bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 16
1 Chronicles 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 17 →
1
მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს მოწყობილი; და სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.
2
დაამთავრა დავითმა სრულადდასაწველის და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა და უფლის სახელით დალოცა ერი
3
და ჩამოურიგა ისრაელის მთელ კრებულს, კაცსა და ქალს, თითო პურის კვერი, თითო ხორცის ნაჭერი და თითო კვერი ჩამიჩისა.
4
და დააყენა დავითმა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა.
5
ასაფი, მათი მეთაური იყო; ასაფის შემდეგ მეორე იყო ზაქარია. იეყიელი, შემირამოთი, იეხიელი, მათითია, ელიაბი, ბენაია, ყობედ-ედომი და იეყიელი – ბობღნებსა და ქნარებზე უკრავდნენ, ხოლო თვითონ ასაფი წინწილების დამკვრელი იყო.
6
მღვდლებს: ბენაიასა და იახაზიელს კი საყვირები შეუჩერებლივ უნდა ეყვირებინათ ღვთის აღთქმის კიდობნის წინაშე.
7
იმ დღეს პირველად ბრძანა დავითმა, რომ ასაფსა და მის ძმებს ქება ეძღვნათ უფლისათვის;
8
ადიდეთ უფალი, მოუხმეთ მის სახელს, აუწყეთ ხალხებს საქმენი მისნი.
9
უმღერეთ მას, უგალობეთ მას, ილაპარაკეთ ყველა მის სასწაულზე.
10
დაიკვეხეთ მისი წმიდა სახელით, გამხიარულდეს გული უფლის მეძიებელთა.
11
ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი; ეძიეთ პირი მისი მარადის.
12
გაიხსენეთ მისი ნამოქმედარი სასწაულები, საოცრებანი და მისი ბაგის სამართალნი.
13
შთამომავალნო ისრაელისა, მისი მსახურისა, ძენო იაკობისა, რჩეულნო მისნო.
14
ის არის უფალი, ღმერთი ჩვენი, მთელ ქვეყნიერებაზეა სამართალნი მისნი.
15
ახსოვს საუკუნოდ აღთქმა თვისი, სიტყვა, რომელიც ბრძანა ათასი თაობისთვის,
16
რომელიც დაუდო აბრაამს, და თავისი ფიცი – ისააკთან.
17
და დაუდგინა იაკობს იგი წესად და ისრაელს – საუკუნო აღთქმად.
18
უთხრა: „შენ მოგცემ ქანაანის ქვეყანას წილად თქვენი მემკვიდრეობისა.“
19
როცა ისინი, თითზე ჩამოსათვლელნი, ცოტანი და იქ შეხიზნულნი,
20
იარებოდნენ ერთი ხალხიდან მეორესთან, სამეფოდან – სხვა ერთან,
21
უფალი არავის ანებებდა მათს დაჩაგვრას და მიუთითა მათზე მეფეებს:
22
„არ შეეხოთ ჩემს ცხებულებს და ჩემს წინასწარმეტყველებს არ უბოროტოთ.“
23
უგალობე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ! ამახარობლეთ დღითი დღე ხსნა მისმიერი.
24
მოუთხრეთ ხალხებს მისი ღირსება, ყოველ ერს – მისი სასწაულები.
25
რადგან დიდია უფალი და ღირსსაქებარი მეტად, ყველა ღმერთზე საშიშია ის.
26
რადგან ხალხთა ყველა ღმერთი კერპებია, ხოლო უფალმა ცანი შექმნა.
27
მშვენიერება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა – მის ტაძარში.
28
შესწირეთ უფალს, ტომებო ხალხთა, შესწირეთ უფალს ქება და დიდება.
29
შესწირეთ უფალს ქება მისი სახელისა. წაუღეთ ძღვენი და მიდით მის ეზოებში.
30
ათრთოლდი მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ! მტკიცეა სამყარო, არ შეირყევა.
31
გამხიარულდებიან ცანი და მოილხენს ქვეყანა. უთხარით ხალხებს: „უფალი მეფობს!“
32
იხმაურებს ზღვა და სავსება მისი, გაიხარებს ველი და ყოველი, რაც მასზეა,
33
მაშინ იზეიმებენ ყოველნი ხენი ტევრისანი უფლის წინაშე, რადგან მოვა ის ქვეყნიერების განსასჯელად.
34
აქეთ უფალი, რადგან კეთილია იგი. რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
35
და თქვით: „გვიხსენი, ჩვენი ხსნის ღმერთო, შეგვკრიბე და დაგვიცავ ხალხებისგან, რათა ვადიდოთ შენი წმიდა სახელი, დავიქადნო შენი ქება-დიდებით.
36
კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე!“ და მიუგო ერმა: „ამინ! დიდება უფალს!“
37
და დატოვა დავითმა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე ასაფი და მისი ძმები, რათა კიდობნის წინაშე სამსახური გაეწიათ მუდმივად, ყოველდღიურად,
38
და ყობედ-ედომი და მისი ძმები, 68 კაცი, და ყობედ-ედომი, იედუთუნის ძე და ხოსა – კარისმცველებად,
39
მღვდელი ცადოკი და მისი მღვდელმსახური ძმები უფლის სავანის წინ, გიბეონში რომ ბორცვია, იქ დააყენა,
40
რომ მუდამ, დილა-საღამოობით, სრულადდასაწველი აღევლინათ უფლისათვის სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე, და რომ ყოველივე შეესრულებინათ, რაც უფლის რჯულში სწერია და რაც მან დაუწესა ისრაელს.
41
მათთან იყვნენ: ჰემანი, იედუთუნი და სხვა რჩეულნი, რომელნიც სახელებით იყვნენ დადგენილნი, რათა ექოთ უფლის სახელი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
42
მათთან ერთად ჰემანი და იედუთუნი საყვირებით, წინწილებითა და საკრავებით ღვთის მგალობლებად იყვნენ დადგენილნი, იედუთუნის ძენი კი – კარიბჭესთან.
43
ყველანი თავ-თავიანთ სახლებში წავიდ-წამოვიდნენ. და დავითიც თავისი სახლის დასალოცად გაბრუნდა.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29