bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 15
1 Chronicles 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 16 →
1
და აიშენა დავითმა სახლები თავის ქალაქში და მოამზადა ადგილი ღვთის კიდობნისათვის და კარავი დაუდგა მას.
2
მაშინ თქვა დავითმა: ლევიანთა გარდა არავინ ატაროს კიდობანი, რადგან ისინი ამოირჩია უფალმა ღვთის კიდობნის მტარებლებად და მუდმივ მსახურებად.
3
და შეყარა დავითმა მთელი ისრაელი იერუსალიმში, რომ დაესვენებინათ უფლის კიდობანი იმ ადგილზე, რომელიც მისთვის იყო გამზადებული.
4
და შეკრიბა დავითმა აარონიანები და ლევიანები.
5
კოჰათის ძეთაგან: მთავარი ურიელი და მისი მოძმენი – 120 კაცი;
6
მერარის ძეთაგან: მთავარი ყასაია და მისი მოძმენი – 220 კაცი;
7
გერშომის ძეთაგან: მთავარი იოელი და მისი მოძმენი – 130 კაცი;
8
ელიცაფანის ძეთაგან: მთავარი შემაყია და მისი მოძმენი – 200 კაცი;
9
ხებრონის ძეთაგან: მთავარი ელიელი და მისი მოძმენი – 80 კაცი;
10
ყუზიელის ძეთაგან: მთავარი ყამინადაბი და მისი მოძმენი – 112 კაცი;
11
და მოუხმო დავითმა მღვდლებს: ცადოკსა და აბიათარს, და ლევიანებს: ურიელს, ყასაიას, იოელს, შემაყიას, ელიელს და ყამინადაბს,
12
და უთხრა: „თქვენა ხართ ლევიანთა მამისსახლთა თავკაცები; განიწმიდენით თქვენ და თქვენი ძმანი, და დაასვენეთ უფლის, ისრაელის ღმერთის, კიდობანი მისთვის მომზადებულ ადგილზე;
13
და რაკი უწინ ამას არ ასრულებდით, უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, შეგვმუსრა, რადგან წესისამებრ არ ვეკითხებოდით მას.“
14
და განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, რათა აეწიათ უფლის, ისრაელის ღმერთის კიდობანი.
15
და ასწიეს ლევიანებმა ღვთის კიდობანი და, როგორც მოსეს ჰქონდა ნაბრძანები მათთვის უფლის სიტყვისამებრ, კეტებით შეიდგეს მხრებზე.
16
დავითმა ლევიანთა მთავრებს უბრძანა, რომ მათი ძმები დაეყენებინათ მგალობლებად საკრავი იარაღებით, ბობღნებით, ქნარებით და წინწილებით, რათა სიხარულის ხმები გამოეცათ.
17
და დააყენეს ლევიანებმა: ჰემან იოელის ძე, მის მოძმეთაგან ასაფ ბერექიას ძე, ხოლო მათი ძმების, მერარის ძეთაგან, ეთან კუშაიას ძე.
18
მათთან ერთად მათი მეორე რიგის მოძმენი: ზაქარია, იაყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, ბენაია, მაყასეია, მათითია, ელიფელეჰუ, მიკნეია და კარისმცველნი: ყობედ-ედომი და იეყიელი;
19
მგალობელნი: ჰემანი, ასაფი და ეთანი ბრინჯაოს წინწილებს ახმიანებდნენ.
20
ხოლო ზაქარია, ყაზიელი, შემირამოთი, იეხიელი, ყუნი, ელიაბი, მაყასეია და ბენაია – ქნარებს ქალწულურ ჰანგზე.
21
ხოლო მათითია, ელიფელეჰუ, მიკნეია, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზია – ებნებს, რვასიმიანს, სალოტბაროდ.
22
ხოლო ქენანია, ლევიანთა მთავარი, სახიობის ხელმძღვანელად განაწესეს, ვინაიდან მცოდნე იყო.
23
ბერექია და ელკანა კიდობნის კარისმცველები იყვნენ.
24
ხოლო მღვდლები შებანია, იოშაფატი, ნეთანელი, ყამასაი, ზაქარია, ბენაია და ელიყეზერი საყვირებს უკრავდნენ ღვთის კიდობნის წინაშე. ყობედ-ედომი და იეხია კი კიდობნის კარისმცველნი იყვნენ.
25
და გაემართნენ დავითი, ისრაელის უხუცესობა და ათასისთავები სიხარულით უფლის აღთქმის კიდობნის წამოსასვენებლად ყობედ-ედომის სახლიდან.
26
ღვთის შეწევნით იყო რომ გადაასვენეს ლევიანებმა უფლის აღთქმის კიდობანი და შვიდი ზვარაკი და შვიდი ვერძი შესწირეს.
27
დავითს ბისონის მოსასხამი ეხვია და აგრეთვე ყველა კიდობნის მატარებელ ლევიანს, ასევე მგალობლებს და ქენანიას, მგალობელთა ლოტბარს. დავითს ამასთან ერთად სელის ეფოდიც ემოსა.
28
მთელი ისრაელი მიაცილებდა უფლის აღთქმის კიდობანს ყიჟინით, ბუკისცემით, საყვირების, წინწილების, ბობღნებისა და ქნარების დაკვრით.
29
და როცა უფლის აღთქმის კიდობანმა დავითის ქალაქს მიაღწია, სარკმლიდან გამოიხედა საულის ასულმა მიქალმა და დაინახა მეფე დავითი მოთამაშე და მროკველი და გულში დასცინა.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29