bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 17
Judges 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 18 →
1
და იყო კაცი ეფრემის მთიდან, და სახელად ერქვა მიქა.
2
და უთხრა მან თავის დედას: „შენ რომ 1100 შეკელი ვერცხლი დაგეკარგა და დაიწყევლე ჩემს გასაგონად, აჰა, ეს ვერცხლი ჩემთან არის ჩემი აღებულია.“ და თქვა დედამისმა: „კურთხეულ იყავ, შვილო ჩემო, უფლის მიერ!“
3
და დაუბრუნა მან 1100 ვერცხლი თავის დედას. და თქვა დედამისმა: „შემიწირავს ჩემი ხელით ეს ვერცხლი უფლისათვის, ჩემი ძის სახელზე, რათა გაკეთდეს მისგან ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი.“ – აჰა, გიბრუნებ შენს ვერცხლს! – და დაუბრუნა ვერცხლი დედას.
4
და აიღო დედამისმა 200 ვერცხლი და მისცა ოქრომჭედელს, და მან ჩამოასხა ქანდაკი. და იმ დღიდან იდგა იგი მიქას სახლში.
5
ამ კაცს, მიქას, ჰქონდა თავისი ღვთის სახლი. და გააკეთა მან ეფოდი და თერაფიმი. და მან ერთ-ერთი თავისი ვაჟი ქურუმად დაიდგინა.
6
იმ ხანად მეფე არ ჰყავდა ისრაელს; ვისაც როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა.
7
და იყო ერთი ყმაწვილი წარმოშობით იუდას ბეთლემელი, იუდას ტომიდან, და ლევიანი იყო იგი და იქ ბეთლემის ხიზანი იყო.
8
მან იუდას ბეთლემი დატოვა და გზას გაუდგა – რათა იქ შეხიზნულიყო, სადაც ადგილს ნახავდა. და მიადგა მიქას სახლს ეფრემის მთაში, თავისი გზით მიმავალი.
9
და ჰკითხა მას მიქამ: „საიდან მოდიხარ?“ და უთხრა: „ლევიანი ვარ, იუდას ბეთლემიდან, და მივდივარ, რომ ხიზნად დავდგე, სადაც ადგილს ვნახავ.“
10
და უთხრა მას მიქამ: „დარჩი ჩემთან და გამიხდი მამად და მღვდლად; წლიურად ათ ვერცხლს მოგცემ, ასევე სამოსელსა და საზრდოს.“
11
და დაყაბულდა ლევიანი დარჩენილიყო იმ კაცთან, და გახდა ყმაწვილი მისთვის, როგორც ერთი მისი ძეთაგანი.
12
და აკურთხა მიქამ ლევიანი, და გახდა ეს ყმაწვილი მისი მღვდელი და ცხოვრობდა მიქას სახლში.
13
და თქვა მიქამ: „ახლა კი ვიცი, რომ სიკეთეს მომაგებს უფალი, რადგან ლევიანი მყავს მღვდლად.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21