bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 20
Judges 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 21 →
1
და გამოვიდა ყველა ისრაელის ძე, და შეიკრიბა თემი, როგორც ერთი კაცი, დანიდან ბეერ-შებაყამდე, და გალაადის ქვეყანა, უფლის წინაშე მიცფაში.
2
და გამოცხადნენ მეთაურები მთელი ერისა, ისრაელის ყოველი ტომისა, ღვთის ერის კრებულში, 400 ათასი ქვეითი, მახვილის ამომწვდელი კაცი.
3
და შეიტყვეს ბენიამინის ძეთ, ისრაელის ძეთა ასვლა მიცფაში. და თქვეს ისრაელის ძეთ: „თქვით, როგორ მოხდა ეს ბოროტება?“
4
და მიუგო ლევიანმა კაცმა, მოკლული ქალის ქმარმა: „ბენიამინის გიბეყაში მივედი ჩემს ხარჭასთან ერთად ღამის გასათევად.
5
და აღდგნენ ჩემზე გიბეყას მკვიდრნი, და გარს შემოერტყნენ იმ სახლს ღამით და მოკვლა დამიპირეს, ხარჭა გამიუპატიურეს და მოკვდა იგი.
6
და ავიღე ჩემი ხარჭა, ასო-ასო დავჭერი იგი და ისრაელის სამკვიდრებლის ყველა მხარეში დავაგზავნე, რადგან უხამსობა ჩაიდინეს ისრაელში.
7
აჰა, თქვენ ყველამ, ისრაელის ძენო, განიხილეთ ეს საქმე და აქვე გადაწყვიტეთ!“
8
და ერთი კაცივით აღდგა მთელი ერი და თქვა: „არავინ არ წავა თავის კარავში და არავინ არ გაბრუნდება შინ.
9
და აჰა, რა უნდა ვუყოთ ახლა გიბეყას: წილისყრით უნდა გავილაშქროთ მასზე.
10
ისრაელის თითეულ ტომში ასიდან ათი კაცი შევარჩიოთ, ათასიდან – ასი, 10 ათასიდან – ათასი, ხალხისათვის საგზალი მოვატანინოთ, რომელიც, ბენიამინის გიბეყაზე წავლენ, დასაჯონ ისინი იმ უხამსობის გამო, რაც ისრაელში ჩაიდინეს!“
11
და ისრაელის ყველა კაცი შეიკრიბა ქალაქის წინააღმდეგ, ერთი კაცივით გაერთიანდნენ.
12
და გაგზავნეს ისრაელის ტომებმა კაცები ბენიამინის მთელს ტომში და შეუთვალეს: „ეს რა ბოროტება მომხდარა თქვენში?
13
და ახლა მოგვეცით ის გარყვნილი ხალხი, გიბეყაში რომ გყოლიათ, რათა დავხოცოთ და აღმოვფხვრათ ბოროტება ისრაელიდან.“ მაგრამ არ ინებეს ბენიამინის ძეთ თავიანთ მოძმეთა, ისრაელის ძეთა, ხმის გაგონება.
14
და შეიკრიბნენ გიბეყაში ბენიამინის ძენი თავ-თავიანთი ქალაქებიდან, რათა ომი გაემართათ ისრაელის ძეებთან.
15
და აღირიცხნენ ბენიამინის ძენი იმ დღეს ქალაქთაგან 26 ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი; მათ გარდა გიბეყას მკვიდრთაგან 700 რჩეული კაცი აღირიცხა.
16
მთელი ამ ხალხიდან 700 რჩეული კაცი ცაცია იყო. თითეულ მათგანს თმის ღერისთვისაც რომ ესროლა შურდულით ქვა, არ ააცდენდა.
17
და ისრაელის ძენი, ბენიამინის გარდა, 400 ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი აღირიცხა, ყველა მათგანი მებრძოლი იყო.
18
და ადგნენ ისინი და ავიდნენ ბეთელში, და დაეკითხენ ღმერთს და თქვეს ისრაელის ძეთ: „რომელი ჩვენგანი გავიდეს პირველი ბენიამინის ძეებთან საომრად?“ და უთხრა მათ უფალმა: „იუდა წაგიძღვებათ წინ!“
19
და ადგნენ ისრაელის ძენი დილით და დაიბანაკეს გიბეყასთან.
20
და გავიდნენ ისრაელის კაცები ბენიამინთან საომრად, და დადგნენ ისრაელის კაცები საბრძოლო წყობით გიბეყას მახლობლად.
21
და გამოვიდნენ ბენიამინის ძენი გიბეყადან, და დასცეს იმ დღეს 22 ათასი ისრაელის კაცი მიწაზე.
22
და მხნეობა მოიკრიბა ისრაელის ერმა, და კვლავ დადგა საბრძოლო წყობით იმ ადგილას, სადაც წინა დღეს იდგნენ.
23
და წავიდნენ ისრაელის ძენი და ტიროდნენ უფლის წინაშე საღამომდე, და ეკითხებოდნენ უფალს: „ისევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საომრად?“ და თქვა უფალმა: „გადით მათ წინააღმდეგ.“
24
და მიუახლოვდნენ ისრაელის ძენი ბენიამინის ძეებს მეორე დღეს,
25
და გამოვიდა ბენიამინი გიბეყადან მათ წინააღმდეგ მეორე დღეს, და დასცეს მიწაზე ისრაელის ძეთაგან კიდევ 18 ათასი კაცი, ყველა მახვილის ამომწვდელი.
26
და გაემართა მთელი ისრაელიანობა და მთელი ერი, და მივიდა ბეთელში, და ტიროდნენ უფლის წინაშე. დასხდნენ იმ დღეს და საღამომდე იმარხულეს; და აღავლინეს სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები უფლის წინაშე.
27
და ჰკითხეს ისრაელის ძეთ უფალს (იმ ხანებში ღვთის აღთქმის კიდობანი იქ ესვენა
28
და ფინეხასი, ძე ელეაზარისა, აარონის ძისა მის წინ მსახურობდა): „ისევ გავიდე ჩემი ძმის, ბენიამინის ძეებთან საომრად, თუ შევწყვიტოთ?“ და უთხრა მათ უფალმა: „გადი. ხვალ ხელში ჩაგაგდებინებთ მას.“
29
და ხალხი ჩაასაფრა ისრაელმა გიბეყას ირგვლივ.
30
და გაილაშქრეს ისრაელის ძეთ ბენიამინის ძეების წინააღმდეგ მესამე დღეს, და წინანდებურად საბრძოლო წყობით დადგნენ გიბეყას წინ.
31
და გამოვიდნენ ბენიამინის ძენი ერის წინააღმდეგ, შორს გასცდნენ ქალაქს და იწყეს უწინდებურად მუსრის გავლება გზებზე, რომელთაგან ერთი ბეთელისკენ მიდის, მეორე – გიბეყასაკენ, და ველზე ისრაელის ოცდაათამდე კაცი მოკლეს.
32
და თქვეს ბენიამინის ძეთ: „პირვანდელის მსგავსად ეცემიან ჩვენს წინაშე.“ ისრაელის ძეთ კი თქვეს: „გავიქცეთ და გამოვიტყუოთ ისინი ქალაქიდან გზებზე.“
33
და ადგა ისრაელის ყველა კაცი თავ-თავისი ადგილიდან და განლაგდა ბაყალ-თამარში, და ისრაელის ჩასაფრებული ხალხი გამოვიდა თავისი ადგილიდან, გებაყის დასავლეთიდან.
34
და მიადგა გიბეყას 10 ათასი რჩეული კაცი მთელი ისრაელიდან, და სასტიკი ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ბენიამინის ძეთ არ იცოდნენ, რომ უბედურება ელოდათ.
35
და განგმირა უფალმა ბენიამინი ისრაელის წინაშე, და მოსპეს ისრაელის ძეთ ბენიამინის ძეთაგან იმ დღეს 25100 კაცი, ყველა მახვილის ამომწვდელი.
36
და იხილეს ბენიამინის ძეთ, რომ დამარცხდნენ; და ადგილი უტიეს ისრაელის კაცებმა ბენიამინს, რადგან იმედი ჰქონდათ ჩასაფრებული ხალხისა, გიბეყას მახლობლად რომ ჰყავდათ ჩაყენებული.
37
და ჩასაფრებულები გაეჩქარნენ და ეკვეთნენ გიბეყას, შეიჭრნენ და მახვილის პირით მოსრეს მთელი ქალაქი.
38
ისრაელის კაცებს კი ჩასაფრებულ ხალხთან ნიშნად ჰქონდათ დათქმული, რომ ქალაქიდან კვამლის დიდ სვეტს აადენდნენ.
39
და როცა უკან დაიხიეს ისრაელის კაცებმა ბრძოლაში და იწყო ბენიამინმა მუსვრა, და დახოცა ისრაელის ოცდაათამდე კაცი და თქვა: „ისევ ეცემიან ჩვენს წინაშე, როგორც პირველი ბრძოლის დროს.“
40
მაშინ კვამლი აღიმართა ქალაქზე სვეტივით. მოიხედა ბენიამინმა უკან და აჰა, ცაში მიდის მთელი ქალაქი.
41
და გამობრუნდნენ ისრაელის კაცები, ბენიამინის კაცები კი შედრკნენ, რადგან დაინახეს, რომ თავს უბედურება დაატყდათ.
42
და გაექცნენ ისინი ისრაელის კაცებს უდაბნოს გზაზე, მაგრამ ომი მაინც წამოეწიათ. და ქალაქიდან გამოსულებმა მოსპეს ისინი თავიანთ შორის.
43
და გარს შემოერტყნენ ბენიამინს, სდიეს მას მენუხამდე, და ჟლიტეს თვით გიბეყას აღმოსავლეთამდე.
44
და დაეცა ბენიამინისაგან 18 ათასი კაცი, ყველა მამაცი ვაჟკაცი.
45
და მობრუნდნენ და უდაბნოსაკენ, რიმონის კლდისაკენ, გაქუსლეს. გზადაგზა 5 ათასი კაცი კიდევ დახოცეს; და სდიეს გიდომამდე, და მოსრეს მათგან 2 ათასი კაცი.
46
და მთლიანად იმ დღეს ბენიამინიდან 25 ათასი დაეცა, მახვილის ამომწვდელი ყველა მამაცი ვაჟკაცი.
47
და 600 კაცი მობრუნდა და გაიქცა უდაბნოსაკენ, რიმონის კლდისკენ, და იქ იყვნენ რიმონის კლდეში ოთხი თვე.
48
და ისრაელის კაცები კვლავ მიუბრუნდნენ ბენიამინის ძეთ და მოსრეს ისინი მახვილის პირით: მთელი ქალაქი და პირუტყვი, და რაც კი იქ იყო. ასევე ყველა ქალაქი, რაც მათ დაუხვდათ, ცეცხლში დაწვეს.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21