bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 13
1 Chronicles 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 14 →
1
და ეთათბირა დავითი ათასისთავებს, ასისთავებს და ყველა მთავარს.
2
და უთხრა დავითმა ისრაელის მთელ კრებულს: „თუ თქვენ თანახმა იქნებით და, თუ ეს უფლის, ჩვენი ღმერთის, ნება იქნება, ხალხი გავაგზავნოთ ისრაელის ყველა მხარეში ჩვენს ძმებთან, მღვდლებთან და ლევიანებთან მათს ქალაქებსა და სოფლებში, რათა შემოგვიერთდნენ,
3
და ჩვენთან გადმოვასვენოთ ჩვენი ღვთის კიდობანი, რადგან საულის დროს მისთვის არ მიგვიმართავს.“
4
და თქვა მთელმა კრებულმა: ასე იყოსო, ვინაიდან ამის გაკეთება ხალხმა მართებულად ჩათვალა.
5
და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი ეგვიპტის შიხორიდან ხამათის მისადგომებამდე, კირიათ-იეყარიმიდან ღვთის კიდობნის გადმოსასვენებლად.
6
და ავიდა დავითი მთელ ისრაელთან ერთად ბაყალაში, კირიათ-იეყარიმში, იუდაში რომ არის, რათა იქიდან წამოესვენებინათ ღვთის კიდობანი, ქერუბიმებზე მჯდომი უფალი ღმერთისა, კიდობანი, რომელიც მისი სახელით იწოდება.
7
და შედგეს ღვთის კიდობანი ახალ ურემზე და წამოასვენეს აბინადაბის სახლიდან. ურემს ყუზა და მისი ძმა ახიო მოჰყვებოდნენ.
8
დავითი და მასთან ერთად მთელი ისრაელი როკავდა ღვთის წინაშე მთელი ძალით. და მღეროდნენ და უკრავდნენ ქნარებს, ბობღნებს, დაფდაფებს, ჩანგებსა და წინწილებს.
9
როცა ქიდონის კალოსთან მოვიდნენ, ყუზამ ხელი შეაშველა კიდობანს, რადგან ურემი დააყირავეს ხარებმა.
10
და აენთო უფლის რისხვა ყუზაზე და იქვე დასცა იგი ღმერთმა კიდობანზე ხელის შეშველების გამო, და იქვე მოკვდა ღვთის წინაშე.
11
და შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა.
12
და შეეშინდა დავითს ღვთისა იმ დღეს და თქვა: „როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი?“
13
და არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის თავისათნ მიტანა დავითის ქალაქში და გათელი ყობედ-ედომის სახლისკენ გადაახვევინა მას.
14
სამ თვეს ესვენა ღვთის კიდობანი გათელი ყობედ-ედომის სახლში და აკურთხა უფალმა ყობედ-ედომის სახლი და მთელი მისი სარჩო-საბადებელი.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
Recommended Reading
Commentary
1 Chronicles Commentaries
→
Devotional
1 Chronicles Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→