bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 6
1 Chronicles 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 7 →
1
ლევის ძენი: გერშონი, კოჰათი და მერარი.
2
კოჰათის ძენი: ყამრამი, იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
3
ყამრამის ძენი: აარონი, მოსე, მირიამი. აარონის ძენი: ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი,
4
ელეაზარმა შვა ფინეხასი, ფინეხასმა შვა აბიშუაყი,
5
აბიშუაყმა შვა ბუკი, ბუკმა შვა ყუზი,
6
ყუზიმ შვა ზერახია, ზერახიამ შვა მერაიოთი,
7
მერაიოთმა შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი.
8
ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა ახიმაყაცი,
9
ახიმაყაცმა შვა ყაზარია, ყაზარიამ შვა იოხანანი.
10
იოხანანმა შვა ყაზარია, – ეს იმ ტაძრის მღვდელი იყო, რომელიც სოლომონმა ააშენა იერუსალიმში.
11
ყაზარიამ შვა ამარია, ამარიამ შვა ახიტუბი,
12
ახიტუბმა შვა ცადოკი, ცადოკმა შვა შალუმი,
13
შალუმმა შვა ხილკია, ხილკიამ შვა ყაზარია,
14
ყაზარიამ შვა სერაია, სერაიამ შვა იეჰოცადაკი.
15
იეჰოცადაკი ტყვედ წაიყვანეს, როცა უფალმა იუდა და იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის ხელით გაასახლა.
16
ლევის ძენი: გერშომი, კოჰათი და მერარი;
17
გერშომის ძეთა სახელები: ლიბნი და შიმეყი.
18
კოჰათის ძენი: ყამრამი იცჰარი, ხებრონი და ყუზიელი.
19
მერარის ძენი: მახლი და მუში. აჰა, ლევის საგვარეულონი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით.
20
გერშომის ძე იყო ლიბნი, მისი ძე იყო იახათი, მისი ძე იყო ზიმა,
21
მისი ძე იყო იოახი, მისი ძე იყო ყიდო, მისი ძე იყო ზერახი, მისი ძე იყო იეათრაი.
22
ხოლო კოჰათის ძე იყო ყამინადაბი, მისი ძე იყო კორახი, მისი ძე იყო ასირი,
23
მისი ძე იყო ელკანა, მისი ძე იყო ებიასაფი, მისი ძე იყო ასირი,
24
მისი ძე იყო თახათი, მისი ძე იყო ურიელი, მისი ძე იყო ყუზია, მისი ძე იყო შაული.
25
ელკანას ძენი იყვნენ: ყამასაი და ახიმოთი.
26
ახიმოთის ძე იყო ელკანა, მისი ძე იყო ცოფაი, მისი ძე იყო ნახათი,
27
მისი ძე იყო ელიაბი, მისი ძე იყო იეროხამი, მისი ძე იყო ელკანა.
28
ხოლო სამუელის ძენი იყვნენ: იოელი – პირმშო და მისი მომდევნო აბია.
29
მერარის ძე იყო მახლი, მისი ძე იყო ლიბნი, მისი ძე იყო შიმეყი, მისი ძე იყო ყუზა,
30
მისი ძე იყო შიმეყა, მისი ძე იყო ხაგია, მისი ძე იყო ყასაია.
31
აჰა, ისინი, რომლებიც მგალობლებად დაადგინა დავითმა უფლის სახლში, მას შემდეგ, რაც კიდობანი დაასვენა იქ.
32
ისინი სადღესასწაულო კარავთან ასრულებდნენ სამსახურს გალობით, სანამ სოლომონი იერუსალიმში უფლის ტაძარს აშენებდა. ისინი თავიანთი სამსახურის წესისამებრ იდგნენ.
33
აჰა, ისინი, ვინც სამსახურს ეწეოდნენ, და მათი ძენი: კოჰათის ძეთაგან იყო ჰემანი – მგალობელი, იოელის ძე, ძისა სამუელისა,
34
ძისა ელკანასი, ძისა იეროხამისა, ძისა ელიელისა, ძისა თოახისა,
35
ძისა ცუფისა, ძისა ელკანასი, ძისა მახათისა, ძისა ყამასაისი,
36
ძისა ელკანასი, ძისა იოელისა, ძისა ყაზარიასი, ძისა ცეფანიასი,
37
ძისა თახათისა, ძისა ასირისა, ძისა ებიასაფისა, ძისა კორახისა,
38
ძისა იცჰარისა, ძისა კოჰათისა, ძისა ლევისა, ძისა ისრაელისა,
39
და მისი ძმა ასაფი, მის მარჯვნივ იდგა. და იყო ასაფი ბერექიას ძე, შიმეყას ძისა,
40
ძისა მიქაელისა, ძისა ბაყასეიასი, ძისა მალქიასი,
41
ძისა ეთნისა, ძისა ზერახისა, ძისა ყადაიასი,
42
ძისა ეთანისა, ძისა ზიმასი, ძისა შიმეყისა,
43
ძისა იახათისა, ძისა გერშომისა, ძისა ლევისა.
44
მერარის ძენი, მათი ძმები, მარცხნივ რომ იდგნენ: ეთან კიშის ძე, ძისა ყაბდისა, ძისა მალუქისა,
45
ძისა ხაშაბიასი, ძისა ამაციასი, ძისა ხილკიასი,
46
ძისა ამცისა, ძისა ბანისა, ძისა შემერისა,
47
ძისა მახლისა, ძისა მუშისა, ძისა მერარისა, ძისა ლევისა.
48
მათი ძმები – ლევიანები – ღვთის სახლის სავანის ყველანაირი სამსახურისთვის იყვნენ გამწესებულნი.
49
აარონი და მისი ძენი სრულადდასაწველის სამსხვერპლოზე და საკმევლის სამსხვერპლოზე აკმევდნენ, წმიდათა წმიდაში ყველა საქმეს აკეთებდნენ და ყველაფერს ისე ასრულებდნენ ისრაელის განსაწმედად, როგორც ბრძანა ღვთის მსახურმა მოსემ,
50
აჰა, ესენი არიან აარონის ძენი: მისი ძე იყო ელეაზარი, მისი ძე იყო ფინეხასი, მისი ძე იყო აბიშუაყი,
51
მისი ძე იყო ბუკი, მისი ძე იყო ყუზი, მისი ძე იყო ზერახია,
52
მისი ძე იყო მერაიოთი, მისი ძე იყო ამარია, მისი ძე იყო ახიტუბი,
53
მისი ძე იყო ცადოკი, მისი ძე იყო ახიმაყაცი.
54
ეს მათი საცხოვრებელი, მათი დაბებისა და საზღვრის მიხედვით ერგოთ აარონის ძეთ, კოჰათელთა საგვარეულოდან წილისყრით მათ ეკუთვნოდათ.
55
და მისცეს მათ ხებრონი, იუდას ქვეყანაში, თავისი სანახებითა და შემოგარენითურთ.
56
ამ ქალაქის მინდორ-ველი და სოფლები ქალებს მისცეს, იეფუნეს ძეს.
57
აარონის ძეთ მისცეს თავშესაფარი ქალაქები: ხებრონი, ლიბნა თავისი სანახებით, იათირი და ეშთემოაყი თავისი სანახებით,
58
ხილენი თავისი სანახებით, დებირი თავისი სანახებით,
59
ყაშანი თავისი სანახებით, ბეთ-შემეში თავისი სანახებით.
60
ბენიამინის ტომიდან: გებაყი თავისი სანახებით, ყალემეთი თავისი სანახებით, ყანათოთი თავისი სანახებით. მათ საგვარეულოებში სულ 13 ქალაქი იყო.
61
ხოლო დანარჩენი კოჰათიანებს, ამ ტომის საგვარეულოდან, მანაშეს ნახევარტომის ნახევრიდან ათი ქალაქი ერგოთ წილისყრით.
62
გერშომიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით, ისაქარის, აშერის, ნაფთალისა და მანაშეს ტომებიდან 13 ქალაქი ერგოთ ბაშანში.
63
მერარიანებს, თავ-თავიანთი საგვარეულოების მიხედვით, რეუბენის, გადისა და ზებულუნის ტომებიდან 12 ქალაქი შეხვდათ წილისყრით.
64
ეს ქალაქები მისცეს თავისი სანახებით ისრაელის ძეებმა ლევიანებს.
65
წილისყრით მისცეს იუდას, სიმეონისა და ბენიამინის ძეთა ტომებიდან ის ქალაქები, რომელთაც სახელები ერქვათ.
66
კოჰათიანთა საგვარეულოებმა თავიანთი სასაზღვრო ქალაქები ეფრემის ტომისაგან მიიღეს.
67
მათვე მისცეს თავშესაფარი ქალაქები: შექემი – ეფრემის მთაზე, თავისი სანახებით, გეზერი თავისი სანახებით,
68
იოკმეყამი თავისი სანახებით, ბეთ-ხორონი თავისი სანახებით,
69
აიალონი თავისი სანახებით და გათ-რიმონი თავისი სანახებით.
70
მანაშეს ნახევარტომიდან – ყანერი თავისი სანახებით და ბალაამი თავისი სანახებით მისცეს კოჰათიანთა დანარჩენ საგვარეულოებს.
71
გერშომიანებს, მანაშეს ნახევარტომის საგვარეულოდან, ბაშანში მისცეს: გოლანი თავისი სანახებით და ყაშთაროთი თავისი სანახებით.
72
ისაქარის ტომიდან მისცეს კედეში თავისი სანახებით, დაბრათი თავისი სანახებით,
73
რამოთი თავისი სანახებით, ყანემი თავისი სანახებით.
74
აშერის ტომიდან მისცეს: მაშალი თავისი სანახებით, ყაბდონი თავისი სანახებით.
75
ხუკოკი თავისი სანახებით, რეხობი თავისი სანახებით.
76
ნაფთალის ტომიდან მისცეს კედეში გალილეაში თავისი სანახებით, ხამონი თავისი სანახებით და კირიათაიმი თავისი სანახებით.
77
დანარჩენ მერარიანებს კი ზებულუნის ტომიდან მისცეს რიმონო თავისი სანახებით და თაბორი თავისი სანახებით.
78
იორდანეს გადაღმა, იერიხოსთან, იორდანეს აღმოსავლეთით რეუბენის ტომიდან მისცეს: ბეცერი უდაბნოში თავისი სანახებით, და იაჰცა თავისი სანახებით.
79
კედემოთი თავისი სანახებით და მეფაყათი თავისი სანახებით.
80
გადის ტომიდან მისცეს რამოთი გალაადში თავისი სანახებით, და მახანაიმი თავისი სანახებით,
81
და ხეშბონი თავისი სანახებით და იაყზერი თავისი სანახებით.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29