bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 4
1 Chronicles 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 5 →
1
იუდას ძენი: ფერეცი, ხეცრონი, ქარმი, ხური და შობალი.
2
შობალის ძემ, რეაიამ, შვა იახათი, იახათმა შვა ახუმაი და ლაჰადი. ესენი არიან ცორყათელთა საგვარეულონი.
3
აი ყეტამის მამის ძენი: იზრეყელი, იშმა, იდბაში. მათ დას ჰაცელელფონი ერქვა.
4
ფენუელი, გედორის მამა და ყეზერი, ხუშას მამა, ესენი არიან ხურის ძენი, ეფრათას პირმშოსი, ბეთლემის მამისა.
5
აშხურს, თეკოაყის მამას, ორი ცოლი ჰყავდა: ხელა და ნაყარა.
6
ნაყარასგან შეეძინა: ახუზამი, ხეფერი, თემნი და ჰაახაშთარი. ესენი იყვნენ ნაყარას ძენი.
7
ხელას ძენი: ცერეთი, იეცხარი და ეთნანი.
8
კოცმა შვა ყანუბი და ცობება და ჰარუმის ძის, ახარხელის, საგვარეულონი.
9
იაყბეცი თავის ძმებზე უფრო პატივდებული იყო. იაყბეცი დედამისმა დაარქვა, ასე თქვა: რადგან ტკივილით გავაჩინეო.
10
მოუხმო იაყბეცმა ისრაელის ღმერთს და უთხრა: „ნეტა მაკურთხებდე და საზღვრებს გამიდიდებდე, შენი ხელი ჩემთან იქნებოდეს და ბოროტებისაგან დამიცავდე, რომ არ გავიტანჯო.“ და მისცა ღმერთმა, რასაც ითხოვდა.
11
ხოლო ქელუბმა, შუხას ძმამ, შვა მეხირი, ეშთონის მამა.
12
ეშთონმა შვა ბეთ-რაფა, ფასეახი და ყირ-ნახაშის მამა თეხინა. ესენი არიან რექას მცხოვრებნი.
13
კენაზის ძენი: ღოთნიელი და სერაია. ღოთნიელის ძე იყო ხათათი და მეყონათაი.
14
მეყონოთაიმ შვა ყოფრა. სერაიამ შვა იოაბი, მამა ხუროთა ველისა, რადგან ხუროები იყვნენ.
15
იეფუნეს ძის, ქალების, ძენი: ყირუ, ელა და ნაყამი; ელას ძე იყო კენაზი.
16
იეჰალელის ძენი: ზიფი და ზიფა, თირია და ასარელი.
17
ყეზრას ძენი: იეთერი, მერედი, ყეფერი და იალონი. იეთერმა შვა მირიამი, შამაი და იშბახი, ეშთემოაყის მამა.
18
იეჰუდიას, მის ცოლს, შეეძინა იერედი – მამა გედორისა, და ხებერი – მამა სოქოსი, და იეკუთიელი – მამა ზანოახისა. ესენი არიან ძენი ბითიასი, ფარაონის ასულისა, რომელიც შეირთო მერედმა.
19
მისი ცოლის, ჰოდიას, კეყილის მამის – ნახამის დის ვაჟები: კეყილას მამა გარმელი და ეშთემოაყ მაყაქათელი.
20
შიმონის ძენი: ამნონი, რინა, ბენ-ხანანი და თილონი. იშყის ძენი: ზოხეთი და ბენ-ზოხეთი.
21
იუდას ძის, შელახის ვაჟები: ყერი – ლექას მამა, ლაყადა – მარეშას მამა და მესელეთა საგვარეულოები ბეთ-აშბეაყიდან.
22
იოკიმი და ქოზებას კაცები, იოაში და სარაფი მოაბსა და იაშუბი-ლახემს ფლობდნენ. ეს ძველი ამბებია.
23
ისინი მეთუნეები იყვნენ და. ნეტაყიმსა და გედერაში სახლობდნენ, მეფესთან ცხოვრობდნენ და მისთვის შრომობდნენ.
24
სიმეონის ძენი: ნემუელი, იამინი, იარიბი, ზერახი და შაული;
25
მისი ძე შალუმი, მისი ძე მიბსამი, მისი ძე მიშმაყი.
26
მიშმაყის ძენი: მისი ძე ხამუელი, მისი ძე ზაქური, მისი ძე შიმეყი.
27
შიმეყის 16 ვაჟი და ექვსი ქალი ჰყავდა. მის ძმებს ბევრი ვაჟები არ ჰყოლიათ და არც მათი საგვარეულო იყო იუდას ძეთა საგვარეულოსავით მრავალრიცხოვანი.
28
ისინი ცხოვრობდნენ ბეერ-შებაყში, მოლადასა და ხაცარ-შუყალში,
29
ბილჰაში, ყეცემში, თოლადში,
30
ბეთუელში, ხორმაში, ციკლაგში,
31
ბეთ-მარქაბოთში, ხაცარ-სუსიმში, ბეთ-ბირსა და შაყარაიმში. აჰა, მათი ქალაქები დავითის გამეფებამდე.
32
მათი დასახლებები: ყეტამი, ყაინი, რიმონი, თოქენი, ყაშანი – ხუთი ქალაქი.
33
ასევე ყველა ის სოფლები, რომლებიც ამ ქალაქებს ეკვროდა ვიდრე ბაყალამდე. აჰა, მათი საცხოვრებელი და მათი საგვარტომო ნუსხა.
34
მეშობაბი, იამლექი, იოშა ამაციას ძე,
35
იოელი და იეჰუ, ძე იოშიბიასი, სერაიას ძისა, ყასიელის ძისა.
36
ელიოყენაი, იაყაკობა, იეშოხაია, ყასაია, ყადიელი, იეშიმიელი, ბენაია.
37
ზიზა, ძე შიფყისა, ძისა ალონისა, ძისა იედაიასი, ძისა შიმრისა, ძისა შემაყიასი.
38
ესენი, სახელებით რომ არიან ჩამოთვლილნი, თავ-თავიანთი საგვარეულოების მთავრები იყვნენ. მათი მამისსახლი ძალიან გაიზარდა.
39
მათ გედორისაკენ გასწიეს, ველის აღმოსავლეთით, თავიანთი ცხვრისთვის საძოვრების საძებნელად
40
და პოხიერსა და კარგ საძოვარს მიაგნეს. ვრცელი ქვეყანა იყო, თან მშვიდი და მყუდრო, რადგან უწინ აქ ქამის შთამომავლები ცხოვრობდნენ.
41
ისინი, სახელებით რომ იყვნენ ჩამოწერილნი, იუდას მეფის ხიზკიას დღეებში მოვიდნენ, და გაანადგურეს მათი კარვები და იქ მყოფი მეყუნიმელნი. იმ დღეს ერთიანად ამოწყვიტეს ისინი და მათ ნაცვლად დასახლდნენ, რადგან იქ იყო მათი ცხვრის საძოვრები.
42
მათგან – სიმეონის ძეთაგან – 500 კაცი სეყირის მთისკენ გაეშურა იშყის ძეთა: ფელატიას, ნეყარიას, რეფაიას და ყუზიელის მეთაურობით.
43
და გაანადგურეს ყამალეკის დარჩენილი ნატამალი და დღემდე იქ ცხოვრობენ.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29