bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 17
1 Chronicles 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 18 →
1
როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა ნათან წინასწარმეტყველს: „შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი კარავში ასვენია.“
2
უთხრა ნათანმა დავითს: „ყოველივე, რაც გულში გაქვს, გააკეთე, რადგან ღმერთი შენთანაა.“
3
იმ ღამეს იყო, რომ ჩაესმა ნათანს უფლის სიტყვა:
4
წადი, უთხარი ჩემს მსახურს, დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: „შენ უნდა ამიშენო სახლი ჩემს დასავანებლად
5
მე ხომ არ ვიმყოფებოდი სახლში იმ დროიდან, რაც ისრაელი გამოვიყვანე, და დღემდე, კარვიდან კარავში და სავანიდან სავანეში ვარ.
6
ნუთუ მთელ ისრაელთან მოარულს ოდესმე სიტყვა მითქვამს ისრაელის რომელიმე მსაჯულისათვის, ვისთვისაც ჩემი ერის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?
7
ახლა ასე უთხარი ჩემს მსახურს, დავითს, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლი ყოფილიყავი.
8
ყველგან შენთან ვიყავი, სადაც არ უნდა წასულიყავ, ვანადგურებდი შენს მტრებს შენს წინაშე. განვადიდე შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეყანაზე.
9
ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად.
10
იმ დროიდან, რაც მე მსაჯულები დავუყენე ჩემს ერს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. გამოგიცხადე, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
11
და როცა დრო მოვა და შენს მამებთან განისვენებ, მე აღვადგენ შენს შემდგომ შენს თესლს, რომელიც იქნება შენი ძეთაგანი, და მის მეფობას განვამტკიცებ.
12
ის ამიშენებს სახლს და მე განვამტკიცებ მის ტახტს უკუნისამდე,
13
მე მამა ვიქნები მისთვის, ის კი შვილი იქნება ჩემთვის, წყალობას არ წავართმევ, როგორც შენს წინამორბედს წავართვი.
14
და დავაყენებ მას ჩემს სახლში და ჩემს სამეფოში უკუნისამდე, მყარი იქნება მისი ტახტი უკუნისამდე.“
15
მთელი ეს სიტყვები და ეს ხილვა გადასცა ნათანმა დავითს.
16
და მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა: „ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო? და რა არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე?
17
ესეც გეცოტავა თვალში ღმერთო, რომ სამომავლოდაც აღუთქვამ დაპირებას შენი მსახურის სახლს? შენ მიმზერ, როგორც განდიდებულ ადამიანს, უფალო, ღმერთო ჩემო.
18
კიდევ რა უდნა გითხრას დავითმა, შენი მსახურის დიდებისათვის? შენ თავად იცნობ შენს მსახურს.
19
უფალო, შენი მსახურისათვის და შენი გულის თანახმად აკეთებ ამ დიდებულ საქმეს, რათა გამოაცხადო მთელი შენი სიდიადე.
20
უფალო, არავინაა შენი მსგავსი; არ არის ღმერთი შენს გარდა, თანახმად ყველაფრისა, რაც ჩვენი ყურით მოვისმინეთ.
21
თუ არის ამ ქვეყნად თუნდაც ერთი ხალხი შენი ერის, ისრაელის, მსგავსი, რომელსაც მოვლენოდეს ღმერთი, რომ თავისთვის გამოესყიდოს იგი, რომ ექციოს თავის ერად, რომ სახელოვანი გაეხადოს და ჩაედინოს დიადი და საკვირველი ამბები, ხალხების განდევნით შენი ერის წინაშე, რომელიც გამოიხსენ ეგვიპტიდან და ხალხებისაგან?
22
შენ შეჰქმენ შენი ერი, ისრაელი, რომ შენი ერი ყოფილიყო უკუნისამდე და შენ, უფალო, მათი ღმერთი ყოფილიყავი.
23
ახლა კი, უფალო, ეს სიტყვა, რომელიც თქვი შენს მსახურზე და მის სახლზე, განმტკიცდეს უკუნისამდე, და ქენი ისე, როგორც ნაბრძანები გაქვს.
24
განმტკიცდეს და იდიდოს შენმა სახელმა უკუნისამდე, რათა თქვან: ‘ცაბაოთ უფალი, ღმერთი ისრაელისა, ღმერთობს ისრაელზე!’ და შენი მსახურის, დავითის სახლი მტკიცე იყოს შენს წინაშე,
25
რადგან შენ გამოუცხადე, ღმერთო, შენს მსახურს, სახლს აგიშენებო. ამიტომ გაუწია გულმა შენს მსახურს ელოცა შენს მიმართ.
26
ახლა, უფალო, ღმერთი ხარ შენ და სასიკეთოდ ელაპარაკე შენს მსახურს.
27
ახლა შენ დალოცე შენი მსახურის სახლი, რათა საუკუნოდ იყოს შენს წინაშე, რადგან შენ აკურთხე, უფალო, და კურთხეული იქნება საუკუნოდ.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29