bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 10
1 Chronicles 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 11 →
1
და შეებრძოლნენ ფილისტიმელები ისრაელს და გაექცნენ ისრაელიანები ფილისტიმელებს. და გილბოაყის მთაზე დაეცნენ ძლეულნი,
2
და მიეწივნენ ფილისტიმელები საულს და მის ვაჟებს და დახოცეს იონათანი, აბინადაბი და მალქი-შუაყი – საულის ძენი.
3
და გაუძნელდა ბრძოლა საულს. ნიშანში ამოიღეს იგი მშვილდოსნებმა და მძიმედ დაჭრეს.
4
და უთხრა საულმა თავის საჭურველთმტვირველს: „იშიშვლე მახვილი და გამიყარე, რომ არ მოვიდნენ ის წინადაუცვეთელნი და არ შეურაცხმყონ.“ და ვერ გაბედა საჭურველთმტვირთველმა, რადგან ძალიან ეშინოდა. მაშინ საულმა აიღო თავისი მახვილი და ზედ დაეგო.
5
როცა დაინახა საჭურველთმტვირთველმა რომ მოკვდა საული, ისიც ზედ დაეგო მახვილს და მოკვდა.
6
და ერთად დაიხოცნენ საული, მისი სამი ვაჟი და მთელი მისი სახლეული.
7
როცა ველზე მყოფმა ისრაელიანებმა დაინახეს, რომ უკუიქცნენ ისრაელიანები და, რომ დაიხოცნენ საული და მისი ძენი, დააგდეს თავიანთი ქალაქები და გადაიხვეწნენ. და მოვიდნენ ფილისტიმელები და ჩასახლდნენ იქ.
8
მეორე დღეს მოვიდნენ ფილისტიმელები დახოცილთა გასაძარცვავად და, როცა ნახეს გილბოაყის მთაზე დაცემული საული და მისი ძენი,
9
გაძარცვეს იგი, აიღეს მისი თავი და საჭურველი და მოატარეს ფილისტიმელთა ქვეყნის ირგვლივ, რათა ეხარებინათ თავიანთი კერპებისა და ხალხისათვის.
10
მისი საჭურველი თავიანთი ღმერთის ტაძარში დააწყვეს, ხოლო მისი თავის ქალა დაგონის სახლზე მიაჭედეს.
11
როცა გაიგეს გალაადის იაბეშელებმა, როგორ მოექცნენ ფილისტიმელნი საულს,
12
ადგა ყველა, ვინც ვაჟკაცი იყო, და წამოიღეს საულისა და მისი ძეების გვამები და მიიტანეს იაბეშში, და დამარხეს მათი ძვლები იაბეშში, მუხის ქვეშ. შემდეგ კი შვიდი დღის მანძილზე მარხულობდნენ.
13
ასე მოკვდა საული თავისი ორგულობის გამო, რომლითაც ღალატობდა უფალს და უფლის სიტყვას არ იცავდა და საკითხავად მესულთანეს მიმართავდა.
14
უფალს არ ეკითხებოდა. ამიტომ მოკლა იგი უფალმა და მისი სამეფო დავითს, იესეს ძეს, მისცა.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29