bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 9
1 Chronicles 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 10 →
1
მთელი ისრაელი აღნუსხეს თავიანთი გვარტომობის მიხედვით და ისრაელის მეფეთა წიგნში ჩაწერეს. იუდაელნი კი ბაბილონის ტყვეობით დასაჯა უფალმა მათი ურჯულოების გამო.
2
პირველი მკვიდრნი, თავიანთ სამფლობელოებსა და ქალაქებში რომ ცხოვრობდნენ, იყვნენ: მღვდლები, ლევიანები, ტაძრის მსახურნი და სხვა ისრაელიანები.
3
იერუსალიმში ცხოვრობდნენ იუდას, ბენიამინის, ეფრემისა და მანაშეს ძეთაგან.
4
იუდას ძეთაგან: ყუთაი, ძე ყამიჰუდისა, ძე ყომრისა, ძე იმრისა, ძე ბანისა, – იუდას ძის, ფერეცის მოდგმიდან;
5
შელახისაგან იყვნენ: მისი პირმშო ყასაია და მისი ძენი;
6
ზერახის ძეთაგან იყვნენ: იეყუელი და მისი ძმები – 690.
7
ბენიამინის ძეთაგან იყვნენ: სალუ, ძე მეშულამისა, ჰოდავიას ძისა, ძისა ჰასენუასი,
8
და იბნეია ძე იეროხამისა, და ელა, ძე ყუზისა, მიქრის ძისა, მეშულამი, ძე შეფატიასი, ძე რეღუელისა, ძე იბნიასი.
9
მათი ძმები თავ-თავიანთ გვარ-ტომთა მიხედვით 956-ნი იყვნენ. ყველა ეს ვაჟკაცი მამისსახლის თავკაცი იყო.
10
მღვდელთაგან იყვნენ: იედაყია, იეჰოიარიბი, იაქინი,
11
ყაზარია, ძე ხილკიასი, მეშულამის ძისა, ცადოკის ძისა, მერაიოთის ძისა, ახიტუბის ძისა – ღვთის სახლის წინამძღვარი;
12
ყადაია, ძე იეროხამისა, ძისა ფაშხურისა, ძისა მალქიასი, და მაყასაი ძე ყადიელისა, ძისა იახზერასი, ძისა მეშულამისა, ძისა მეშილემითისა, ძისა იმერისა.
13
მათი ძმები, მამისსახლთა თავკაცები იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში ნაცადი 1760 კაცი.
14
ლევიანთაგან: შემაყია, ძე ხაშუბისა, ძისა ყაზრიკამისა, ძისა ხაშაბიასი – მერარიანთაგან;
15
და ბაკბაკარი, ხერეში და გალალი და მათანია, ძე მიქასი, ძისა ზიქრისა, ძისა ასაფისა,
16
და ყობადია, ძე შემაყიასი, ძისა გალალისა, ძისა იედუთუნისა, და ბერექია ძე ასასი, ძისა ელკანასი, რომელიც ცხოვრობდა ნეტოფათელთა დაბაში.
17
ხოლო კარიბჭის მცველნი იყვნენ: შალუმი, ყაკუბი, ტალმონი, ახიმანი; მათი ძმა შალუმი თავკაცი იყო,
18
და დღემდე ის დგას სამეფო კარიბჭეში, აღმოსავლეთით. ესენი იყვნენ ლევიანთა ბანაკის კარიბჭის მცველნი.
19
შალუმი, ძე კორესი, ძისა ებიასაფისა, ძისა კორახისა, და მისი ძმები. მისი მამისსახლიდან, კორახელნი, სამსახურს ეწეოდნენ და კარვის ზღურბლებს იცავდნენ; ხოლო მათი მამები უფლის ბანაკთან მისასვლელს დარაჯობდნენ;
20
ფინეხას ელეაზარის ძე უწინ მათი წინამძღოლი იყო და უფალიც მასთან იყო.
21
ზაქარია მეშელემიას ძე სადღესასწაულო კარვის კარის მცველი იყო.
22
ზღურბლების მცველებად ამორჩეულნი მთლიანად 212 იყო; ისინი საგვარტომო ნუსხაში თავ-თავიანთ დაბა-სოფლების მიხედვით არიან ჩაწერილნი. დავითმა და სამუელ მხილველმა დააყენეს ისინი მათი ერთგულების გამო.
23
ისინი თავიანთ ძეებთან ერთად დარაჯობდნენ უფლის ტაძრის (კარვის) კარიბჭეებს.
24
კარისმცველები ოთხივ მხრივ იდგნენ: აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
25
მათი ძმები თავიანთ დაბა-სოფლებში იყვნენ, რათა დროდადრო შვიდი დღით მისულიყვნენ მათთან.
26
რადგან კარიბჭეების მცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ.
27
ისინი ღვთის სახლის ირგვლივ ათევდნენ ღამეს, რადგან მათ ებარათ დაცვა და ყოველ დილით კარიბჭის გაღება.
28
ერთ მათგანს სამსახურებელი ჭურჭელი ებარა, ვინაიდან თვლით შეჰქონდათ და თვლით გაჰქონდათ.
29
მათგან ზოგიერთებს დაევალათ ზრუნვა ჭურჭლეულობაზე და ყველა სხვა წმიდა ნივთებზე; გამტკიცულ ფქვილზე, ღვინოზე, ზეთზე, გუნდრუკსა და სურნელებებზე.
30
მღვდელთა ზოგიერთი ძე კი სანელსაცხებლე ზეთს ხარშავდა სულნელებათაგან.
31
მათითიას, ერთ-ერთ ლევიანთაგანს, შალუმ კორახელის პირმშოს, ტაფებზე მომზადება მიენდო.
32
ზოგიერთ მათ ძმათაგანს, კოჰათიანთაგან, საწინაშეო პურის ცხობა ჩააბარეს, რათა ყოველ შაბათს მოემზადებინათ.
33
ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლთა თავკაცები, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან გათავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღე და ღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული.
34
ესენი არიან ლევიანების მამისსახლთა თავკაცები, თავ-თავიანთ გვარ-ტომთა თავკაცები. ისინი იერუსალიმში ცხოვრობდნენ.
35
გიბეონში ცხოვრობდა გიბეონის მამა იეყიელი. მის ცოლს სახელად მაყაქა ერქვა.
36
მისი ძე, პირმშო ყაბდონი, მერე – ცური, კიში, ბაყალი, ნერი, ნადაბი,
37
გედორი, ახიო, ზაქარია და მიკლოთი.
38
მიკლოთმა შვა შიმეამი. ისინი თავიანთი ძმების მეზობლად, თავიანთ ძმებთან ერთად ცხოვრობდნენ იერუსალიმში.
39
ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული. საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
40
იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი. მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
41
მიქას ძენი: ფითონი, მელექი, თახრეაყი და ახაზი.
42
ახაზმა შვა იაყრა, იაყრამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი. ზიმრიმ შვა მოცა,
43
მოცამ შვა ბინყა; მისი ძე იყო რეფაია, მისი ძე იყო ელყასა, მისი ძე იყო აცელი.
44
აცელს ექვსი ძე ჰყავდა. აი მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, ისმაელი, შეყარია, ყობადია, ხანანი – ესენი არიან აცელის ძენი.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29