bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 10
1 Kings 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 11 →
1
მისწვდა შებას დედოფალს სოლომონის ამბავი, უფლის სადიდებელი, და მოვიდა, რომ გამოცანებით გამოეცადა იგი.
2
მოვიდა იერუსალიმში დიდი ამალით, აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები. და მოვიდა სოლომონთან და ემასლაათა ყველაფერზე, რაც გულში ჰქონდა.
3
ყველა კითხვაზე გასცა პასუხი სოლომონმა. არაფერი იყო მეფისთვის დაფარული, რომ უპასუხოდ დაეტოვებინა იგი.
4
ნახა შებას დედოფალმა სოლომონის მთელი სიბრძნე, და ნახა მისი აშენებული სახლი;
5
მისი სუფრის სანოვაგე; მის მსახურთა გალიაკები, მათი ჩასაცმელ-დასახურავი, მათი წესი და რიგი; მისი მწდენი; მისი სრულადდასაწველი მსხვერპლი, რომელსაც აღავლენდა უფლის სახლში და გაოგნებულმა
6
უთხრა მეფეს: „მართალი ყოფილა, რაც ჩემს ქვეყანაში მქონდა გაგონილი შენს საქმეებსა და შენს სიბრძნეზე.
7
სიტყვების არ მჯეროდა, ვიდრე თავად არ მოვედი და ჩემი თვალით არ ვიხილე. აჰა, თურმე ნახევარიც კი არ უთქვამთ ჩემთვის. უფრო მეტი სიბრძნე და დოვლათი გქონია, ვიდრე გამეგონა.
8
ბედნიერია შენი ხალხი. ბედნიერები არიან ეს შენი მსახურნი, მუდამ შენს წინაშე რომ დგანან და ისმენენ შენს სიბრძნეს.
9
კურთხეულ იყოს უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც მოგისურვა, რათა ისრაელის ტახტზე დაესვი. უფალს, საუკუნო სიყვარულის გამო ისრაელისადმი, დაუდგენიხარ მეფედ სამართლისა და სიმართლის გასაჩენად.“
10
და უბოძა მეფეს 120 ტალანტი ოქრო, დიდძალი ნელსაცხებელი და ძვირფასი თვლები. მეტჯერ აღარ შემოსულა იმდენი ნელსაცხებელი, რამდენიც შებას დედოფალმა უბოძა მეფე სოლომონს.
11
ხირამის ხომალდმაც, რომელიც ოქროს ეზიდებოდა ოფირიდან, მოიტანა ოფირიდანვე დიდძალი სანდალოზის ხე და თვალ-მარგალიტი.
12
და გაუკეთა მეფემ სანდალოზის ხის მოაჯირები უფლის ტაძარსა და მეფის სასახლეს; გააკეთა ებნები და ქნარები მგალობელთათვის. მეტად აღარ შემოუტანიათ და მას მერე არავის უნახავს იმდენი სანდალოზის ხე.
13
და მისცა მეფე სოლომონმა შებას დედოფალს ყველაფერი, რაც კი მან ინება და სთხოვა, გარდა იმისა, რაც თავისით ჰქონდა ნაჩუქარი, როგორც მეფე სოლომონს ეკადრებოდა. და უკან გაბრუნდა და წავიდა იგი თავის ქვეყანაში თავის მსახურებთან ერთად.
14
666 ტალანტი ოქრო შემოსდიოდა სოლომონს ყოველწლიურად,
15
იმას გარდა, რაც შემოდიოდა მოქარავნეთაგან, ვაჭართაგან, არაბთა მეფეებისა და მხარეთა განმგებლებისაგან.
16
და გააკეთა მეფე სოლომონმა 200 დიდი ფარი ოქროთი ნაჭედი. 600 შეკელი ოქრო დაიხარჯა თითოეულ ფარზე.
17
და 300 პატარა ფარი ოქროთი ნაჭედი, სამი მანა ოქრო დასჭირდა თითოეულ ფარს. და დააწყო ისინი მეფემ ლიბანის მაღნარის სახლში.
18
და გააკეთა მეფემ სპილოს ძვლისაგან დიდი ტახტი და ხალასი ოქროთი დაფერა.
19
ექვსი საფეხური ჰქონდა ტახტს, საზურგეს ზემოდან მომრგვალებული იყო, საჯდომის ორსავე მხარეს სანიდაყვეები ჰქონდა, ხოლო სანიდაყვეებს ორი ლომი ედგა გვერდით.
20
ექვს საფეხურზე, აქეთ-იქით, სხვა 12 ლომი იდგა. არც ერთ სამეფოში არ ყოფილა ამის მსგავსი რამ.
21
სოლომონის ყველა სასმისი ოქროსი იყო, ლიბანის მაღნარის სახლში მთელი ჭურჭელი სუფთა ოქროსი იყო; ვერცხლისა არაფერი იყო, რადგან ვერცხლი არაფრად მიაჩნდათ სოლომონის დროს.
22
რადგან მეფის თარშიშული ხომალდები ხირამის ხომალდებთან ერთად გადიოდნენ ზღვაში. სამ წელიწადში ერთხელ შემოდიოდნენ თარშიშული ხომალდები და მოჰქონდათ ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი, და მოჰყავდათ ყაფუზუნები და ფარშევანგები.
23
ქვეყნიერების ყველა მეფეს აღემატებოდა მეფე სოლომონი დოვლათითა და სიბრძნით.
24
მთელი ქვეყანა ესწრაფოდა სოლომონის ნახვას, რომ მოესმინათ მისი სიბრძნე, რომელიც გულში ჩაუდო ღმერთმა.
25
ყველას თავისი ძღვენი მოჰქონდა: ოქროს ჭურჭელი და ვერცხლის ჭურჭელი, შესამოსელი, საჭურველი, ნელსაცხებლები, ცხენები და ჯორები, ასე იყო წლიდან წლამდე.
26
თავი მოუყარა სოლომონმა ეტლებსა და ცხენოსნებს; და ჰყავდა 1400 ეტლი და 12 ათასი ცხენოსანი. განალაგა ისინი ეტლების სადგომ ქალაქებსა და იერუსალიმში, თავისთან.
27
მეფემ ისე გააკეთა, რომ ვერცხლი იერუსალიმში ქვასავით ეყარა, ხოლო კედარი – სიკომორივით, შეფელაში რომ ხარობს.
28
სოლომონის ცხენები ეგვიპტიდან და კევედან იყო მოყვანილი, მეფის ვაჭრები ყიდულობდნენ კევეში ფულით.
29
ეტლები 600 შეკელ ვერცხლად ამოჰქონდათ ეგვიპტიდან, ხოლო ცხენები – 150 ვერცხლად. ასევე მიჰქონდათ თავიანთი ხელით ეს ყოველივე ხეთელთა და არამის მეფეებისთვისაც.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22