bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 21
1 Chronicles 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 22 →
1
სატანა აღდგა ისრაელზე და აღძრა დავითი ისრაელის აღსარიცხად.
2
და უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: „წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბეერ-შებაყიდან დანამდე და წარმომიდგინეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი.“
3
და თქვა იოაბმა: „რამდენიც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. მეფე-ბატონო, განა ყველა ისინი, ჩემი ბატონის მსახურნი არ არიან? მაშ ამას რაღად ითხოვს ჩემი ბატონი? რატომ უნდა დადანაშაულდეს ისრაელი?“
4
მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. და წავიდა იოაბი და მთელი ისრაელი მოიარა, და იერუსალიმში დაბრუნდა.
5
და მიართვა იოაბმა დავითს მეკომურთა სია და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი, ხოლო იუდაში 470 ათასი მახვილის ამომწვდელი კაცი.
6
ლევიანები და ბენიამინი მათთან ერთად არ აღურიცხავს მას, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა.
7
ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი.
8
და უთხრა დავითმა ღმერთს: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მსახურს, რადგან უგუნურად მოვიქეცი.“
9
და დაელაპარაკა უფალი გადს, დავითის ნათელმხილველს, და უთხრა:
10
„წადი და დაელაპარაკე დავითს: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘სამ სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ იმით დაგსაჯო.’“
11
და მივიდა გადი დავითთან და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ამოირჩიე:
12
სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის დევნილობა მტრისაგან და მისი მახვილის მოწევნა, თუ სამი დღის მანძილზე უფლის მახვილი, შავი ჭირი და უფლის შემმუსვრელი ანგელოზი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში?“
13
და უთხრა დავითმა გადს: „ძალიან მიჭირს, მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები.“
14
და მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და 70 ათასი კაცი გაწყვიტა.
15
და გაგზავნა ღმერთმა იერუსალიმში ანგელოზი, რათა მოესპო იგი. და როდესაც მან განადგურება იწყო, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, და უთხრა შემმუსვრელ ანგელოზს: „კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი!“ უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა.
16
გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში გაშიშვლებული მახვილი რომ ეჭირა იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი სახეშებურვილნი, პირქვე დაემხნენ.
17
და უთხრა დავითმა ღმერთს: „ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო! ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდ შენს ერზე ნუ იქნება მის დასაღუპად.“
18
და უთხრა უფლის ანგელოზმა გადს დავითისთვის სათქმელად: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე.
19
და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი.
20
და გამოიხედა ორნანმა, დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ლეწავდა.
21
და მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად სცა თაყვანი დავითს.
22
და უთხრა დავითმა ორნანს: „მომეცი შენი კალო და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ ზედ, თავის ფასში მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამიანობა.“
23
და უთხრა ორნანმა დავითს: „აიღოს და გააკეთოს მეფე-ბატონმა, რაც ნებავს. აჰა, ხარები სრულადდასაწველად მომირთმევია, კევრები – შეშად, ხორბალი – საძღვნო მსხვერპლად; ყველაფერ ამას მუქთად ვიძლევი.“
24
და უთხრა მეფე დავითმა ორნანს: „არა, სრულ ფასად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა სრულადდასაწველს.“
25
ამ ადგილის საფასურად დავითმა 600 შეკელი ოქრო მისცა ორნანს.
26
იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, და მიიტანა სრულადდასაწველი და სამშვიდობო მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა.
27
და უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგო.
28
იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა უპასუხა ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი.
29
უფლის კარავი, მოსემ რომ გააკეთა უდაბნოში, და სრულადდასაწველის სამსხვერპლო იმჟამად ორივე გიბეონის ბორცვზე იდგა.
30
და არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის საკითხავად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილის შიში ჰქონდა.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
Recommended Reading
Commentary
1 Chronicles Commentaries
→
Devotional
1 Chronicles Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→