bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 12
Judges 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 13 →
1
და ამის შემდეგ შეიყარნენ ეფრემის კაცები და გადავიდნენ ცაფონში, და უთხრეს იფთახს: „რატომ წახვედი საომრად ყამონის ძეებთან და ჩვენ არ დაგვიძახე, რომ შენთან წამოვსულიყავით? სახლკარიანად გადაგბუგავთ!“
2
და უთხრა იფთახმა მათ: „მე და ჩემს ხალხს დიდი მტრობა გვქონდა ყამონის ძეებთან და მე დაგიძახეთ, მაგრამ თქვენ არ მიხსენით მათი ხელიდან.
3
და როცა დავინახე, რომ თქვენ ჩემი მხსნელები არ იყავით, საფრთხეში ჩავიგდე თავი და წავედი ყამონის ძეთა წინააღმდეგ და ხელში ჩამაგდებინა ისინი უფალმა. და რატომ გამოხვედით დღეს ჩემთან საომრად?“
4
და შეკრიბა იფთახმა ყველა მკვიდრი გალაადისა და შეება ეფრემს და მოსრეს გალაადის მკვიდრებმა ეფრემი, რადგან ამბობდნენ: „თქვენ ეფრემიდან ხართ გადმოხვეწილნი, გალაადი კი ეფრემის შორისაა და მანაშეს შორისაა.“
5
და გადაუჭრეს გალაადელებმა ეფრემს იორდანეს ფონები და, როდესაც იტყოდა ეფრემის ლტოლვილთაგანი: გაღმა გადამიშვითო, ჰკითხავდნენ: ეფრათელი ხომ არა ხარო? და თუ მიუგებდა: არაო!
6
ეტყოდნენ: აბა თქვი – „შიბოლეთ“, და თუ სწორად ვერ გამოთქვამდა და იტყოდა „სიბოლეთ!“ იჭერდნენ და კლავდნენ იორდანეს ფონებთან. და დაეცა იმ დროს ეფრემიდან 42 ათასი კაცი.
7
და განსჯიდა იფთახი ისრაელს ექვსი წელი. და მოკვდა გალაადელი იფთახი და დაიმარხა გალაადში მისსავე ქალაქში.
8
და განსჯიდა იფთახის შემდეგ ისრაელს იბცან ბეთლემელი.
9
და ჰყავდა მას 30 ძე და 30 ასული. მან გაათხოვა თავისი ასულები და 30 ქალიშვილი მოუყვანა თავის ძეებს; და შვიდ წელიწადს განსჯიდა ისრაელს.
10
და მოკვდა იბცანი და დაიმარხა ბეთლემს.
11
და მის შემდეგ ისრაელს განსჯიდა ელონ ზებულუნელი. ათ წელიწადს განსჯიდა იგი ისრაელს.
12
და მოკვდა ელონ ზებულუნელი, და დაიმარხა აიალონში, ზებულუნის ქვეყანაში.
13
და მის შემდეგ ისრაელს განსჯიდა ყაბდონი, ძე ჰილელისა, ფირყათონელი.
14
და ჰყავდა მას 40 ძე და 30 შვილიშვილი 70 სახედარზე ამხედრებულნი. და რვა წელიწადი განსჯიდა ისრაელს.
15
და მოკვდა ყაბდონი, ძე ფირყათონელი ჰილელისა, და დაიმარხა ფირყათონს, ეფრემის ქვეყანაში, ყამალეკელთა მთაზე.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21