bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 7
Judges 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 8 →
1
და ადგა დილაადრიანად იერუბაყალი – იგივე გედეონი – და მასთან მყოფი მთელი მებრძოლი ხალხი, და ხაროდის წყაროსთან; მიდიანის ბანაკი იყო მის ჩრდილოეთით, მორეს ბორცვთან, ველზე.
2
და უთხრა უფალმა გედეონს: „ბევრი ხალხი გყავს საიმისოდ, რომ მიდიანი ჩავუგდო მათ ხელში, რათა არ გაყოყოჩდეს ისრაელი ჩემზე, და არ მითხრას: მე ჩემმა ხელმა მიხსნაო.
3
ახლა, მოდი, გამოუცხადე ხალხს ხმამაღლა და უთხარი: ვინც შეშინებულია და კანკალებს, უკან გაბრუნდეს და წავიდეს-თქო გალაადის მთიდან.“ და გაბრუნდა ხალხიდან 22 ათასი, და 10 ათასი დარჩა.
4
და უთხრა უფალმა გედეონს: „ხალხი მაინც ბევრია; ჩაიყვანე ისინი წყალზე და იქ გამოგირჩევ; და ვისზეც გეტყვი, ეს გამოგყვეს-მეთქი, ის გამოგყვეს; ხოლო ვისზეც გეტყვი: ეს არ გამოგყვეს-მეთქი, ნუ წამოვა.“
5
და ჩაიყვანა გედეონმა ხალხი წყალზე. და უთხრა უფალმა გედეონს: „ყველა, ვინც ძაღლივით ენით შესვლეპს წყალს, ცალკე დააყენე; ყველა, ვინც, დასალევად ჩაიმუხლება, ასევე გამოაცალკევე.“
6
და მსვლეპავთა რიცხვი, ვინც პეშვი პირთან მიიტანა, 300 კაცი იყო; და ყველა დანარჩენმა ხალხმა ჩაიმუხლა წყლის დასალევად.
7
და უთხრა უფალმა გედეონს: „ამ 300 კაცით გიხსნით და ხელში ჩაგიგდებ მიდიანს, და მთელი დანარჩენი ხალხი უკან გაბრუნდეს.“
8
და აიღეს მათ ხალხის საგზალი და რქის ბუკები; და დაიტოვა გედეონმა სამასი კაცი, ხოლო დანარჩენი ხალხი გაუშვა ბანაკში; და იყო მიდიანის ბანაკი მათ ქვემოთ, ველზე.
9
და იმ ღამეს უთხრა მას უფალმა: „ადექი, ჩადი და დაეცი მათ ბანაკს, რადგან ხელში გაძლევ მათ.
10
და თუ მარტოს გეშინია ჩასვლა, შენ და შენი მსახური ფურა ჩადით.
11
და მოისმენ, რასაც ლაპარაკობენ, და ეს მკლავს გაგიმაგრებს და დაეცემი ბანაკს.“ და ჩავიდნენ ის და მისი მსახური ფურა, იარაღასხმულთა განაპირა რიგებისაკენ, ბანაკში რომ იყვნენ.
12
და მიდიანი, ყამალეკი და ყველა ძე აღმოსავლეთისა ველზე იყვნენ განლაგებულნი, კალიასავით ურიცხვნი; და მათ აქლემებს თვლა არ ჰქონდა, იმდენი იყვნენ, როგორც ქვიშა ზღვის პირას.
13
და მოვიდა გედეონი. და აჰა, ერთი კაცი სიზმარს უყვება თავის მოყვასს და ეუბნება: „აჰა, სიზმარი მესიზმრა: ვითომც ქერის პური დაგორდა მიდიანის ბანაკისკენ, კარავს რომ მიაღწია, დაეჯახა და დასცა, თავდაყირა დააყენა კარავი, და დაემხო კარავი.“
14
მეორემ მიუგო და უთხრა: „ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მახვილი გედეონისა, იოაშის ძისა, ისრაელიანისა; მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.“
15
და როცა გედეონმა ამ სიზმრის მოყოლა და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს და აბრუნდა ისრაელის ბანაკში, და თქვა: „ადექით, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის ბანაკი.“
16
და გაჰყო მან სამასი კაცი სამ რაზმად, და ყველას ბუკები და ცარიელი დოქები მისცა ხელში, დოქებში კი ლამპრები იყო დამალული.
17
და უთხრა მათ: „მიყურეთ და იგივე გააკეთეთ: აჰა, მივალ მე ბანაკთან, და მოიქეცით, როგორც მე მოვიქცევი!
18
და დავცემთ ბუკს მე და ჩემთან მყოფნი; თქვენც ჩაჰბერეთ ბუკებს მთელი ბანაკის ირგვლივ და იყვირეთ: ‘უფლისათვის და გედეონისათვის!’ “
19
მივიდა ბანაკთან გედეონი და მასთან მყოფი 100 კაცი, როცა შუა სახმილავი იწყებოდა და გუშაგები იცვლებოდნენ, ატეხეს ბუკისცემა და დაამსხვრიეს დოქები, ხელში რომ ეჭირათ.
20
და ბუკსა სცა სამივე გუნდმა და დალეწეს დოქები; მარცხენა ხელში ლამპრები ეჭირათ, ხოლო მარჯვენა ხელში ბუკები; ბუკსა სცემდნენ და გაჰყვიროდნენ: „მახვილი უფლისათვის და გედეონისათვის!“
21
თითოეული თავ-თავის ადგილას იდგა, ბანაკის ირგვლივ. და აირია მადიანელთა მთელი ბანაკი, ყვიროდნენ და მირბოდნენ.
22
და ბუკსა სცა სამასმა კაცმა და უფალმა ერთმანეთზე აღამართინა მახვილი მადიანელთა მთელ ლაშქარს; და უკუიქცა ლაშქარი და მირბოდა ბეთ-შიტამდე ცერერასაკენ, აბელ-მეხოლას საზღვრამდე, ტაბათის მახლობლად.
23
და დაძახილზე გამოვიდნენ ისრაელიანები ნაფთალიდან, აშერიდან და მთელი მანაშედან და დაედევნენ უკან მიდიანელთ.
24
და გაგზავნა მოციქულები გედეონმა ეფრემის მთაში, შეუთვალა: „ჩამოდით, წინ დაუხვდით მიდიანელთ და გადაუჭერით წყალზე ფონები, დაიკავეთ იორდანეს ნაპირი ბეთ-ბარამდე!“ გამოვიდა მთელი ეფრემი და გადაუჭრეს ფონები მდინარეზე – დაიკავეს იორდანეს სანაპირო თვით ბეთ-ბარამდე.
25
და შეიპყრეს მიდიანის ორი მთავარი: ყორები და ზეები, და მოკლეს ყორები ყორების კლდესთან, ხოლო ზეები ზეების საწნახელთან, და დაედევნენ მიდიანელთ; და ყორებისა და ზეების თავები გედეონს მოუტანეს იორდანეს გაღმიდან.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
Recommended Reading
Commentary
Judges Commentaries
→
Devotional
Judges Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→