bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 12
1 Chronicles 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 13 →
1
აჰა, ისინი, ციკლაგში რომ მივიდნენ დავითთან, როცა ის ჯერ კიდევ ემალებოდა საულს, კიშის ძეს. ისინი იმ მოყმეთა შორის იყვნენ, რომლებიც დავითს შეეწეოდნენ ბრძოლაში.
2
მშვილდ-ისრით შეიარაღებულნი, ორივე ხელით ქვისა და ისრის მტყორცნელნი, საულის მოძმე ტომელნი – ბენიამინელნი:
3
პირველი ახიყეზერი და იოაში – შემაყა გიბეყათელის ძენი, იეზიელი და ფელეტი – ყაზმავეთის ძენი, ბერაქა და იეჰუ – ყანათოთელნი,
4
იშმაყია გიბეონელი – ერთ-ერთი მოყმე ოცდაათში და ოცდაათის მეთაური, იერემია, იახაზიელი, იოხანანი, იოზაბად გედერელი,
5
ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარია, შეფატია ხარუფელი,
6
ელკანა, იშია, ყაზარელი, იოყეზერი, იაშობეყამი – კორახელნი;
7
იოყელა და ზებადია, იეროხამ გედორელის ძენი.
8
გადელებს ჩამოშორდნენ და დავითთან მივიდნენ უდაბნოს საფარში მამაცი მოყმენი, საომრად გაწვრთნილი ვაჟკაცები, ფარ-შუბით შეიარაღებულნი, სახით ლომის მსგავსნი და მთის არჩვივით სწრაფნი.
9
მეთაური – ყეზერი, მეორე – ყობადია, მესამე – ელიაბი,
10
მეოთხე – მიშმანა, მეხუთე – იერემია,
11
მეექვსე – ყათაი, მეშვიდე – ელიელი,
12
მერვე – იოხანანი, მეცხრე – ელზაბადი,
13
მეათე – იერემია, მეთერთმეტე – მაქბანაი.
14
ესენი იყვნენ გადიანები, მხედართმთავრები; ყველაზე ნაკლები ასსა უფროსობდა, ყველაზე დიდი – ათასს.
15
მათ პირველ თვეში გადალახეს იორდანე, როდესაც ადიდებული მდინარე ნაპირებიდან გადმოდის ხოლმე. მათ აღმოსავლეთით და დასავლეთით განდევნეს ამ ველების მკვიდრნი.
16
ბენიამინისა და იუდას ძეთაგანაც მივიდნენ დავითთან საფარში.
17
და გამოეგება მათ დავითი, და გამოელაპარაკა და უთხრა: „თუ სამშვიდობოდ და დამხმარედ მოხვედით ჩემთან, გიერთგულებთ. თუ იმისთვის მოხვდით, რომ ჩემი მტრის ხელს მზაკვრულად მიმცეთ, აჰა, ჩემი ხელი სუფთაა, დაე, ჩვენი მამების ღმერთმა იხილოს ეს და განსაჯოს.“
18
მაშინ სულმა მოიცვა ყამასაი, ოცდაათის მეთაური, და თქვა: „მშვიდობა შენდა, დავით, იესეს ძეო! მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს დამხმარეთ, რადგან ღმერთია შენი შემწე!“ და მიიღო ისინი დავითმა და რაზმის მეთაურობა ჩააბარა.
19
მანაშიანებიც მიემხრენ დავითს, როდესაც იგი ფილისტიმელებით მიდიოდა საულთან საომრად, მაგრამ არ მიხმარებიან ისინი, რადგან ფილისტიმელთა მთავრები შეითქვნენ და უკან გამოაბრუნეს დავითი, ასე თქვეს: ჩვენდა საზიანოდ საულს, თავის ბატონს, მიემხრობაო.
20
როცა ციკლაგს მივიდა, მანაშეანებიც შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ, ცილთაი – მანაშელთა ათასისთავები.
21
ისინი ეხმარებოდნენ დავითს ურდოების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ყველანი მამაცი მოყმენი და მხედართმთავრები იყვნენ.
22
ყოველდღიურად მიედინებოდნენ დავითთან, ვიდრე მისი ლაშქარი ღვთის მხედრობასავით გაიზრდებოდა.
23
აჰა, რიცხვი იმ საომრად შეჭურვილი მეთაურებისა, რომელნიც დავითთან ხებრონში მივიდნენ, რათა უფლის სიტყვისამებრ საულის სამეფო გადაეცათ მისთვის.
24
იუდას ძენი, ფარ-შუბის მტვირთველნი, 6800 იყო საომრად.
25
სიმეონის ძეთაგან 7100 მამაცი მოყმე იყო.
26
ლევის ძეთაგან – 4600.
27
ხოლო იეჰოიადაყს, აარონელთა წინამძღოლს, თან 3 700 ახლდა.
28
ცადოკს, მამაც ყმაწვილს, და მის მამისსახლს 22 მეთაური ჰყავდა.
29
საულის ძმები, ბენიამინის ძეთაგან, 3 ათასნი იყვნენ. მათგან დიდი წილი საულის სახლში დარჩა.
30
ეფრემის ძენი 20800 იყო – მამაცი მოყმენი და თავიანთ მამისსახლთა სახელოვანი ვაჟკაცები.
31
მანაშეს ნახევარტომიდან 18000 იყო, რომელნიც სახელებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ.
32
ისაქარის ძეთაგან 200 მეთაური იყო. რომელთაც იცოდნენ დრო-ჟამთა გულისხმისყოფა და უწყოდნენ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელიანთ. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით მოქმედებდა.
33
ზებულუნის ტომიდან გამოდიოდა და საომრად იყო დარაზმული ყოველგვარი საბრძოლო აღჭურვილობით 50 ათასი კაცი, რათა ერთსულოვნად დახმარებოდნენ დავითს.
34
ნაფთალის ტომიდან ათასი მთავარი იყო, 37 ათასი ფარ-შუბოსნის თანხლებით.
35
დანის ტომიდან იყო 28600 საომრად დარაზმული.
36
აშერიდან საომრად 40 ათასი საომრად დარაზმული გიმოდიოდა.
37
იორდანეს გაღმა მხრიდან გამოდიოდნენ: რეუბენიანთაგანნი, გადელნი, მანაშეს ნახევარტომელნი, ყველანაირი საბრძოლო საჭურველით, სულ 120 ათასი.
38
ყველა ეს მებრძოლი ვაჟკაცი მწყობრად დარაზმული, წრფელი გულით მოვიდა ხებრონში დავითის გასამეფებლად მთელს ისრაელზე. ასევე მთელი დანარჩენი ისრაელი ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად.
39
სამ დღეს დარჩნენ ისინი იქ, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან მათ ძმებს ყველაფერი მოემზადებინათ მათთვის.
40
ასევე მათ მეზობლებს ისაქარის, ზებულუნისა და ნაფთალის ტომებიდანაც კი მოჰქონდათ ვირებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით სურსათ-სანოვაგე: პური, ცომეული, ლეღვის ჩირი, ჩამიჩი, ღვინო, ზეთი; მოუდიოდათ უამრავი ცხვარ-ძროხა; რადგან სიხარული იყო ისრაელში.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29