bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 22
1 Chronicles 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 23 →
1
და თქვა დავითმა: „აჰა, უფალი ღმერთის სახლი და აჰა, სამსხვერპლო ისრაელის სრულადდასაწველისთვის.“
2
და ბრძანება გასცა დავითმა, რომ თავი მოეყარათ ხიზნებისათვის, რომლებიც ისრაელის ქვეყნად იყვნენ, და განაწესა ისინი ქვისმთლელებად, რომ ღვთის სახლის ასაშენებლად ქვა დაეთალათ.
3
დიდძალი რკინა გაიღო დავითმა კარიბჭის ლურსმნებისა და კაუჭების დასამზადებლად, დახარჯულ ბრინჯაოს ხომ წონა არა ჰქონდა.
4
არც კედარის მორებსა ჰქონდა თვლა, რადგან ციდონელები და ცორელები უზიდავდნენ დავითს.
5
და თქვა დავითმა: „ჩემი ძე სოლომონი ყმაწვილია და სუსტი, უფლისთვის ასაშენებელი სახლი კი ყველაზე დიდებული, სახელგანთქმული და მშვენიერი უნდა იყოს მთელ ქვეყანაზე. ამიტომ ყველაფერს მოვამზადებ მისთვის.“ და ბევრი მარაგი გაამზადა დავითმა სიცოცხლეში.
6
და დაუძახა სოლომონს, თავის ძეს, და უფლისთვის, ისრაელის ღმერთისთვის სახლის აგება უანდერძა.
7
და უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: „შვილო, გულით მეწადა უფალი ღმერთის სახელისათვის სახლი ამეგო.
8
მაგრამ უფლის სიტყვა იყო ჩემდამი ნათქვამი: ‘ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი და დიდი ომები გადაგიხდია, ამიტომ შენ არ ააშენებ ჩემს სახელზე სახლს, რადგან ბევრი სისხლი დაღვარე ქვეყნად ჩემს წინაშე.
9
აჰა, ძე შეგეძინება და მშვიდი კაცი იქნება. ყველა მტრისაგან მოვასვენებ მას, ამიტომაც სოლომონი იქნება მისი სახელი და მის დღეებში მშვიდობას მივცემ ისრაელს.
10
ის ააშენებს სახლს ჩემს სახელზე, ის იქნება ჩემთვის ძე და მე ვიქნები მისთვის მამა, და განვამტკიცებ მის სამეფო ტახტს ისრაელში უკუნისამდე.’
11
ახლა კი, შვილო ჩემო, უფალი იყოს შენთან, რათა ხელი მოგემართოს და უფლის, შენი ღმერთის სახლი ააშენო, როგორც თქვა უფალმა შენზე.
12
უფალმა მოგცეს აზრი და გონიერება, და დაგაყენოს ისრაელზე, რათა დაიცვა შენი უფალი ღმერთის რჯული.
13
მაშინ იქნები წარმატებული, თუ იმ წესებსა და კანონებს დაიცავ, რომელნიც მოსეს უბრძანა უფალმა ისრაელისათვის. მტკიცედ დეგ და გამაგრდი, ნუ შეშინდები და გული არ გაიტეხო.
14
აჰა, ჩემი რუდუნებით უფლის ტაძრისათვის გავამზადე 100 ათასი ტალანტი ოქრო, მილიონი ტალანტი ვერცხლი, ბრინჯაოსა და რკინას წონა არა აქვს, რადგან უამრავია. ხე-ტყე და ქვაც გავამზადე, მაგრამ შენც შეგიძლია მიუმატო.
15
ბევრი ხელოსანი მყავს: ტყისმჭრელები, ქვისმთლელები, ხუროები და ყველანაირი ხელობის ოსტატები.
16
ოქროს, ვერცხლს, ბრინჯაოს თვლა არა აქვს. ახლა ადექი და საქმეს შეუდექი და უფალი შენთან იქნება.“
17
და ბრძანა დავითმა, რომ ისრაელის ყველა მთავარი მიხმარებოდა მის ძეს, სოლომონს:
18
„განა თქვენთან არ არის უფალი, ჩვენი ღმერთი? განა მან არ მოგცათ ირგვლივ მშვიდობა? მან ჩემს ხელში ჩაყარა ამ ქვეყნის მკვიდრნი, და დამორჩილდა ეს ქვეყანა უფლისა და მისი ერის წინაშე.
19
ახლა კი გაუხსენით თქვენი გული და სული უფალს, თქვენს ღმერთს. ადექით და დაიწყეთ უფლის, ღვთის საწმიდრის შენება, რათა უფლის აღთქმის კიდობანი და ღვთის ჭურჭლეული უფლის სახელზე აგებულ სახლში გადაასვენოთ.“
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29