bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 29
1 Chronicles 29
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
1
და უთხრა დავით მეფემ მთელ კრებულს: „სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც ღმერთმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი, ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფალი ღმერთისთვის.
2
რაც შემეძლო, ყველაფერი მოვამზადე უფლის ტაძრისთვის: ოქრო – ოქროს ნივთებისათვის, ვერცხლი – ვერცხლის ნივთებისათვის, ბრინჯაო – ბრინჯაოს ნივთებისათვის, რკინა რკინეულისათვის, ძელი ძელეულისათვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერად-ფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები და უამრავი მარმარილოს ლოდები.
3
ამასთან ერთად, ჩემი უფლის ტაძრის სიყვარულის გამო მაქვს საკუთარი ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს ვწირავ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა სახლისთვის მაქვს მომზადებული:
4
3 ათასი ტალანტი ოქრო, ოფირის ოქრო, 7 ათასი ტალანტი გამოხურვებული ვერცხლი, სახლის კედლების მოსაპირკეთებლად,
5
ოქროს ნივთებისათვის, ვერცხლის ნაკეთობებისათვის და ყველა საოქრომჭედლო საქმისთვის. კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით?“
6
და გაიღეს შესაწირავი მამისსახლთა მთავრებმა, ისრაელის შტოთა მთავრებმა, ათასისთავებმა და მეფის მოურავებმა.
7
და გამოიღეს უფლის ტაძრის სამსახურისთვის 5 ათასი ტალანტი ოქრო, 10 ათასი დრამა ოქრო, 10 ათასი ტალანტი ვერცხლი, 18 ათასი ტალანტი ბრინჯაო, 100 ათასი ტალანტი რკინა.
8
ვისაც კი ძვირფასი ქვები აღმოაჩნდა, უფლის ტაძრის საგანძურისთვის ჩააბარეს იეხიელ გერშონელს.
9
ხალხი ხარობდა შესაწირავის გამო, რადგან მთელი გულით სწირავდნენ უფალს, ასევე მეფე დავითიც დიდი სიხარულით ხარობდა.
10
და აკურთხა დავითმა უფალი, მთელი კრებულის თვალწინ და თქვა დავითმა: „კურთხეულ ხარ, უფალო, ღმერთო ისრაელისა და ჩვენი მამების, უკუნითი უკუნისამდე!
11
შენია, უფალო, დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცასა და მიწაზე! შენია, უფალო, მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ მთავრად!
12
სიმდიდრე და დიდება შენგან მოდის, შენ განაგებ ყოველივეს, შენს ხელშია ძალა და ძლიერება, შენს ხელთაა ყოველივეს განდიდება და განმტკიცება.
13
აწ გაქებთ, ღმერთო ჩვენო, და ვადიდებთ შენს დიდებულ სახელს.
14
ვინა ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით? მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ.
15
ვინაიდან მწირნი და ხიზანნი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამების მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღენი ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო.
16
უფალო, ღმერთო ჩვენო! მთელი ეს სიმრავლე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი.
17
ღმერთო ჩემო, ვიცი, რომ გულთამხილავი და სიმართლისმოყვარე ხარ. ეს ყველაფერი ჩემი წრფელი გულით შემოგწირე. ახლა კი გახარებულს ვხედავ აქ მყოფ შენს ხალხს, რომელიც შესაწირავს გიძღვნის.
18
უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისააკისა და ისრაელისა – ჩვენს მამათა – სამარადისოდ დაიცავი ეს შენი ხალხის გულის ფიქრები და ზრახვანი და შენსკენ წარმართე მათი გულები.
19
და სოლომონს, ჩემს ძეს, მიეცი მრთელი გული, რომ დაიცვას შენი მცნებები, შენი წესები და კანონები, რათა ყველაფერი გააკეთოს იმ შენობის ასაგებად, რომლისთვისაც მე დავიჭირე თადარიგი.“
20
და უთხრა დავითმა მთელ კრებულს: „აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი!“ და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავის მამათა ღმერთი. და დაეცნენ და თაყვანი სცეს უფალსა და მეფეს.
21
მეორე დღეს შესწირეს უფალს მსხვერპლები, და სრულადდასაწველი აღუვლინეს: ათასი მოზვერი, ათასი ვერძი, ათასი კრავი, თავისი საღვრელით, და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისათვის.
22
იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონი გაამეფეს – დავითის ძე. უფლის წინაშე იგი წინამძღოლად სცხეს, ხოლო ცადოკი – მღვდლად.
23
და დაჯდა სოლომონი საუფლო ტახტზე მეფედ დავითის, მამამისის, ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა მას.
24
ყველა მთავარი, მოყმე და მეფე დავითის ყველა ძე დაემორჩილა სოლომონ მეფეს.
25
და დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური დიდება უბოძა, ისრაელის არც ერთ წინამორბედ მეფეს რომ არ ჰქონია.
26
და დავითი, იესეს ძე, მეფობდა მთელ ისრაელზე.
27
და ორმოც წელიწადს იმეფა მან ისრაელზე, აქედან შვიდი წელიწადი ხებრონში იმეფა, 33 – იერუსალიმში.
28
და მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. და მის ნაცვლად სოლომონი, მისი ძე, გამეფდა.
29
დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მხილველის, ნათან წინასწარმეტყველის და გადი მხილველის სიტყვებშია აღწერილი.
30
მთელს მის მეფობასთან, მის სიქველესთან და იმ ამბებთან ერთად, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყანათა სამეფოებს გადახდა.
← Chapter 28
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29