bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 27
1 Chronicles 27
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 28 →
1
ესენი არიან ისრაელიანები მათი რიცხვის მიხედვით, თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცები, ათასისთავები, ასისთავები და მათი მოხელეები, რომელნიც მეფეს ემსახურებოდნენ დასების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული დასი 24 ათასისგან შესდგებოდა.
2
პირველ დასზე პირველი თვისთვის დადგენილი იყო იაშობეყამ ზაბდიელის ძე; მის დასში 24 ათასი იყო.
3
იგი იყო ფერეცის შთამომავალი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის უფროსი.
4
მეორე თვის დასზე იყო დოდაი ახოხელი, მის დასშივე იყო მთავარი მიკლოთი. მის დასში 24 ათასი იყო.
5
მესამე თვის მესამე მხედართმთავარი იყო ბენაია, იეჰოიადაყ მღვდლის ძე, მის დასშიც 24 ათასი იყო.
6
ეს ბენაია ოცდაათ მოყმეთაგანი და მათი მეთაური იყო. მისი ძე ყამიზაბადიც მის დასში იყო.
7
მეოთხე თვეში მეოთხე იყო ყასაელი, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია. მის დასშიც 24 ათასი იყო.
8
მეხუთე თვეში მეხუთე მხედართმთავარი იყო შამჰუთ იზრახელი. მის დასშიც 24 ათასი იყო.
9
მეექვსე თვეში მეექვსე იყო ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი, მის დასშიც 24 ათასი იყო.
10
მეშვიდე თვეში მეშვიდე იყო ხელეც ფელონელი, ეფრემის ძეთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო.
11
მერვე თვეში მერვე იყო სიბექაი ხუშათელი, ზერახელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო.
12
მეცხრე თვეში მეცხრე იყო აბიყეზერ ყანათოთელი, ბენიამინელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო.
13
მეათე თვეში მეათე იყო მაჰარაი ნეტოფათელი, ზერახელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო.
14
მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემელთაგან, მის დასშიც 24 ათასი იყო.
15
მეთორმეტე თვეში მეთორმეტე იყო ხელდაი ნეტოფათელი, ღოთნიელთაგან. მის დასშიც 24 ათასი იყო.
16
ისრაელის შტოებზე: რეუბენის ძეთა წინამძღოლი იყო ელიყეზერ ზიქრის ძე; სიმეონიანთა – შეფატია მაყაქას ძე;
17
ლევიანებისა – ხაშაბია კემუელის ძე; აარონიანთა – ცადოკი;
18
იუდასი – ელიჰუ, დავითის ძმათაგანი; ისაქარისა – ყომრი, ძე მიქაელისა;
19
ზებულუნისა – იშმაყია, ყობადიაჰუს ძე; ნაფთალისა – იერიმოთი, ყაზრიელის ძე;
20
ეფრემის ძეთა – ჰოშეაყ ყაზაზიას ძე, მანაშეს ნახევარტომისა – იოელ ფედაიას ძე;
21
მანაშეს ნახევარტომისა გალაადში – იდო ზაქარიას ძე. ბენიამინისა – იაყასიელ აბნერის ძე;
22
დანისა – ყაზარელი, იეროხამის ძე. ესენი არიან ისრაელის ტომთა მთავარნი.
23
20 წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, ვინაიდან უფალმა ისრაელს ცის ვარსკვლავებივით გამრავლება აღუთქვა.
24
იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ არ დაამთავრა. ამის გამო ისრაელს რისხვა დაატყდა. ეს აღრიცხვა დავით მეფის მატიანის აღრიცხვაშიც არ შეიტანეს.
25
სამეფო საუნჯეებზე დაყენებული იყო ყაზმავეთ ყადიელის ძე. ხოლო იმ საუნჯეებზე, რომლებიც მინდორში, ქალაქებსა და ციხესიმაგრეებში იყო – იონათან ყუზიას ძე.
26
მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ – ყეზრი, ქელუბის ძე.
27
ვენახებზე – შიმეყი რამათელი, ყურძნისა და ღვინის მარაგებზე – ზაბდი შიფმელი;
28
ზეთისხილსა და სიკომოროებზე, დაბლობში რომ იყო – ბაყალ-ხანან გედერელი; ზეთის მარაგზე – იოყაში.
29
ხოლო იმ ნახირზე, შარონში რომ იმწყემსებოდა – შიტრაი შარონელი, ნახირზე ხეობებში – შაფატ ყადლაის ძე,
30
აქლემის ჯოგებზე – ობილ ისმაელიანი; სახედართა რემებზე – იეხდეია მერონოთელი;
31
ცხვრის ფარებზე – იაზიზ აგარელი. ყველა ესენი დავით მეფის ქონების მოურავები იყვნენ,
32
იონათანი, დავითის ბიძა, მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი. იეხიელი ხაქმონის ძე მეფისწულებთან იყო.
33
ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო; ხუშაი არქელი – მეფის მეგობარი იყო.
34
ახითოფელის შემდეგ იყვნენ იეჰოიადაყ ბენაიას ძე და აბიათარი. მეფის მხედართმთავარი იყო იოაბი.
← Chapter 26
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 28 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29