bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Judges 21
Judges 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
1
და დადეს ისრაელის კაცებმა მიცფაში ფიცი, და თქვეს: „არც ერთმა ჩვენგანმა არ მიათხოვოს თავისი ასული ბენიამინელთ.“
2
და მოვიდა ხალხი ბეთელში, საღამომდე იქ ისხდნენ ღვთის წინაშე, მაღალი ხმით მოთქვამდნენ და მწარედ ტიროდნენ,
3
და თქვეს: „უფალო, ისრაელის ღმერთო, რად მოხდა ასეთი რამ ისრაელში, რომ დღეს ერთი ტომი მოაკლდა ისრაელს?“
4
და მეორე დღეს დილაადრიან ადგა ხალხი და ააგო იქ სამსხვერპლო, და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირავები.
5
და თქვეს ისრაელის ძეთ: „ვინ არ მოვიდა კრებულში უფლის წინაშე ისრაელის ტომთაგან?“ რადგან დიდი ფიცი ჰქონდათ დადებული იმათზე, ვინც არ ავიდოდა უფლის წინაშე მიცფაში, და ნათქვამი ჰქონდათ მათზე, რომ უნდა მოეკლათ.
6
და ინანეს ისრაელის ძეთ ბენიამინის, თავიანთი ძმის, გამო და თქვეს: „მოიკვეთა დღეს ერთი ტომი ისრაელიდან.
7
როგორ მოვექცეთ დანარჩენებს ცოლების თაობაზე, ჩვენ ხომ უფალი დავიფიცეთ, რომ ჩვენს ასულებს არ მივათხოვებდით მათ?“
8
და თქვეს: „ვინმე ხომ არ დარჩა მოუსვლელი ისრაელის ტომთაგან უფლის წინაშე მიცფაში?“ და აჰა, თურმე არავინ იყო მოსული გალაადის იაბეშიდან უფლის წინაშე ბანაკში, იმ შეკრებაზე.
9
და როცა აღირიცხა ხალხი, აჰა, არავინ იყო გალაადის იაბეშის მკვიდრთაგან.
10
და გაგზავნა მათთან თემმა 12 ათასი კაცი, მამაცი ვაჟკაცები, და უბრძანა: „წადით და მახვილის პირით მოსრეთ გალაადის იაბეშის მკვიდრნი დედაწულიანად.
11
და აჰა, როგორ უნდა მოიქცეთ: მამაკაცი და მამაკაცთან ნაწოლი ყოველი ქალი მოსპეთ.“
12
და ნახეს გალაადის იაბეშის მკვიდრთ შორის 400 ქალწული ქალი, რომელთაც მამაკაცის საწოლი არ იცოდნენ, და მოიყვანეს ისინი შილოს ბანაკში, რომელიც ქანაანის ქვეყანაშია.
13
და სიტყვა შეუთვალა მთელმა თემმა; ელაპარაკნენ რიმონის კლდეში მყოფ ბენიამინის ძეთ და მშვიდობა გამოუცხადეს.
14
და დაბრუნდნენ მაშინ ბენიამინის ძენი და მისცეს მათ ქალები, რომლებიც ცოცხლად დატოვეს გალაადის იაბეშის ქალთაგან; მაგრამ ყველას არ შეხვდა.
15
და ხალხს დაენანა ბენიამინი, უფალმა ნაპრალი რომ გააჩინა ისრაელის ტომებში.
16
და თქვეს თემის უხუცესებმა: „როგორ მოვექცეთ დანარჩენებს, ცოლების თაობაზე, რადგან ქალები ამოუწყდა ბენიამინს.“
17
და თქვეს: „სამემკვიდრეო მიწები უნდა მიეცეს ბენიამინიდან გადარჩენილებს, რათა ტომი არ გაქრეს ისრაელიდან.
18
მაგრამ ჩვენს ასულებს ვერ მივათხოვებთ, რადგან ფიცი დადეს ისრაელის ძეთ და თქვეს: წყეულიმც იყოს ვინც ქალი მისცესო ბენიამინელთ.“
19
და თქვეს: „აჰა, ყოველ წელიწადს საუფლო დღესასწაული იმართება შილოში, რომელიც ბეთელის ჩრდილოეთით არის, იმ გზის აღმოსავლეთით, რომელიც ბეთელიდან შექემისაკენ მიემართება და ლებონას სამხრეთით მდებარეობს.“
20
და უბრძანეს ბენიამინის ძეთ: „წადით და ჩასაფრდით ვენახებში.
21
თვალი გეჭიროთ და აჰა, შილოელი ასულები საფერხულოდ გამოვლენ, მაშინ გამოდით ვენახებიდან და თითოეულმა გაიტაცეთ საცოლე შილოელ ასულთაგან, და წადით ბენიამინის ქვეყანაში.
22
და როცა მათი მამები ან ძმები საჩივლელად მოვლენ ჩვენთან, ჩვენ ვეტყვით: ‘მიუტევეთ, რადგან ძალით წაიყვანეს ქალები, როგორც ომის დროს ხდება ხოლმე. ნებით რომ მოგეცათ, დამნაშავენი თქვენ იქნებოდით.’“
23
და ბენიამინის ძენიც ასე მოიქცნენ: მოიყვანეს ცოლები თავიანთი რიცხვის მიხედვით, რომელნიც მეფერხულეთაგან გაიტაცეს, მერე წავიდნენ და დაბრუნდნენ თავიანთ სამკვიდრებელში და ააშენეს ქალაქები, და იქ ცხოვრობდნენ.
24
და წავიდ-წამოვიდნენ იქიდან ისრაელის ძენი; და დაბრუნდა თითოეული თავის ტომში და თავის საგვარეულოში. და გავიდა იქიდან თითოეული თავის სამკვიდრებელში.
25
იმ ხანად მეფე არ ჰყავდა ისრაელს; ვისაც როგორ უნდოდა, ისე იქცეოდა.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21