bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 15
Judges 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 16 →
1
რამდენიმე ხნის შემდეგ წავიდა სამსონი თავისი ცოლის სანახავად ალოობის დროს და თან ერთი თიკანი წაიყვანა. და თქვა: შევალო ჩემს ცოლთან სანთიობოში, მაგრამ ქალის მამამ არ შეუშვა.
2
და უთხრა მას ქალის მამამ: „ვიფიქრე, სიძულვილით მოიძულე იგი და შენს მაყარს მივათხოვე. აჰა, მისი უმცროსი და, მასზე ლამაზია; მის ნაცვლად ეგ წაიყვანე ცოლად.“
3
და უთხრა მათ სამსონმა: „დამნაშავე ვიქნები ამიერიდან ფილისტიმელებს რომ ავი საქმეები დავმართო?“
4
წავიდა სამსონი, დაიჭირა 300 მელა, ორ-ორი კუდებით გადაასკვნა, სკვნილში თითო ჩირაღდანი ჩაატანა;
5
ცეცხლი მოუკიდა ჩირაღდნებს და გაუშვა ფილისტიმელთა ყანებში და გადაწვა ზვინები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები.
6
და იკითხეს ფილისტიმელებმა: ეს ვინ ჩაიდინაო? და უთხრეს: სამსონმა, თიმნათელის სიძემ, რადგან მისი ცოლი მიათხოვესო მის მაყარს. და ავიდნენ ფილისტიმელნი და ცეცხლში დაწვეს ის ქალი და მამამისი.
7
და უთხრა მათ სამსონმა: „რაკი ასე იქცევით, შურს ვიძიებ თქვენზე და მერე მოვისვენებ.“
8
უმსხვრია მათ წვივები და თეძოები და ჩავიდა და ყეტამის კლდის ეხს შეაფარა თავი.
9
და ავიდნენ ფილისტიმელნი და დაიბანაკეს იუდაში და დაიკავეს ლეხი.
10
და ჰკითხეს იუდას კაცებმა: რად ამოხვედითო ჩვენთან? და უთხრეს: „სამსონის შესაპყრობად ამოვედით, რათა მას ისევე მოვექცეთ, როგორც ჩვენ მოგვექცა.“
11
და მივიდა 3 ათასი კაცი იუდადან ყეტამის კლდის ეხთან და უთხრეს სამსონს: „ვითომ არ იცოდი, რომ ფილისტიმელნი ბატონობენ ჩვენზე? ეს რა გვიქენი?“ და უპასუხა მათ სამსონმა: „როგორც მე მომექცნენ, მეც ისე მოვექეცი მათ.“
12
და უთხრეს მას: „შენს შესაპყრობად ჩამოვედით, რათა გადაგცეთ ფილისტიმელებს.“ და უთხრა მათ სამსონმა: „შემომფიცეთ, რომ არ მომკლავთ.“
13
და უთხრეს მას: „არა, მხოლოდ შეგიპყრობთ და ხელთ მიგცემთ ფილისტიმელებს, მოკვლით კი არ მოგკლავთ.“ და შეკრეს იგი ორი ახალი თოკით, და წაიყვანეს იქიდან.
14
როდესაც მივიდა ის ლეხამდე, ფილისტიმელნი ღრიანცელით შემოეხვივნენ მას. და გადმოვიდა მასზე უფლის სული, და საბელები, რითაც მკლავები ჰქონდა შეკრული, სელივით დაიწვა გასცვივდა ხელებიდან.
15
სამსონმა დაინახა, რომ იქვე ვირის ყბა ეგდო, დასწვდა, აიღო და ათასი კაცი მოკლა იმით.
16
და თქვა სამსონმა: „ვირის თავყბით ვირთა დასიო, ვირის ყბით ვხოცე ათასიო.“
17
და ეს რომ თქვა, გადააგდო ვირის ყბა და უწოდა იმ ადგილს რამათ-ლეხი.
18
ძალიან მოსწყურდა და უხმო უფალს: „შენ მოიმოქმედე ეს დიდი ხსნა შენი მსახურის ხელით; და ახლა წყურვილით უნდა მოვკვდე, და წინადაუცვეთლებს ჩავუვარდე ხელში?“
19
და ღმერთმა იქვე გააჩინა ნაპრალი და გადმოხეთქა იქიდან წყალმა. დალია სამსონმა წყალი, სული მოითქვა და გამოცოცხლდა. ამისთვის ეწოდა იმ ადგილს სახელად ყენ-ჰაკორე, რომელიც დღემდეა ლეხში.
20
და სამსონი ისრაელის მსაჯული იყო ფილისტიმელთა ბატონობის დღეებში მთელი 20 წლის მანძილზე.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21