bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 19
1 Chronicles 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 20 →
1
ამის შემდეგ იყო, რომ მოკვდა ყამონიანთა მეფე, ნახაში, ყამონის ძე, და მის ნაცვლად გამეფდა მისი ძე.
2
და თქვა დავითმა: „წყალობას ვუზამ ხანუნს, ნახაშის ძეს, როგორც მამამისი მწყალობდა.“ და გაგზავნა დავითმა მოციქულები სანუგეშებლად მამის გამო; და მივიდნენ დავითის მსახურნი ყამონიანთა ქვეყანაში, ხანუნთან, სამძიმარზე.
3
და უთხრეს ყამონიანთა მთავრებმა ხანუნს: „გგონია მამაშენის პატივისცემის გამო გიგზავნის დავითი სამძიმარზე? იქნებ იმისათვის გამოგზავნა მან თავისი მსახურნი, რომ დაზვეროს ქვეყანა, მიათვალ-მოათვალიეროს და მერე დააქციოს?“
4
და შეიპყრო ხანუნმა დავითის მსახურნი, წვერები დაპარსა, წელამდე სანახევროდ შემოაჭრა სამოსელი და გაისტუმრა.
5
და წავიდნენ ისინი. და შეატყობინეს დავითს ამ კაცების ამბავი, და გაგზავნა მან ხალხი მათ შესაგებებლად, რადგან ძალზე შეურაცხყოფილნი იყვნენ ისინი. და შეუთვალა მათ მეფემ: „იერიხოში დარჩით, ვიდრე წვერი მოგეზრდებოდეთ და მერე დაბრუნდით.“
6
და დაინახეს ყამონიანთ, რომ თავი შეაძულეს დავითს, და გააგზავნეს ხანუნმა და ყამონიანთ ათასი ტალანტი ვერცხლი ეტლებისა და მხედრების დასაქირავებლად შუამდინარეთიდან, მაყაქას არამიდან და ცობადან.
7
და იქირავეს 32 ათასი ეტლი და მეფე მაყაქა თავისი ხალხით, რომლებიც მივიდნენ და მედებას წინ დაბანაკდნენ. და შეიკრიბნენ ყამონიანები თავიანთი ქალაქებიდან და საომრად გამოემართნენ.
8
და შეიტყო ეს დავითმა და გაგზავნა იოაბი უმამაცესთა მთელი ლაშქრითურთ.
9
და გამოვიდნენ ყამონიანები და გაეწყვნენ საომრად ქალაქის კარიბჭესთან. ხოლო ის მეფენი, რომელნიც მოვიდნენ, ცალ-ცალკე დადგნენ ველად.
10
როცა იოაბმა დაინახა, რომ მტერი წინიდან და ზურგიდან იყო მისკენ მიმართული, გამოარჩია ისრაელიანთა შორის ურჩეულესნი და დააწყო არამელთა წინააღმდეგ.
11
დანარჩენი ხალხი კი თავის ძმას, აბიშაის ჩააბარა, რათა ისინი ყამონიანთა წინააღმდეგ გაწყობილიყვნენ.
12
და თქვა: „თუ არამელები მე მძლევენ, შენ მომეშველები, ხოლო თუ ყამონელები შენ გძლევენ, მე მოვალ შენს მოსაშველებლად.
13
გამაგრდი და მტკიცედ იდექი ჩვენი ხალხისათვის და ჩვენი უფლის, ჩვენი ღმერთის ქალაქებისათვის. და უფალმა ქნას, რასაც ინებებს.“
14
და გავიდნენ იოაბი და მისი ხალხი არამელებთან საომრად და უკუიქცნენ არამელები.
15
როცა ყამონიანთ დაინახეს, რომ არამელები გარბოდნენ, თავადაც გაექცნენ აბიშაის და ქალაქში შეიკეტნენ. ხოლო იოაბი იერუსალიმში დაბრუნდა.
16
და დაინახეს არამელებმა, რომ მარცხდებიან ისრაელთან და კაცები გაუგზავნეს მდინარისგაღმელ არამელებს და გადმოიყვანეს. მათ წინამძღოლობდა ჰადადყეზერის მხედართმთავარი შოფახი.
17
და შეატყობინეს ეს დავითს და მანაც შეყარა მთელი ისრაელი. გადალახა იორდანე, და მივიდა მათთან და გაეწყო მათ წინააღმდეგ. ბრძოლა გაუმართა დავითმა არამელებს და ისინიც შეებნენ მას.
18
და გაექცნენ არამელები ისრაელს. და დაუხოცა დავითმა არამელებს 7 ათასი ეტლოსანი და 40 ათასი ქვეითი. და მათი მხედართმთავარი შოფახიც მოკლულ იქნა.
19
როცა ჰადადყეზერის მსახურებმა დაინახეს, რომ მარცხდებოდნენ ისრაელთან, დაეზავნენ დავითს და დაემორჩილნენ. არამელებმა ვეღარ გაბედეს ყამონიანთა დახმარება.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29