bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 9
Judges 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 10 →
1
და წავიდა აბიმელექ იერუბაყალის ძე შექემში თავის დედის ძმებთან, და ელაპარაკა მათ და თავისი დედის მამისსახლის მთელ საგვარეულოს, და უთხრა:
2
„უთხარით ყველა შექემელს: ‘რა გირჩევნიათ, მთელი 70 კაცი – იერუბაყალის ყველა ძე – ხელმწიფებდეს თქვენზე, თუ მე, ერთი კაცი, ვიყო თქვენი ხელისუფალი?’ და გახსოვდეთ, შექემელნო, რომ მე ვარ თქვენი სისხლი და ხორცი.“
3
და მისმა დედის ძმებმა ჩაასმინეს ყველა შექემელს ყველა ეს სიტყვა; და გადაიხარა მათი გული აბიმელექისკენ, რადგან თქვეს: ძმა არისო ჩვენი.
4
და მისცეს მას 70 ვერცხლი ბაყალ-ბერითის სახლიდან, და დაიქირავა ამით აბიმელექმა უღირსი და თავზეხელაღებული კაცები, და უკან გაჰყვნენ მას.
5
და მივიდა თავისი მამისსახლში, ყოფრაში, და ერთ ქვაზე დააკლა თავისი ძმები, ძენი იერუბაყალისა, 70 კაცი, და მხოლოდ იოთამი გადარჩა, იერუბაყალის უმცროსი ვაჟი, რადგან დამალვა მოასწრო.
6
და თავი მოიყარა ყველა შექემელმა და მილოს მთელმა სახლმა, წავიდნენ და გაამეფეს აბიმელექი მუხასთან დადგმულ სვეტთან, შექემში რომ არის.
7
და როცა ეს ამბავი შეატყობინეს იოთამს, წავიდა და გადმოდგა გერიზიმის მთის თხემზე, ხმა აღიმაღლა და დაიძახა: „ისმინეთ ჩემი, შექემელებო, რათა ღმერთმა თქვენ მოგისმინოთ!“
8
ერთხელ როგორღაც შეიკრიბნენ ხეები, რომ თავისთვის მეფე დაესვათ, და უთხრეს ზეთისხილს: იმეფეო ჩვენზე;
9
და უთხრა მათ ზეთისხილმა: „მივატოვო ჩემი სიმსუყე, რომლითაც ღმერთსა და კაცს განადიდებენ, და ხეებს გადავყვე?“
10
მაშინ უთხრეს ხეებმა ლეღვს: მოდი და შენ იმეფეო ჩვენზე.
11
და უთხრა მათ ლეღვმა: „მივატოვო ჩემი სიტკბოება და ჩემი ნაყოფი და ხეებს გადავყვე?“
12
და უთხრეს ხეებმა ვაზს: მოდი და შენ იმეფეო ჩვენზე.
13
და უთხრა მათ ვაზის ლერწმა: „დავთმო ჩემი წვენი, გამხარებელი ღვთისა და კაცისა, და ხეებს გადავყვე?“
14
ბოლოს ყველა ხემ კვრინჩხს მიმართა: მოდი და შენ იმეფეო ჩვენზე.
15
და უთხრა კვრინჩხმა ხეებს: „თუ თქვენ მართლაც თქვენს მეფედ გინდათ ჩემი ცხება, მოდით და შემოეფარეთ ჩემს ჩრდილს, ხოლო თუ არ დამადგენთ თქვენს მეფედ – ამოვარდება კვრინჩხის ბუჩქიდან ცეცხლი და შთანთქავს ლიბანის კედრებს!“
16
„აბა, დაფიქრდით, სწორად მოიქეცით, აბიმელექი რომ გაამეფეთ? კარგად მოექეცით იერუბაყალს და მის სახლს? მისი ღვაწლის სანაცვლოდ ეს ეკუთვნოდა?
17
მამაჩემი თქვენი გულისთვის იბრძოდა, თავი გაწირა, და გიხსნათ მიდიანის ხელიდან;
18
თქვენ კი დღეს წინ აღუდექით მამაჩემის სახლს და ერთ ქვაზე დააკალით მისი ძენი, 70 კაცი, და აბიმელექი, მისი ხარჭის ძე, შექემელებზე გაამეფეთ, რადგან თქვენი მოძმეა იგი.
19
და თუ სწორად და პატიოსნად მოექეცით იერუბაყალს და მის სახლს, მაშინ იხარეთ აბიმელექით და მანაც იხაროს თქვენით;
20
თუ არა და, ამოვარდეს ცეცხლი აბიმელექისაგან და შთანთქას შექემელები და მილოს სახლი; ამოვარდეს ცეცხლი შექემელთაგან და მილოს სახლიდან და შთანთქას აბიმელექი!“
21
და გაიქცა იოთამი და წავიდა ბეერისაკენ, და იქ დამკვიდრდა თავისი ძმის, აბიმელექისგან შორს.
22
და მთავრობდა აბიმელექი ისრაელზე სამი წელი.
23
და ღმერთმა განხეთქილების სული გამოგზავნა აბიმელექსა და შექემელებს შორის, და უღალატეს შექემელებმა აბიმელექს,
24
რათა მოწეულიყო იერუბაყალის 70 ძის მიმართ ჩადენილი ბოროტების სამაგიერო და მათი სისხლი მოჰკითხოდა აბიმელექს, მათ ძმას, რომელმაც დახოცა ისინი, და შექემელებსაც, რომელთაც ხელი გაუმაგრეს აბიმელექს თავისი ძმების დახოცვაში.
25
და მთების თხემებზე ჩაუსაფრეს მას შექემელებმა კაცები, და ძარცვავდნენ ყველას, ვინც მათ სიახლოვეს გზად გაივლიდა. და მოახსენეს ეს ამბავი აბიმელექს.
26
და მოვიდნენ გაყალი, ძე ყებედისა, და მისი ძმები, და დადიოდნენ შექემში; და მას მიენდვნენ შექემელნი.
27
და გავიდნენ მინდორში, მოკრიფეს ყურძენი, დაწურეს და ზეიმი გამართეს. შევიდნენ თავიანთი ღმერთის ტაძარში და ჭამდნენ და სვამდნენ, და წყევლიდნენ აბიმელექს.
28
და თქვა გაყალ ყებედის ძემ: „ვინ გდია აბიმელექი? და რა არის შექემი! მას უნდა ვეყმოთ? განა იერუბაყალის ძე არ არის ის, და განა ზებული არ არის მისი მოურავი? ისინი უნდა ემსახურებოდნენ ხამორს, შექემის მამას! აბიმელექს რატომ უნდა ვემორჩილებოდეთ ჩვენ?
29
ეს ხალხი რომ ჩემს ხელთ იყოს, მე გავათავისუფლებდი მათ აბიმელექისგან! და გამოიწვია მან აბიმელექი: შეკრიბე შენი ჯარი და გამოდიო საომრად!“
30
ზებულმა, ქალაქის მთავარმა, გაიგო გაყალ ყებედის ძის ნალაპარაკევი და რისხვით აღეგზნო.
31
და ფარულად გაუგზავნა მოციქულები აბიმელექს ყარუმაში და შეუთვალა: „აჰა, მოვიდა გაყალი, ძე ყებედისა, თავის ძმებთან ერთად შექემში და ქალაქი უნდათ აგიმხედრონ.
32
და ახლა, ამაღამვე, ადექით შენ და შენთან მყოფი ხალხი და ველზე ჩაუსაფრდით.
33
და განთიადისას, მზის ამოსვლისთანავე, ადექი დილაადრიან და დაეცი ქალაქს; და წამოვა გაყალი მასთან მყოფი ხალხით შენს დასახვედრად და ხელში ჩაიგდებ მათ.“
34
და ადგა ღამე აბიმელექი და მთელი მასთან მყოფი ხალხი, და ოთხ რაზმად ჩასაფრდა შექემთან.
35
და გამოვიდა გაყალი, ძე ყებედისა, და დადგა ქალაქის კარიბჭესთან; და გამოვიდა საფარიდან აბიმელექი თავის ხალხთან ერთად.
36
გაყალმა, ხალხი რომ დაინახა, უთხრა ზებულს: „შეხედე, ხალხი ეშვება მთათა თხემებიდან.“ და უთხრა მას ზებულმა: „მთების ჩრდილი ხალხად გეჩვენება.“
37
და კვლავ ალაპარაკდა გაყალი და თქვა: „ხალხი ეშვება მაღლობიდან, და ერთი რაზმი მოდის მისანთა მუხის გზიდან.“
38
და უთხრა მას ზებულმა: „განა შენ არ ამბობდი: ვინ არის აბიმელექი, რომ მას ვემონებოდეთო? აგერ, ეს ხალხია, შენ რომ დასცინოდი! გადი და შეები მათ!“
39
და გაუძღვა გაყალი შექემელებს და შეება აბიმელექს.
40
აბიმელექმა გააცია ისინი და ქალაქის კარიბჭემდე სდია. მრავალი დახოცილი შექემელი დაეცა კარიბჭემდე.
41
ამის შემდეგ დარჩა აბიმელექი ყარუმაში; და განდევნა ზებულმა გაყალი და მისი ძმები, რათა არ ეცხოვრათ შექემში.
42
მეორე დღეს შექემელნი კვლავ გამოვიდნენ ქალაქიდან. და შეიტყო ეს ამბავი აბიმელექმა.
43
და გაიყვანა მან თავისი ხალხი და გაჰყო ისინი სამ რაზმად, და ველზე ჩასაფრდა. და ქალაქიდან გამომავალი ხალხი რომ დაინახა, დაესხა მათ თავს და მთლიანად მოსრა.
44
აბიმელექი და მისი რაზმები კი წინ გაიჭრნენ და შედგნენ ქალაქის კარიბჭესთან, ხოლო ორი რაზმი შეესია ყველას, ვინც ველზე იყო, და ხოცავდა მათ.
45
აბიმელექი კი მთელი დღე ებრძოდა ქალაქს, ქალაქი აიღო, და გაწყვიტა მთელი ხალხი. მან დაანგრია შექემი და მის ადგილას მარილი დათესა.
46
და შეიტყვეს ეს ამბავი შექემის გოდოლის მცხოვრებთ და შეცვივდნენ ელ-ბერითის სახლის გოდოლში.
47
და მოხსენდა აბიმელექს, ერთად შეიყარაო შექემის გოდოლის ყველა მკვიდრი.
48
და ავიდა აბიმელექი ცალმონის მთაზე, თვითონ და მასთან მყოფი მთელი ხალხი, და აიღო აბიმელექმა ცული ხელში და მოჭრა ტოტი, და ასწია იგი და გაიდო მხარზე, და უთხრა მასთან მყოფ ხალხს: „ხომ ნახეთ, რა გავაკეთე, თქვენც სასწრაფოდ იგივე გააკეთეთ.“
49
მოჭრა მთელმა ხალხმა, თითოეულმა თითო ტოტი, და გაჰყვა აბიმელექს, და შემოუწყვეს ისინი გოდოლს და ცეცხლს მისცეს გოდოლი და შიგ მყოფნი. და ამოწყდა შექემის ყველა მკვიდრი, თითქმის ათასამდე კაცი და ქალი.
50
და წავიდა აბიმელექი თებეცში, და ალყა შემოარტყა თებეცს და დაიპყრო იგი.
51
მტკიცე გოდოლი იყო შუა ქალაქში და იქ გაიქცა ყველა, კაცი თუ ქალი, და ყველა მკვიდრი ქალაქისა, და ჩაიკეტეს კარი და ავიდნენ გოდლის ბანზე.
52
და მივიდა აბიმელექი გოდოლთან, და შეუტია და მიადგა გოდლის შესასვლელს, რათა დაეწვა იგი ცეცხლით.
53
და ამ დროს ერთმა ქალმა დოლაბის ნატეხი დასცა მაღლიდან აბიმელექს და თავის ქალა ჩაუმტვრია.
54
აბიმელექმა უმალ თავისი საჭურველთმტვირთველი იხმო და უთხრა: „იშიშვლე მახვილი და მომკალი, რომ არა თქვან ჩემზე, დედაკაცმა მოკლაო.“ და უგმირა მას მისმა საჭურველმტვირთველმა, და მოკვდა აბიმელექი.
55
და როცა დაინახეს ისრაელიანებმა, რომ მოკვდა აბიმელექი, ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ.
56
ასე მიუზღო სამაგიერო ღმერთმა აბიმელექს იმ ბოროტებისათვის, რაც მან თავის მამის მიმართ ჩაიდინა, თავისი 70 ძმის დახოცვით.
57
და შექემელებზე მოაწია ღმერთმა ყველა მათი ბოროტება. და ეწიათ მათ იოთამ იერუბაყალის ძის წყევლა.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21