bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 14
1 Chronicles 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 15 →
1
გაუგზავნა ხურამმა, ცორის მეფემ, დავითს მოციქულები და კედარის ხე-ტყე, კალატოზები და ხუროები მისთვის სახლის ასაშენებლად.
2
და მიხვდა დავითი, რომ მტკიცედ ჰყავდა დადგენილი იგი უფალს ისრაელის მეფედ, და რომ აღამაღლა მისი სამეფო თავისი ერის, ისრაელის, გამო.
3
და კიდევ მოიყვანა დავითმა იერუსალიმში ცოლები და კიდევ შეეძინა მას ძენი და ასულნი.
4
აჰა, იმათი სახელები, რომელნიც იერუსალიმში შეეძინა: შამუაყი, შობაბი, ნათანი, სოლომონი,
5
იბხარი, ელიშუაყი, ელფალეტი,
6
ნოგა, ნეფეგი, იაფიაყი,
7
ელიშამაყი, ბეყელიადაყი, ელიფელეტი.
8
და შეიტყვეს ფილისტიმელებმა, რომ მთელი ისრაელის მეფედ აკურთხეს დავითი, და დაიძრნენ ფილისტიმელნი დავითის შესაპყრობად. შეიტყო ეს დავითმა და გამოვიდა მათ წინააღმდეგ.
9
და მოვიდნენ ფილისტიმელები და რეფაიმის ველზე განლაგდნენ.
10
დავითი ღმერთს დაეკითხა: „გავილაშქრო ფილისტიმელებზე? ჩამიგდებ მათ ხელში?“ და უთხრა მას უფალმა: „გაილაშქრე, რადგან ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს.“
11
და ავიდნენ ბაყალ-ფერაციმში, და იქ სძლია დავითმა ფილისტიმელნი და თქვა დავითმა: „წალეკა ღმერთმა ჩემი მტრები ჩემი ხელით, როგორც ღვართქაფმა.“ ამიტომ ეწოდა იმ ადგილს ბაყალ-ფერაციმი.
12
და იქ მიატოვეს ფილისტიმელებმა თავიანთი კერპები. დავითმა ბრძანა და ცეცხლში დაწვეს ისინი.
13
და კვლავ გამოილაშქრეს ფილისტიმელებმა და ველზე განლაგდნენ.
14
და კვლავ დაეკითხა დავითი ღმერთს. და უთხრა ღმერთმა: „პირდაპირ ნუ მიადგები მათ, გარს მოუარე და თუთის ხეების მხრიდან მიდი.
15
და, როგორც კი თუთების კენწეროებიდან შრიალის ხმა შემოგესმება, იმ წამსვე შეიმართე საომრად, რადგან მაშინ წაგიძღვება ღმერთი ფილისტიმელთა ბანაკის შესამუსრად.“
16
ისე მოიქცა დავითი, როგორც ღმერთმა უბრძანა, და გიბეონიდან გეზერამდე მუსრი გაავლო ფილისტიმელთა ურდოს.
17
დავითმა მთელ ქვეყანაზე გაითქვა სახელი და უფალმა მისი შიში მისცა ყველა ხალხებს.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29