bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 2
1 Chronicles 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 3 →
1
ესენი არიან ისრაელიანები: რეუბენი, სიმეონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულუნი,
2
დანი, იოსები, ბენიამინი, ნაფთალი, გადი და აშერი.
3
იუდას ძენი: ყერი, ონანი და შელახი; ქანაანელი შუაყის ასულისაგან მას ეს სამნი შეეძინა. იუდას პირმშო ყერი, ბოროტი იყო უფლის წინაშე, ამიტომ მოაკვდინა იგი უფალმა.
4
თამარმა, მისმა რძალმა, შვა ფერეცი და ზერახი. იუდას სულ ხუთი ძე ჰყავდა.
5
ფერეცის ძენი: ხეცრონი და ხამული.
6
ზერახის ძენი: ზიმრი, ეთანი, ჰემანი, ქალქოლი და დარაყი – ხუთნი.
7
ქარმის ძენი: ყაქარი, ფიცი რომ გატეხა და ისრაელს უბედურება შეამთხვია.
8
ეთანის ძე ყაზარია. –
9
და ხეცრონის ძენი, მას რომ შეეძინა: იერახმეელი, რამი და ქელუბაი.
10
რამმა შვა ყამინადაბი. ყამინადაბმა შვა ნახშონი – იუდას ძეთა წინამძღოლი,
11
ნახშონმა შვა სალმა. სალმამ შვა ბოყაზი,
12
ბოყაზმა შვა ყობედი. ყობედმა შვა იესე,
13
იესემ შვა თავისი პირმშო ელიაბი, მეორე – აბინადაბი, მესამე – შიმეყა,
14
მეოთხე – ნეთანელი, მეხუთე – რადაი,
15
მეექვსე – ოცემი, მეშვიდე – დავითი.
16
მათი დები: ცერუია და აბიგაილი. ცერუიას ძენი: აბიშაი, იოაბი და ყასაელი – სამნი.
17
აბიგაილმა შვა ყამასა. ყამასას მამა იყო იეთერი, ისმაელიანი.
18
ქალებ ხეცრონის ძეს, თავისი ცოლის, ყაზუბასგან, შეეძინა იერიყოთი. ესენი არიან მისი ძენი: იეშერი, შობაბი და არდონი.
19
და მოკვდა ყაზუბა და ქალებმა ცოლად შეირთო ეფრათა, და ეფრათამ უშვა მას ხური.
20
ხურს შეეძინა ური, ურს შეეძინა ბეცალელი.
21
მერე ხეცრონმა ცოლად შეირთო მაქირის, გალაადის მამის ასული. მაშინ ხეცრონი 60 წლისა იყო. და მან უშვა მას სეგუბი.
22
სეგუბმა შვა იაირი. გალაადის ქვეყანაში მას 23 ქალაქი ჰქონდა.
23
გეშურმა და არამმა წაართვეს მათ იაირის დაბები, კენათი თავის ქალაქებიანად – სულ 60 ქალაქი. ყველა ესენი გალაადის მამის, მაქირის ძენი არიან.
24
ქალებ-ეფრათში ხეცრონის სიკვდილის შემდეგ ხეცრონის ცოლმა, აბიამ, უშვა მას აშხური – თეკოაყის მამა.
25
იერახმეელის, ხეცრონის პირმშოს, ძენი იყვნენ: პირმშო რამი, ბუნა, ორენი, ოცემი და ახია.
26
იერახმეელს სხვა ცოლიც ჰყავდა, სახელად ყატარა, ის იყო ონამის დედა.
27
იერახმეელის პირმშოს, რამის, ძენი იყვნენ: მაყაცი, იამინი და ყეკერი.
28
ონამის ძენი იყვნენ: შამაი და იადაყი. შამაის ძენი – ნადაბი და აბიშური.
29
აბიშურის ცოლს ერქვა აბიხაილი. მან შვა ახბანი და მოლიდი.
30
ნადაბის ძენი: სელედი და აფაიმი. სელედი უშვილოდ მოკვდა.
31
აფაიმს ჰყავდა ძე – იშყი, იშყის ძე იყო შეშანი. შეშანის ძე იყო ახლაი.
32
იადაყის, შამაის ძმის, ძენი: ახი, შამი, იეთერი და იონათანი. იეთერი უშვილოდ მოკვდა.
33
იონათანის ძენი: ფელეთი, ზაზა. ესენი იერახმეელის ძენი იყვნენ.
34
შეშანს ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. შეშანს ეგვიპტელი ყმა ჰყავდა, სახელად იარხაყი.
35
შეშანმა თავისი ასული თავის ყმას იარხაყს მისცა ცოლად. და უშვა მას ყათაი.
36
ყათაიმ შვა ნათანი, ნათანმა შვა ზაბადი,
37
ზაბადმა შვა ეფლალი, ეფლალმა შვა ყობედი,
38
ყობედმა შვა იეჰუ, იეჰუმ შვა ყაზარია,
39
ყაზარიამ შვა ხალეცი, ხელეცმა შვა ელყასა,
40
ელყასამ შვა სისმაი, სისმაიმ შვა შალუმი,
41
შალუმმა შვა იეკამია, იეკამიამ შვა ელიშამაყი.
42
იერახმეელის ძმის, ქალების ძენი: პირმშო – მეშაყი, ეს არის ზიფის მამა; და მარეშას, ხებრონის მამის, ძენი.
43
ხებრონის ძენი: კორახი, თაფუახი, რეკემი, შემაყი.
44
შემაყმა შვა რახამი, იორკეყამის მამა. რეკემმა შვა შამაი.
45
შამაის ძე იყო მაყონი. მაყონი იყო მამა ბეთ-ცურისა.
46
ქალების ხარჭას, ეფას, შეეძინა: ხარანი, მოცა და გაზეზი. ხარანმა შვა გაზეზი.
47
იაჰდაის ძენი: რეგემი, იოთამი, გეშანი, ფელეტი, ეფა და შაყაფი.
48
ქალების ხარჭას, მაყაქას, შეეძინა: შებერი, თირხანა.
49
და შვა მადმანას მამა შაყაფი, მაქბენასა და გიბყას მამა – შევა. ქალების ასული იყო ყაქსა.
50
ესენი იყვნენ ქალების ძენი: ხურას ძე შობალი, ეფრათას პირმშო, მამა კირიათ-იეყარიმისა,
51
სალმა, მამა ბეთლემისა, და ხარეფი, მამა ბეთ-გედერისა.
52
შობალს, კირიათ-იეყარიმის მამას, ჰყავდა ვაჟები: ჰაროე, ხაცი, მენუხოთი.
53
კირიათ-იეყარიმის საგვარეულონი: ითრელი, ფუთელი, შუმათელი და მიშრაყელი. მათგან გამოვიდნენ ცორყათელნი და ეშთაოლელნი.
54
სალმას ძენი: ბეთლემი, ნეტოფათელი, ყატაროთ-ბეთ-იოაბი, მანახთელთა ნახევარი, და ცორყელნი.
55
იაყბეცში მცხოვრებ მწიგნობართა საგვარეულონი: თირყათელნი, შიმეყათელნი, სუქათელნი, ესენი კენიელნი არიან, ბეთ-რექაბის მამის, ხამათის, შთამომავლები.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29