bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 2
Judges 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 3 →
1
და მოვიდა უფლის ანგელოზი გილგალიდან ბოქიმში და თქვა: „ამოგიყვანეთ თქვენ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ ამ ქვეყანაში, რომელიც თქვენს მამებს ფიცით შევფიცე და ვთქვი: ‘არ დავარღვევ თქვენთან დადებულ ჩემს აღთქმას უკუნისამდე,
2
ოღონდ ნუ შეკრავთ კავშირს ამ ქვეყნის მკვიდრებთან და დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები.’ თქვენ კი არ ისმინეთ ჩემი ხმა. თქვენ კი რა ჩაიდინეთ?!
3
და კიდევ ვთქვი: არ განვდევნი-მეთქი მათ თქვენგან, რათა ისინი მახედ გაგიხდნენ, ხოლო მათი ღმერთები – ხაფანგად.“
4
და როცა უფლის ანგელოზმა ეს სიტყვები უთხრა ისრაელის ძეთ, მთელი ხალხი ხმამაღლა ატირდა.
5
და მათ იმ ადგილს სახელად ბოქიმი უწოდეს, რაც ნიშნავს მოტირალს, და შესწირეს იქ მსხვერპლი უფალს.
6
მას შემდეგ, რაც იესომ დაითხოვა ხალხი, წავიდნენ ისრაელის ძენი თავ-თავისი წილხვედრის დასამკვიდრებლად,
7
და უფალს ემსახურებოდა ხალხი იესოს მთელი სიცოცხლის მანძილზე და უხუცესთა მთელი სიცოცხლის მანძილზე, რომლებიც იესოს შემდეგ ცხოვრობდნენ და რომელთაც ნანახი ჰქონდათ უფლის ყველა დიადი საქმე, რაც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა.
8
ას ათი წლისა მოკვდა უფლის მსახური იესო ნავეს ძე.
9
და დამარხეს იგი მის სამკვიდროში, თიმნათ-ხერესში, ეფრემის მთიანეთში რომ არის, გაყაშის მთის ჩრდილოეთით.
10
და როცა ასევე მთელმა იმ თაობამაც თავისი მამების კვალზე გაიარა, და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არ იცნობდა უფალს და არ იცოდა ის საქმეები, რაც ისრაელისთვის მოიმოქმედა,
11
ისრაელიანთ უფლისთვის საძაგელ საქმეებს მიჰყვეს ხელი და ბაყალების მომსახურება იწყეს;
12
მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი, და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, მათ ირგვლივ მოსახლე ხალხების ღმერთებს, და თაყვანს სცემდნენ მათ, და არისხებდნენ უფალს;
13
მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთორეთებს.
14
და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და მძარცველთა ხელში ჩააგდო ის და აძარცვინა მათ; და შემდეგ მტრებს ჩაუგდო ხელში, გარს რომ ერტყნენ, და ვერ გაუმკლავდნენ მტრებს.
15
ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი წარმართავდა მათ საბოროტოდ, როგორც უთხრა მათ უფალმა და როგორც დაუფიცა. და დიდად შევიწროვებულნი იყვნენ ისინი.
16
და დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულნი, რომლებიც იფარავდნენ მათ მძარცველთა ხელიდან.
17
მაგრამ ისრაელიანებმა თავიანთი მსაჯულებისაც არ ისმინეს: უზნეობდნენ უცხო ღმერთების კვალზე – თაყვანს სცემდნენ მათ; მალევე გადაუხვიეს იმ გზას, რომლითაც დადიოდნენ უფლის მცნებათა მორჩილი მათი მამები, ესინი იმათ მსგავსად არ იქცეოდნენ.
18
და როცა უფალი უგზავნიდა მათ მსაჯულებს, თვით უფალი იყო იმ მსაჯულებთან და ისრაელიანთ მტრებისაგან ის იფარავდა მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა ისინი, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემაჭირვებელთა ხელში.
19
მაგრამ, როგორც კი მოკვდებოდა მსაჯული, თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ ისრაელიანები – მიჰყვებოდნენ უცხო ღმერთების კვალს, ემსახურებოდნენ და თაყვანს სცემდნენ მათ; არ ეშვებოდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს, თავს არ ანებებდნენ ურჩობის გზას.
20
და კვლავ აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელზე, და თქვა: „რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი აღთქმა, რომელიც დავუდე მათ მამებს და არ ისმინა ჩემი ხმა,
21
მეც აღარ ავყრი აქედან არავის იმ ხალხებიდან, რომლებიც აქ დარჩნენ იესოს სიკვდილის შემდეგ.
22
რათა გამოვცადო მათ მიერ ისრაელის ძენი: დაიცავენ თუ არა უფლის გზას, და გაჰყვებიან თუ არა მას, როგორც მიჰყვებოდნენ მათი მამები.“
23
და დატოვა უფალმა ეს ხალხები, რომლებიც თავიდანვე არ აჰყარა, და არ ჩაუგდო ხელში იესოს.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
Recommended Reading
Commentary
Judges Commentaries
→
Devotional
Judges Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→