bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 18
1 Chronicles 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 19 →
1
ამის შემდეგ იყო, რომ დაამარცხა დავითმა ფილისტიმელები, და დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა მათ გათი თავისი დაბა-სოფლებითურთ.
2
და დაამარცხა მოაბიც. და გახდნენ მოაბელნი დავითის მსახურნი და მოხარკენი.
3
და დაამარცხა დავითმა ჰადადყეზერი, ცობას მეფე, ხამათში, როცა ის ევფრატზე ბატონობის განსამტკიცებლად მიდიოდა,
4
და წაართვა მას დავითმა ათასი ეტლი, 7 ათასი ცხენოსანი და 20 ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს მყესები გადაუჭრა დავითმა, 100 ეტლი დატოვა მათგან.
5
და მოვიდნენ დამასკოს არამელები ცობას მეფის ჰადადყეზერის დასახმარებლად და მუსრი გაავლო დავითმა არამელთაგან 22 ათასი კაცს.
6
და დაადგინა დავითმა ხელისუფალნი დამასკოს არამში და გახდნენ არამელები დავითის მსახურნი და მოხარკენი. სადაც არ უნდა წასულიყო დავითი, ყველგან უფალი შეეწეოდა.
7
და აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადადყეზერის მსახურებს რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
8
დიდძალი ბრინჯაო წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადადყეზერის ქალაქებიდან, რისგანაც შემდეგ სოლომონმა გააკეთა ბრინჯაოს ჭურჭელი.
9
და შეიტყო თოყუმ, ხამათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადადყეზერს, და ცობას მეფეს,
10
და გაგზავნა თავისი ძე ადორამი დავით მეფესთან მოსაკითხად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადადყეზერს და სძლია, რადგან თოყუს მოსისხლე იყო ჰადადყეზერი; თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი.
11
მეფე დავითმა ესეც უფალს შესწირა იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს: ედომს, მოაბს, ყამონელთ, ფილისტიმელთ და ყამალეკს რომ წაართვა.
12
აბიშაი ცერუიას ძემ 18 ათასი ედომელი ამოწყვიტა მარილოვან ველზე,
13
და დააყენა ედომში ხელისუფალნი და გახდა მთელი ედომი დავითის მსახური. და ყველგან, სადაც არ უნდა წასულიყო, უფალი შეეწეოდა დავითს.
14
და მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და წესსა და სამართალს აძლევდა თავის ხალხს.
15
იოაბ ცერუიას ძე, სარდალი იყო, ხოლო იოშაფატ ახილუდის ძე – მემატიანე;
16
ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელექ აბიათარის ძე მღვდლები იყვნენ, ხოლო შავშა მწერალი იყო.
17
ბენაია იეჰოიადაყის ძე ქერეთელებსა და ფელეთელებს განაგებდა; ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის გვერდით.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29