bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 10
Judges 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 11 →
1
აბიმელექის შემდგომ აღდგა თოლაყი, ძე ფუვასი, ძისა დოდოსი, ისაქარის ტომისა, ისრაელის გამომხსნელად. იგი ცხოვრობდა შამირში, ეფრემის მთაზე.
2
და განსჯიდა ისრაელს 23 წელიწადს, და მოკვდა და დაიმარხა შამირში.
3
მის შემდგომ გამოჩნდა გალაადელი იაირი და განსჯიდა ისრაელს 22 წელი.
4
და ჰყავდა მას 30 ვაჟი, და ყოველ მათგანს თავისი სახედარი ჰყავდა; და ჰქონდათ მათ 30 ქალაქი, დღემდე ხავოთ-იაირად წოდებული, გალაადის ქვეყანაში რომ არის.
5
და მოკვდა იაირი და დაიმარხა კამონში.
6
და კვლავ იწყეს ისრაელის ძეთ უფლის თვალში საძაგელი საქმეების კეთება: ემსახურებდნენ ბაყალებს და ყაშთორეთებს, არამისა და ციდონის ღმერთებს, მოაბისა და ყამონელთა ღმერთებს, და ფილისტიმელთა ღმერთებს; და მიატოვეს უფალი და აღარ ემსახურებოდნენ მას.
7
და აღეგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე და ჩაყარა ისინი ფილისტიმელთა და ყამონელთა ხელში.
8
და იმ წლიდან მოკიდებული ავიწროებდნენ და ჩაგრავდნენ ისრაელის ძეთ 18 წლის მანძილზე; ყოველი ისრაელის ძე დაიმონეს, ვინც იორდანეს გაღმა ცხოვრობდა ამორეველების ქვეყანაში – გალაადში რომ არის.
9
და გადალახეს ყამონის ძეთ იორდანე, რომ იუდას, ბენიამინისა და ეფრემის სახლს შებრძოლებოდნენ, და ძლიერ გაუჭირდა ისრაელს.
10
და შეჰღაღადეს ისრაელის ძეთ უფალს და უთხრეს: „შეგცოდეთ შენ, რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაყალებს!“
11
და უთხრა უფალმა ისრაელის ძეთ: „ხომ დაგიხსენით ეგვიპტელთაგან, ამორეველთაგან, ყამონელთაგან, ფილისტიმელთაგან,
12
და ციდონელები, ყამალეკი, და მაყონი, გავიწროებდნენ თქვენ; და როცა კი შემოგიღაღადებიათ ჩემთვის, ხომ მიხსნიხართ მათ ხელთაგან?
13
მაგრამ თქვენ მიმატოვეთ და ემსახურებოდით სხვა ღმერთებს, ამიტომ აღარ გიხსნით თქვენ.
14
წადით და შეჰღაღადეთ თქვენს მიერ არჩეულ ღმერთებს, მათ გიხსნან თქვენს გასაჭირში!“
15
და უთხრეს ისრაელის ძეთ უფალს: „შევცოდეთ ჩვენ! და გვიყავი, რაც გენებოს, ოღონდ დღეს გვიხსენი.“
16
და განიშორეს უცხო ღმერთები და ემსახურებოდნენ უფალს. და ვეღარ გაუძლო უფლის სულმა ისრაელის ტანჯვა-წამების ყურებას.
17
და შეიყარნენ ყამონელები და გალაადში დაბანაკდნენ. ისრაელის ძენიც შეიყარნენ და დაბანაკდნენ მიცფაში.
18
და გალაადის ხალხმა და მთავრებმა უთხრეს ერთმანეთს: „ვინც პირველი შეებრძოლება ყამონელებს, ის იყოს გალაადის მკვიდრთა წინამძღოლი.“
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21