bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 7
1 Chronicles 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 8 →
1
ისაქარის ძენი: თოლაყი, ფუვა, იაშუბი, შიმრონი – ოთხნი.
2
თოლაყის ძენი: ყუზი, რეფაია, იერიელი, იახმაი, იბსამი, შემუელი – თოლაყის მამისსახლის თავკაცები, თავ-თავიანთი მოდგმის მაგარი ვაჟკაცები. დავითის დროს მათი რიცხვი 22600 იყო.
3
ყუზის ძე იყო იზრახია. და იზრახიას ძენი იყვნენ: მიქაელი, ყობადია, იოელი, იშია – სულ ხუთი თავკაცი.
4
თავ-თავიანთი მოდგმიდან და მამიისსახლიდან 36 ათასი მებრძოლი გამოჰყავდათ ომში, რადგან მათ ბევრი ცოლები და ძენი ჰყავდათ.
5
მათი ძმები, ისაქარის ყველა საგვარეულოს მაგარი ვაჟკაცები, 87 ათასნი იყვნენ. ყველანი საგვარტომო ნუსხაში იყვნენ ჩაწერილნი.
6
ბენიამინის ძენი იყვნენ: ბელაყი, ბექერი და იედიყაელი – სამნი.
7
ბელაყის ძენი იყვნენ: ეცბონი, ყუზი, ყუზიელი, იერიმოთი, ყირი – ხუთნი, მამისსახლის თავკაცები. საგვარტომო ნუსხაში 22034 არის ჩაწერილი.
8
ბექერის ძენი: ზემირა, იოყაში, ელიყეზერი, ელიოყენაი, ყომრი, იერემოთი, აბია, ყანათოთი და ყალამეთი. ყველა ესინი ბექერის ძენი არიან.
9
საგვარტომო ნუსხაში ისინი თავ-თავიანთ მამისსახლთა თავკაცების მიხედვით არიან ჩაწერილნი – სულ 2200 ძლიერი მებრძოლი.
10
იედიყაელის ძენი: ბილჰანი. ბილჰანის ძენი: იეყუში, ბენიამინი, ეჰუდი, ქენაყანა, ზეთანი, თარშიში და ახიშახარი.
11
ყველა ესენი იედიყაელის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები. მათგან 17200 მებრძოლი გამოდიოდა საომრად.
12
შუფიმი და ხუფიმი ყირის ძენი იყვნენ, ხოლო ხუშიმი ახერის ძე იყო.
13
ნაფთალის ძენი: იახციელი, გუნი, იეცერი და შალუმი ბილჰას შვილები იყვნენ.
14
მანაშეს ძენი იყვნენ: ასრიელი, რომელიც მისმა არამელმა ხარჭამ უშვა; მასვე ეყოლა მაქირი – გალაადის მამა.
15
მაქირმა ცოლები მოუყვანა ხუფიმს და შუფიმს. მათ დას მაყაქა ერქვა, ვაჟს – ცელოფხადი. ცელოფხადს ასულები ჰყავდა.
16
მაყაქამ, მაქირის ცოლმა, ვაჟი გააჩინა და ფერეში დაარქვა. მის ძმას შერეში ერქვა. მისი ვაჟები იყვნენ: ულამი და რეკემი.
17
ულამის ძე – ბედანი. აჰა, ძენი გალაადისა, მაქირის ძისა, მანაშეს ძისა.
18
მისმა დამ, ჰამოლექეთმა, შვა იშჰოდი, აბიყეზერი და მახლა.
19
შემიდაყის ძენი იყვნენ: ახიანი, შექემი, ლიკხი და ანიყამი.
20
ეფრემის ძენი იყვნენ: შუთელახი – მისი ძე იყო ბერედი, მისი ძე იყო თახათი, მისი ძე იყო ელყადა, მისი ძე იყო თახათი,
21
მისი ძე იყო ზაბადი, მისი ძე იყო შუთელახი – და ყეზერი და ელყადი. ისინი გათელებმა ამოხოცეს, ამ ქვეყნის მკვიდრებმა, რადგან ისინი პირუტყვის წასართმევად დაესხნენ თავს.
22
დიდხანს გლოვობდა ეფრემი, მათი მამა და მის სანუგეშებლად მისი ძმები მოვიდნენ.
23
და შევიდა იგი თავის ცოლთან; დაორსულდა ის და ბიჭი შვა. მამამ მას სახელად ბერიყა დაარქვა, რადგან მის სახლში უბედურება მოხდა.
24
შეერა მისი ასული იყო, შეერამ ააშენა ზემო და ქვემო ბეთ-ხორონი და უზენ-შეერა.
25
მისი ძე იყო რეფახი, და აგრეთვე რეშეფი, მისი ძე იყო თელახი, მისი ძე იყო თახანი,
26
მისი ძე იყო ლაყდანი, მისი ძე იყო ყამიჰუდი, მისი ძე იყო ელიშამაყი,
27
მისი ძე იყო ნავე, მისი ძე იყო იესო.
28
მათი სამფლობელო და საცხოვრებელი იყო ბეთელი და მისი დაბა-სოფლები. აღმოსავლეთით ნაყარანი და დასავლეთით გეზერი თავისი დაბა-სოფლებით, შექემი თავისი დაბა-სოფლებით ყაიამდე და მის დაბა-სოფლებამდე.
29
მანაშეს ძეთა ხელში იყო: ბეთ-შეანი თავისი დაბა-სოფლებით, თაყანაქი თავისი დაბა-სოფლებით, მეგიდო თავისი დაბა-სოფლებით, დორი თავისი დაბა-სოფლებით. ამ ქალაქებში ცხოვრობდნენ იოსების, ისრაელის ძის, ძენი.
30
აშერის შვილები იყვნენ: იმნა, იშვა, იშვი, ბერიყა და მათი და სერახი.
31
ბერიყას ძენი იყვნენ: ხებერი და მალქიელი, ბირზაითის მამა.
32
ხებერმა შვა იაფლეტი, შომერი, ხოთამი და მათი და შუაყა.
33
იაფლეტის ძენი იყვნენ: ფასაქი, ბიმჰალი და ყაშვათი; ესენი არიან იაფლეტის ძენი.
34
შემერის ძენი იყვნენ: ახი, როჰგა, იეხუბა და არამი.
35
მისი ძმის, ჰელემის ძენი იყვნენ: ცოფახი, იმნაყი, შელეში და ყამალი.
36
ცოფახის ძენი იყვნენ: სუახი, ხარნეფერი, შუყალი, ბერი და იმრა,
37
ბეცერი და ჰოდი, შამა და შილშა, ითრანი და ბეერა.
38
იეთერის ძენი იყვნენ: იეფუნე, ფისფა და არა.
39
ყულას ძენი იყვნენ: არახი, ხანიელი და რიცია.
40
ყველა ესენი აშერის ძენი არიან, მამისსახლთა თავკაცები, რჩეული და ძლიერი მებრძოლები, მთავართა თავკაცები. მათ საგვარტომო ნუსხაში რიცხვით 26 ათასი ომში მებრძოლი კაცია ჩაწერილი.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29