bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 5
1 Chronicles 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 6 →
1
ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი; იგი პირმშო იყო, მაგრამ, როცა მამის სარეცელი შებილწა, მისი პირმშოობა გადაეცა, ისრაელის ძის, იოსების ძეთ, თუმცა არა იმისათვის, რომ პირმშოდ ჩაწერილიყვნენ;
2
იუდა ძლიერი იყო თავის ძმებში და წინამძღვარიც მისგან იყო, პირმშოობა კი იოსებზე გადავიდა.
3
აი ძენი რეუბენისა, ისრაელის პირმშოსი: ენოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.
4
აი იოელის მოდგმა: მისი ძე იყო შემაყია, მისი ძე – გოგი, მისი ძე – შიმეყი,
5
მისი ძე – მიქა, მისი ძე – რეაია, მისი ძე – ბაყალი,
6
მისი ძე – ბეერა, რომელიც ტყვედ წაიყვანა აშურის მეფე თილგათ-ფილნესერმა, ის იყო რეუბენის ძეთა წინამძღოლი.
7
მისი ძმები, მათი საგვარეულოებისა და საგვარტომო ნუსხის მიხედვით იყვნენ: უფროსი იეყიელი, ზაქარია,
8
ბელაყი, ძე ყაზაზისა, ძე შემაყისა, ძე იოელისა. იგი ყაროყერში ცხოვრობდა, ნებომდე და ბაყალ-მეყონამდე.
9
აღმოსავლეთით ცხოვრობდა მდინარე ევფრატიდან მოყოლებული უდაბნოს პირამდე, რადგან დიდძალი საქონელი ჰყავდათ გალაადის ქვეყანაში.
10
საულის დროს ისინი აგარიანელებს ეომებოდნენ, რომლებიც მათ მოსპეს და დასახლდნენ მათ კარვებში, გალაადის მთელ აღმოსავლეთ მხარეში.
11
გადის ძენი მათ მეზობლად ცხოვრობდნენ ბაშანის ქვეყანაში სალქამდე,
12
უფროსი – იოელი, მომდევნონი: შაფამი, იაყნაი და შაფატი ბაშანში ცხოვრობდნენ.
13
მათი ძმები, თავ-თავიანთი მამისსახლიდან: მიქაელი, მეშულამი, შებაყი, იორაი, იაყქანი, ზიაყი, ყებერი და შიბყა.
14
აჰა, ძენი აბიხაილისა, ხურის ძისა, იაროახის ძისა, გალაადის ძისა, მიქაელის ძისა, იეშიშაის ძისა, იახდოს ძისა, ბუზის ძისა.
15
ახი, ძე ყაბდიელისა, ძე გუნისა, მათი მამისსახლის თავკაცი.
16
ისინი ცხოვრობდნენ გალაადში, ბაშანსა და მის კუთვნილ ქალაქებში, ასევე შარონის მთელ სანახებში თვით საზღვრის პირამდე.
17
ყველანი აღირიცხნენ იუდას მეფის, იოთამის, დროს და იერობოყამის, ისრაელის მეფის, დროს.
18
რეუბენის ძეებში, გადის ძეებში და მანაშეს ნახევარტომში იყვნენ გულადი ვაჟკაცები, რომელნიც ფარსა და მახვილს ატარებდნენ, მშვილდოსნობდნენ და ბრძოლაში იყვნენ ნაწრთობნი. მათგან რიცხვით 44760 გამოდიოდა საომრად.
19
ისინი ეომებოდნენ აგარიანელთ, იეტურს, ნაფიშს და ნოდაბს.
20
შეწევნა მიიღეს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში და ხელში ჩაიგდეს აგარიანელები, მთელი მათი სარჩო-საბადებლითურთ, რადგან ღმერთს მოუხმეს და მანაც უსმინა მათ, რაკი მასზე იყვნენ მინდობილნი.
21
და წამოასხეს მათი პირუტყვი: 50 ათასი აქლემი, 250 ათასი წვრილფეხა, 2 ათასი ვირი და 100 ათასი ტყვე;
22
მრავალი განგმირული დაეცა! რადგან ღვთისაგან იყო ის ომი! და სახლობდნენ რეუბენის ძენი აგარიანთა ადგილებში, მათს ტყვეობამდე.
23
და მანაშეს ნახევარტომიც დასახლდა იმ ქვეყანაში: ბაშანიდან ბაყალ-ხერმონამდე, სენირამდე და ხერმონის მთამდე. მრავალრიცხოვანნი იყვნენ ისინი.
24
აი მათი მამისსახლთა თავკაცები: ყეფერი, იშყი, ელიელი, ყაზრიელი, იერემია, ჰოდავია, იახდიელი – მამაცი ვაჟკაცები, მამისსახლის სახელოვანი თავკაცები.
25
როცა მათ ზურგი აქციეს მამათა ღმერთს და გზააბნეულნი გაჰყვნენ იმ ქვეყნის ხალხის ღმერთებს, მათგან რომ განდევნა ღმერთმა,
26
მაშინ აღძრა ისრაელის ღმერთმა ფულის, აშურის მეფის, სული და აშურის მეფის თილგათ-ფილნესერის სული და გადაასახლა რეუბენის ძენი, გადის ძენი და მანაშეს ნახევარტომი, და ჩაასახლა ისინი ხალახში, ხაბორში, ჰარაში, და მდინარე გოზანთან, დღემდე.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29