობის სახლიდან;
9
გიხსენით ეგვიპტელთა ხელიდან და ყველა თქვენი მჩაგვრელის ხელიდან, და განვდევნე ისინი თქვენგან, და მოგეცით მათი ქვეყანა,
10
და გითხარით: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, არ ირწმუნოთ-მეთქი ამორეველებისა, რომელთა ქვეყანაშიც თქვენ მკვიდრობთ, მაგრამ არ შეისმინეთ ჩემი ხმა.“
11
და მოვიდა უფლის ანგელოზი, და დაჯდა ყოფრაში, მუხის ქვეშ, რომელიც ეკუთვნოდა იოაშს, აბიყეზერის შთამომავალს; და გედეონი, მისი ვაჟი, ხორბალს ცეხვავდა საწნახელში, რათა გადაემალა მიდიანელთაგან.
12
და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი, და უთხრა: „უფალი შენთანაა, მამაცო მებრძოლო!“
13
და უთხრა მას გედეონმა: „ვაგლახ, ჩემო ბატონო, თუ უფალი ჩვენთან არის, მაშ რაღათ დაგვემართა ეს ყოველივე? აბა სად არის მისი სასწაულები, ჩვენი მამები რომ გვიყვებოდნენ: ‘ეგვიპტიდან გამოგვიყვანაო უფალმა?’ ახლა კი მიგვატოვა უფალმა და მიდიანის ხელში ჩაგვაგდო!“
14
მაგრამ მიუბრუნდა მას უფალი და უთხრა: „წადი მაგ შენი ძალითა და იხსენ ისრაელი მიდიანის ხელიდან. მე გაგზავნი შენ.“
15
და უთხრა მას გედეონმა: „მომხედე, ჩემო ბატონო! როგორ ვიხსნი მე ისრაელს, როცა ჩემი საგვარეულო ყველაზე მცირეა მანაშეს ტომში, და მეც ნაბოლარა ვარ მამაჩემის სახლში.“
16
და უთხრა მას უფალმა: „მე ვიქნები შენთან და ისე სძლევ მიდიანს, როგორც ერთ კაცს.“
17
და უთხრა მას გედეონმა: „თუ მე მადლი ვპოვე შენს თვალში, რაიმე ნიშანი მიჩვენე, რომ შენ მელაპარაკები.
18
ნუ წახვალ აქედან ჩემს მოსვლამდე, და ძღვენს გამოვიტან და დავდებ შენს წინაშე.“ და მან უპასუხა: „აქ დაგიცდი, ვიდრე დაბრუნდები.“
19
და წავიდა გედეონი, და მოამზადა თიკანი და ერთი ეფა ფქვილის ხმიადები. ხორცი კალათში ჩააწყო, და წვენი ქოთანში ჩაასხა და გამოუტანა მას მუხის ქვეშ, და მიართვა.
20
და უთხრა მას ღმერთის ანგელოზმა: „აიღე ხორცი და ხმიადები და დააწყვე ამ კლდის თავზე და წვენი ზედ დაასხი.“ და ასეც მოიქცა გედეონი.
21
და გაიწოდა უფლის ანგელოზმა კვერთხი, ხელში რომ ეჭირა, შეახო ხორცსა და ხმიადებს და ავარდა ცეცხლი ტინიდან, და შთანთქა ხორცი და ხმიადები ცეცხლმა; და უფლის ანგელოზი თვალს მიეფარა.
22
და მიხვდა გედეონი, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო და დაიჩივლა: „ვაგლახ მე, უფალო ღმერთო! პირისპირ ვიხილე უფლის ანგელოზი!“
23
და უთხრა მას უფალმა: „მშვიდობა შენდა! ნუ გეშინია, არ მოკვდები.“
24
და სამსხვერპლო აუგო იქ გედეონმა უფალს, და უწოდა მას: „უფალი მშვიდობაა.“ იგი დღევანდელ დღემდე დგას აბიყეზერელთა ყოფრაში.
25
და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „წაიყვანე მოზვერი მამაშენის ხარებიდან, და მეორე შვიდი წლის ზვარაკი; და დაანგრიე ბაყალის სამსხვერპლო, მამაშენს რომ აქვს, ხოლო აშერა, რომელიც მის გვერდითაა, აჩეხე.
26
და აუგე უფალს, შენს ღმერთს, სამსხვერპლო ამ კლდის თავზე თავისი წესით, და მეორე ზვარაკი აღუვლინე სრულადდასაწველად იმ აშერას შეშით, რომელსაც აჩეხავ.“
27
და წაიყვანა გედეონმა ათი კაცი თავის მსახურთაგან, და ისე მოიქცა, როგორც უფალმა უთხრა; და რაკი თავისი მამისსახლის და ქალაქის მკვიდრების შიში ჰქონდა, ვერ გაბედა, დღისით გაეკეთებინა, ამიტომ ღამით გააკეთა.
28
და ადგნენ დილით იმ ქალაქის მკვიდრნი და აჰა, ბაყალის სამსხვერპლო დანგრეულია და აშერა, მის გვერდით რომ იყო, აჩეხილი; მეორე ზვარაკი კი ახლადაგებულ სამსხვერპლოზე იწვის.
29
და ჰკითხეს ერთმანეთს: ვინ ჩაიდინაო ეს საქმე? და გამოიძიეს და გამოიკვლიეს, და გაიგეს, რომ გედეონმა, იოაშის ძემ, ჩაიდინა ეს.
30
და უთხრეს ქალაქის მკვიდრებმა იოაშს: „გამოიყვანე შენი ძე, ის უნდა მოკვდეს, რადგან ბაყალის სამსხვერპლო დაანგრია და მის გვერდით აშერა აჩეხა.“
31
და უთხრა იოაშმა ყველას, ვინც მას მიუხდა: „ნუთუ თქვენ უნდა გამოესარჩლოთ ბაყალს, ნუთუ თქვენ უნდა იხსნათ იგი? ვინც მას გამოესარჩლება, იგი განთიადამდე მოკვდება. თუ ღმერთია იგი, თავად გამოესარჩლოს თავის თავს, როცა ანგრევენ მის სამსხვერპლოს!“
32
და იმ დღეს უწოდეს გედეონს იერუბაყალი, რაც ნიშნავს: „თავად ბაყალმა გასცეს პასუხი.“ ბაყალის სამსხვერპლო ხომ მან დაანგრია.
33
და მთელი მიდიანი და ყამალეკი, და აღმოსავლეთის ტომები ერთად შეიყარნენ და მოვიდნენ და დაიბანაკეს იზრეყელის ველზე.
34
და უფლის სულმა მოიცვა გედეონი: და მან ბუკსა ჰკრა და თავი მოიყარეს აბიყეზერელებმა მის უკან.
35
მაცნეები დაგზავნა და მთელი მანაშეს ტომი მასთან მოვიდა; მაცნეები გაუგზავნა აშერის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებს – და ეს ტომებიც გამოვიდნენ საომრად.
36
და უთხრა გედეონმა ღმერთს: „შენ მართლა აპირებ, ჩემი ხელით იხსნა ისრაელი, როგორც მპირდებოდი?
37
აჰა, საწმისს გავშლი კალოზე: თუ ცვარი მხოლოდ საწმისზე იქნება, მთელი მიწა კი მშრალი, მაშინ გავიგებ, რომ ჩემი ხელით იხსნი ისრაელს, როგორც ამბობდი.“
38
და ასეც მოხდა: მეორე დღეს დილაადრიანად ადგა გედეონი, გამოწურა საწმისი და გამოადინა ნამი, წყლით სავსე ერთი თასი.
39
და უთხრა გედეონმა ღმერთს: „ნუ აღიგზნება შენი რისხვა ჩემზე, თუ კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მხოლოდ ერთხელ კიდევ გამოვცადო საწმისი: მხოლოდ საწმისი იყოს მშრალი და მთელ მიწაზე კი ცვარი იდოს.“
40
და ასეც მოახდინა ღმერთმა იმ ღამეს. მხოლოდ საწმისი იყო მშრალი, მთელ მიწაზე კი ცვარი იდო.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21