bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 28
1 Chronicles 28
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 29 →
1
და შეყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი. შტოთა მთავარნი, დასების მეთაურები, მეფის სამსახურში მყოფნი, ათასისთავები, ასისთავები, მეფისა და მის ძეთა მთელი მამულებისა და ჯოგების მოურავები, მისი საჭურისნი და ყველა მაგარი ვაჟკაცი.
2
და ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: „ყური დამიგდეთ, ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო! გულით მეწადა ამეშენებინა მოსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისათვის, და ჩვენი ღმერთის კვარცხლბეკი, და მოვემზადე ასაშენებლად,
3
მაგრამ ღმერთმა მითხრა: ‘სახლს ნუ ააშენებ ჩემს სახელზე, რადგან მეომარი კაცი ხარ და ბევრი სისხლი გაქვს დაღვრილი.’
4
თუმცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, მამაჩემის სახლიდან მე ამომირჩია, რათა მთელი ისრაელის მეფე გავმხდარიყავი საუკუნოდ. რადგან იუდა ამოირჩია მთავრად, იუდას სახლიდან კი მამაჩემის სახლი ამოირჩია, მამაჩემის ძეთაგან კი ჩემი გამეფება ინება მთელ ისრაელზე.
5
ყველა ჩემს ვაჟს შორის კი, რადგან მრავალი შვილი მომცა უფალმა, ჩემი ძე სოლომონი ამოირჩია, რათა დამჯდარიყო უფლის სამეფოს – ისრაელის ტახტზე.
6
და მითხრა: ‘შენი ძე, სოლომონი, ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ჩემს ძედ ამოვირჩიე და მე ვიქნები მისი მამა.
7
უკუნისამდე გავამყარებ მის სამეფოს, თუ იგი მტკიცედ დაიცავს ჩემს მცნებებს და რჯულდებას, როგორც დღემდე იცავდა.’
8
ახლა კი მთელი ისრაელის უფლის კრებულის თვალწინ ჩვენი ღმერთის გასაგონად გეუბნებით: დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის, თქვენი ღმერთის, ყველა მცნება, რათა ამ სიმდიდრით სავსე მიწას დაეპატრონოთ და თქვენს შემდეგ თქვენს შვილებს დაუმკვიდროთ იგი საუკუნოდ,
9
ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცან მამაშენის ღმერთი და მთელი სულითა და გულით ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ მას, იპოვი კიდეც; ხოლო თუ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.
10
ახლა უყურე, რაკი უფალმა გამოგარჩია უფლის საწმიდრის ამშენებლად, მტკიცედ იდექი და აკეთე.“
11
და მისცა დავითმა სოლომონს, თავის ძეს, გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, საგანძურებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა.
12
ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა უფლის ტაძრის ეზოებისთვის, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახისთვის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისთვის.
13
მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის ტაძრის სამსახურის ყველა საქმისთვის, უფლის ტაძრის მსახურების საჭირო მთელი ჭურჭლისთვის,
14
ოქროულობა ოქროს წონით, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის, ვერცხლის ყველა ჭურჭლისთვის, წონასთან ერთად, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის.
15
წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრების წონის აღნიშვნით; ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონის აღნიშვნით, როგორც თითოეული სასანთლის მსახურებაში გამოყენების წესია.
16
საკურთხი პურების ტაბლებისათვის საჭირო ოქროს წონა და ყველა სხვა ტაბლებისათვის, ასევე ვერცხლის ტაბლებისათვის.
17
ხალასი ოქრო ჩანგლებისათვის, ჯამებისათვის, ოქროს ფიალებისათვის, თითოეული ფიალის წონის აღნიშვნით, აგრეთვე ვერცხლის ფიალებისთვის, თითოეული ფიალის წონის აღნიშვნით.
18
საკმევლის სამსხვერპლოსათვის გაწმედილი ოქრო წონის აღნიშვნით, და გეგმა ეტლისა და ოქროს ქერუბიმებისა, გაშლილი ფრთებით რომ ფარავენ უფლის აღთქმის კიდობანს.
19
„ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი, – თქვა დავითმა, – მან ჩამაგონა შენების ყოველი წვრილმანი.“
20
და უთხრა დავითმა თავის ძეს, სოლომონს: „მტკიცედ იდექ და გამხნევდი, და შეუდექი საქმეს. ნუ შიშობ, და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთან არის, არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის ტაძრის სამსახურის ყველა საქმეს.
21
აჰა, მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთის სახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. მხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. მთავრები და მთელი ერი შენს ყველა ბრძანებაზეა.“
← Chapter 27
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 29 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29