bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Chronicles 11
1 Chronicles 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 12 →
1
შეიკრიბა მთელი ისრაელი დავითთან ხებრონში და უთხრეს: „აჰა, შენი სისხლი და ხორცი ვართ.
2
გუშინაც და იმის უწინაც, როცა საული მეფობდა, შენ გამოგყავდა და შეგყავდა ისრაელი, უფალმა, შენმა ღმერთმა, გითხრა: შენ დამწყემსავო ჩემს ერს, ისრაელს, შენ იქნებიო ჩემი ერის, ისრაელის, მთავარი.“
3
და მოვიდა ისრაელის მთელი უხუცესობა მეფესთან ხებრონში და შეკრა დავითმა მათთან კავშირი ხებრონში უფლის წინაშე, და სცხეს დავითს მეფედ ისრაელზე უფლის სიტყვისამებრ სამუელის ხელით.
4
და გაილაშქრეს დავითმა და ისრაელიანთ იერუსალიმისკენ, ანუ იებუსისკენ. იქ იყვნენ იებუსელნი, იმ ქვეყნის მკვიდრნი.
5
და უთხრეს იებუსის მკვიდრებმა დავითს: აქ ვერ შემოხვალო. მაგრამ აიღო დავითმა სიონის ციხესიმაგრე, რომელიც დავითის ქალაქია.
6
და თქვა დავითმა: „ვინც პირველი შემუსრავს იებუსელთ, ის იქნება თავკაცი და მხედართმთავარი.“ ყველაზე უწინ ცერუიას ძე, იოაბი ავიდა და გახდა მთავარი.
7
და დადგა დავითი იმ ციხესიმაგრეში. ამიტომ უწოდეს მას დავითის ქალაქი.
8
მან შემოაშენა ქალაქი გარშემო – მილოდან შემოგარენამდე. იოაბმა კი დანარჩენი ქალაქი აღადგინა.
9
და სულ მაღლა და მაღლა მიდიოდა დავითი და ცაბაოთ უფალი იყო მასთან.
10
აჰა, დავითის მოყმეთა მთავარნი, რომელნიც მხარს უმაგრებდნენ მას მის სამეფოში, ისრაელთან ერთად, მის გასამეფებლად, უფლის სიტყვისამებრ.
11
აჰა, დავითის მოყმეთა რიცხვი: იაშობეყამ ხაქმონის ძე, ოცდაათეულის თავკაცი. მან თავისი შუბით ერთ ჯერზე 300 კაცი მოკლა;
12
მას შემდეგ ელეაზარი, ძე დოდო ახოხელისა, ერთ-ერთი იმ სამ მოყმეთაგანი,
13
რომლებიც დავითს ახლდნენ ფეს-დამიმში, სადაც ფილისტიმელნი საომრად შეიყარნენ. იყო იქ ნაქერალი. და როცა უკუიქცა ხალხი ფილისტიმელთაგან,
14
ისინი ჩადგნენ შუა მინდორში, ებრძოდნენ ფილისტიმელთ, დაიცვეს მინდორი – დიდი გამარჯვება მოუტანა მათ უფალმა.
15
30 თავკაციდან ეს სამნი ავიდნენ კლდეზე დავითთან, ყადულამის გამოქვაბულში. ხოლო ფილისტიმელთა ურდო რეფაიმის ველზე იყო დაბანაკებული.
16
მაშინ დავითი საფარში იყო, ხოლო ფილისტიმელთა მეციხოვნე ბანაკი ბეთლემში იდგა.
17
და მოსწყურდა დავითს და თქვა: „ვინ შემასმევს ბეთლემის ჭის წყალს, კარიბჭესთან რომ არის?“
18
და გაარღვია ამ სამმა ფილისტიმელთა ბანაკი, და ამოიღეს წყალი ბეთლემის ჭიდან, კარიბჭესთან რომ არის, წამოიღეს და დავითს მიუტანეს. არ ინდომა დავითმა მისი შესმა და უფალს დაუღვარა.
19
და თქვა: „შორს ჩემგან, ღმერთო, ასეთი საქმე! ნუმც შემესვას ამ ვაჟკაცთა სისხლი, თავის გასაწირად რომ წავიდნენ!“ და აღარ ინდომა დავითმა წყლის დალევა. ასე მოიქცა ეს სამი მოყმე.
20
აბიშაი, იოაბის ძმა, ამ ოცდაათში პირველი იყო. მან 300 კაცს შეერკინა თავისი შუბით და ერთიანად განგმირა. მას მეტი სახელი ჰქონდა ამ ოცდაათში,
21
მათზე მეტად იყო პატივდებული და მათ მეთაურობდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა.
22
ბენაია იეჰოიადაყის ძე მაგარი ვაჟკაცი იყო, დიდ საქმეთა მოქმედი, იგი კაბცეელიდან. იყო. მან დაამარცხა ორი მოაბელი ლომკაცი; თოვლი რომ მოვიდა, იმ დღეს ორმოში ლომს ჩაუხტა და მოკლა.
23
მანვე მოკლა ეგვიპტელი კაცი, ხუთი წყრთის სიმაღლისა, რომელსაც საქსელავი ღერძის სისხო შუბი ეჭირა. ის კეტით მიუხტა ეგვიპტელს, ხელიდან გამოსტაცა შუბი და მისივე შუბით განგმირა.
24
ეს გააკეთა ბენაია იეჰოიადაყის ძემ და სახელი მოიხვეჭა ოცდაათ მოყმეს შორის.
25
ოცდაათისგან გამოირჩეოდა, მაგრამ იმ სამს ვერ უტოლდებოდა; დავითმა ის თავის მცველთა მეთაურად დანიშნა.
26
მებრძოლთა მეთაურები იყვნენ: ყასაელი, იოაბის ძმა, ელხანანი, ბეთლემელი დოდოს ძე,
27
შამოთ ჰარორელი, ხელეც ფელონელი,
28
ყირა, ყიკეშის ძე, თეკოაყელი, აბიყეზერ ყანათოთელი,
29
სიბექაი ხუშათელი, ყილაი ახოხელი,
30
მაჰარაი ნეტოფათელი, ხელედ ბაყანას ძე, ნეტოფათელი,
31
ითაი, რიბაის ძე, ბენიამინის გიბყადან, ბენაია ფირყათონელი,
32
ხურაი გაყაშის ხევიდან, აბიელ ყარბათელი,
33
ყაზმავეთ ბახარუმელი, ელიახბა შაყალბონელი.
34
ჰაშემ გიზონელის ძენი; იონათან შაგეს ძე, ჰარარელი,
35
ახიამ საქარის ძე, ჰარარელი, ელიფალ ურის ძე,
36
ხეფერ მექერათელი, ახია ფელონელი,
37
ხეცრო ქარმელელი, ნაყარაი ეზბაის ძე,
38
იოელ, ნათანის ძმა, მიბხარ ჰაგრის ძე,
39
ცელეკ ყამონელი, ნახარაი ბეროთელი, იოაბ ცერუიას ძის საჭურველთმტვირთველი,
40
ყირა ითრელი, გარებ ითრელი,
41
ურია ხეთელი, ზაბად ახლაის ძე,
42
ყადინა შიზას ძე, რეუბენელი, რეუბენის ძეთა თავკაცი, და 30 მასთან ერთად.
43
ხანან მაყაქას ძე, იოშაფატ მითნელი,
44
ყუზია ყაშთერათელი, შამაყი და იეყიელი – ხოთამის ძენი – ყაროყერელნი.
45
იედიყაელ შიმრის ძე, მისი ძმა იოხა, მისი ძმა თიციელი,
46
ელიელ მახაველი, იერიბაი, იოშავია – ელნაყამის ძენი – და ითმა მოაბელი.
47
ელიელი, ყობედი, იაყასიელ მეცობაელი.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 25
Chapter 26
Chapter 27
Chapter 28
Chapter 29
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29