bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 5
Judges 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 6 →
1
ასე იგალობეს იმ დღეს დებორამ და ბარაკმა, აბინოყამის ძემ:
2
„წინამძღოლი რომ წინამძღოლობდა, ხალხი ნებით რომ სწირავდა თავს, აკურთხეთ უფალი!
3
ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობებ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.
4
როცა სეყირიდან გადმოხვედი, უფალო, როცა ედომის ველზე გამოხვედი, მიწა ირყეოდა, ცაც კი იღვენთებოდა, ღრეუბლებიც კი წყლად იღვრებოდნენ.
5
მთები იდრიკებოდნენ უფლის წინაშე, თავად ეგ სინაიც კი, უფლის წინაშე, ისრაელის ღმრთისა.
6
შამგარის დროს, ყანათის ძისა, იაყელის დროს დაცარიელდა შარაგზები, სწორზე ვეღარავინ ბედავდა სიარულს, შორიგზით არჩევდნენ შემოვლას.
7
სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში.
8
ახლი ღმერთები ირჩიეს, ამიტომაც ომია კარიბჭესთან. თუ უჩანს ფარ-შუბი 40 ათასს ისრაელში?
9
ისრაელის წინამძღოლებთანაა ჩემი გული, ხალხში თავგამოდებულებთან! აკურთხეთ უფალი!
10
თეთრ სახედრებზე ამხედრებულნო, ხალიჩებზე ფეხმორთხმულნო, გზებზე ქვეითად მავალნო, თქვით საგალობელი!
11
იქ, სადაც დასარწყულებლად აგროვებენ ნახირს, უფლის სიმართლეს იმღერებენ, ისრაელის წინამძღოლთა სიმართლეს! კარიბჭესთან მოზღვავდა უფლის ერი!
12
გაიღვიძე, გაიღვიძე, დებორა! გაიღვიძე, გაიღვიძე, იმღერე საგალობელი! აღიძარ ბარაკ! დაატყვევე შენი დამატყვევარი, აბინოყამის ძეო!
13
მაშინ ძლიერთა ნატამალს დაუმორჩილა უფალმა ხალხი; უფალმა დამიმორჩილა მამაცნი.
14
ეფრემიდან მოვიდნენ ყამალეკში დამკვიდრებულნი; ბენიამინიც შენთანაა, შენს ხალხში; მაქირიდან მოვიდნენ თავკაცები, ზებულუნიდან – წინამძღოლთა კვერთხისმპყრობელნი.
15
ისაქარის მთავრებიც დებორასთან არიან; ბარაკის ერთგულია ისაქარი – მის კვალდაკვალ მიიჭრა ველზე. რეუბენის შტოებში დიდი თათბირია.
16
რას დამჯდარხარ ფარეხთა შორის და უსმენ ცხვრების ბღავილს? რეუბენის შტოებში დიდი თათბირია!
17
გალაადი იორდანეს გაღმა დავანებულა; რატომ შეყუჟულა დანი ხომალდებში? ზღვისპირას დამჯდარა აშერი და თავის სანახებთან დავანებულა.
18
სიკვდილი არად მიაჩნია ზებულუნის ხალხს. ტრამალის ბორცვებზე ნაფთალია.
19
მოვიდნენ მეფენი, შეიბნენ; მაშინ შეიბნენ ქანაანის მეფენი თაყანაქში, მეგიდოს წყლებთან, მაგრამ მცირედი ვერცხლიც ვერ იალაფეს.
20
ციდან ებრძოდნენ, თავიანთი გზებიდან ებრძოდნენ ვარსკვლავები სისერას.
21
კიშონის ხევმა წაიღო ისინი, ძველმა ხევმა, კიშონის ხევმა. გაემართე, სულო ჩემო, ძლიერებით!
22
სრბოლისაგან იმსხვრეოდნენ ცხენთა ფლოქვები მაშინ, მისი ვაჟკაცების სრბოლისაგან.
23
დაწყევლეთო მეროზი, – ამბობს ანგელოზი უფლისა, – დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენო უფლის საშველად, უფლის საშველადო ვაჟკაცებთან ერთად!
24
კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს!
25
წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე.
26
მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენათი – უროს; მოუქნია სისერას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა.
27
მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული.
28
სარკმლიდან იყურება, კანკლედიდან გაჰკივის სისერას დედა: ‘რატომ იგვიანებს მისი მხედრობა, რამ შეაფერხა მისი ეტლის თვლები?’
29
პასუხობენ გონიერი სეფექალები, თვითონვე ამბობს თავისივე სიტყვების პასუხად:
30
‘ნადავლს იშოვნიდნენ და იყოფდნენ: თითო ან ორ-ორი მხევალი თითო მეომარს, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი სისერას, ნაალაფარი ჭრელი სამოსელი, ორხოულად ნაქსოვი, ტყვის ტანზე შემოძარცული.’
31
ყველა მტერი ასე დაგელიოს, უფალო! მისი მოყვარულნი ამომავალ მზესავით გაძლიერდნენ!“ და დაისვენა ქვეყანამ 40 წელი.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21