bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 23
1 Chronicles 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 24 →
1
მოხუცდა დავითი და გაძღა წლებით, და თავისი ძე, სოლომონი, დასვა ისრაელის მეფედ.
2
და შეკრიბა ისრაელის მთავრები, მღვდლები და ლევიანები.
3
და აღრიცხეს ლევიანები 30 წელს გადაცილებული ლევიანები. და გამოვიდა სულ 38 ათასი კაცი.
4
აქედან 24 ათასი უფლის ტაძრის საქმეს უძღვებოდა, 6 ათასი კი მოხელეები და მსაჯულები იყვნენ.
5
კარისმცველი 4 ათასი იყო, 4 ათასი კი უფალს ადიდებდა იმ საკრავებით, რომლებიც დავითმა გააკეთა.
6
და დაყო დავითმა ისინი ლევის, გერშონის, კოჰათის და მერარის ძეთა დასებად.
7
გერშონელთაგან იყვნენ: ლაყდანი და შიმეყი;
8
ლაყდანის ძენი: უფროსი იეხიელი, ზეთამი და იოელი – სამნი.
9
შიმეყის ძენი: შელომითი, ხაზიელი და ჰარანი – სამნი. ესენი არიან ლაყდანის მამისსახლთა თავკაცები.
10
შიმეყის ძენი: იახათი, ზინა, იეყუში და ბერიყა. ესენი არიან შიმეყის ძენი – ოთხნი.
11
იახათი უფროსი იყო, ზიზა – მომდევნო; იეყუშსა და ბერიყას ძალიან ცოტა შვილები ჰყავდათ, ამიტომ აღრიცხვისას ერთ მამისსახლს შეადგენდნენ.
12
კოჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი – ოთხნი.
13
ყამრამის ძენი: აარონი და მოსე. აარონი იმისთვის გამოირჩა, რომ წმიდათა წმიდისთვის ეკურთხებინათ იგი და მისი ძენი სამარადისოდ, რათა მათ ეკმიათ უფლის წინაშე, რათა სამსახური გაეწიათ მისთვის და მისი სახელით უკუნისამდე ეკურთხებინათ.
14
მოსე ღვთისკაცი იყო და მისი ძენი ლევიანთა ტომს მიათვალეს.
15
მოსეს ძენი: გერშომი, ელიყეზერი.
16
გერშომის ძე: შებუელი – უფროსი.
17
ელიყეზერის ძე: რეხაბია – უფროსი. ელიეზერს მეტი შვილი არც ჰყოლია, რეხაბიას ძენი კი ძალიან გამრავლდნენ.
18
იცჰარის ძე: შელომითი – უფროსი.
19
ხებრონის ძენი: იერია – უფროსი, ამარია – მეორე, იახაზიელი – მესამე, იეკამეყამი – მეოთხე,
20
ყუზიელის ძენი: მიქა – უფროსი, იშია – მეორე.
21
მერარის ძენი: მახლი და მუში; მახლის ძენი: ელეაზარი და კიში.
22
ელეაზარი ისე მოკვდა, რომ ვაჟი არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები დარჩა. ისინი კიშის ძეებმა – ბიძაშვილებმა – შეირთეს.
23
მუშის ძენი: მახლი, ყედერი და იერემოთი – სამნი.
24
აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის ტაძრის სამსახურს უძღვებოდნენ, 20 წელს გადაცილებულნი.
25
რადგან თქვა დავითმა: „უფალმა ღმერთმა მისცა მშვიდობა ისრაელს, თავის ერს, და იერუსალიმში დამკვიდრდა იგი უკუნისამდე.
26
და აღარც ლევიანებს დასჭირდებათ სამსახურის გასაწევად სავანისა და მისი ჭურჭლის ტარება.“
27
დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს 20 წელს გადაცილებული ლევიანები,
28
რათა ისინი მდგარიყვნენ აარონის ძეთა გვერდით, ემსახურათ უფლის სახლში, ეზოებში და ოთახებში, სუფთად შეენახათ ყოველი სიწმიდე და აღესრულებინათ ღვთის სახლის სამსახური.
29
და ეზრუნათ საწინაშეო პურზე, ძღვენზე, უფუარ კვერებზე, ტაფებზე და შესაწვავზე, ყველაფრის ზომა-წონაზე,
30
დილა-საღამოობით უფლის ქება-დიდებაზე,
31
და ყველა სრულადდასაწველზე უფლისათვის შაბათობით, ახალმთვარობების დღესასწაულების განსაზღვრულ რიცხვებში, როგორც მათთვისაა დაწესებული, უფლის წინაშე მარად აღსასრულებლად,
32
რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდრის შესახებ და დადგენილება აარონის ძეთა – მათი ძმების – შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29