bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 9
1 Kings 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 10 →
1
როცა დაასრულა სოლომონმა უფლის ტაძრისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
2
მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გიბეონში გამოეცხადა.
3
და უთხრა უფალმა: „შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი. მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე. ჩემი თვალი და გული სამარადჟამოდ აქ იქნება.
4
შენ კი, თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა წმიდა გულითა და სიმართლით, ყველაფერს აღასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
5
მაშინ მე განვამტკიცებ შენს ტახტს ისრაელში საუკუნოდ, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის მითქვამს: არ დაილევა-მეთქი შენგან ისრაელის ტახტზე მჯდომელი.
6
მაგრამ თუ განმიდგებით თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს ბრძანებებს და წესებს, მე რომ მოგეცით, შეუდგებით უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
7
მაშინ მე აღვგვი ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მას მივეცი, მოვიშორებ სახლს, რომელიც ჩემს სახელზე ვაკურთხე, და ისრაელი სხვა ხალხების საიგავო და დასაცინი გახდება.
8
ყველა, ვინც ჩაუვლის ამ მაღალ სახლს, შეძრწუნდება და დაუსტვენს და იტყვის: ასე რატომ მოექცაო უფალი ამ ქვეყანას და ამ ტაძარს?
9
და ეტყვიან: ‘იმად, რომ დაივიწყეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა მათი მამები, სხვა ღმერთებს მოეჭიდნენ, და თაყვანს მათ სცემდნენ და ემსახურებოდნენ, – ამიტომ დააწია უფალმა ყველა ეს უბედურება.’“
10
20 წლის თავზე დაასრულა სოლომონმა ორი სახლის – უფლის ტაძრისა და მეფის სახლის – შენება,
11
მშენებლობისთვის ხირამი, ცორის მეფე, უგზავნიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხე-ტყეს და ოქროს, მისი სურვილისამებრ. და მისცა მეფე სოლომონმა ხირამს 20 ქალაქი გალილეის მხარეში.
12
გავიდა ხირამი ცორიდან სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
13
და თქვა: „ეს რა ქალაქები მოგიცია, ძმაო?“ და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა; და ასე ეწოდება მათ დღემდე.
14
და მოართვა ხირამმა მეფეს 120 ტალანტი ოქრო.
15
ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის ტაძრის, თავისი სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის შენებისთვის.
16
და ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და გადაწვა ცეცხლით. და ამოხოცა ქანაანელები, ქალაქში მცხოვრებნი, ხოლო იგი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
17
და ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
18
ბაყალათი, თამარი ქვეყნის უდაბნოში,
19
სამარაგო ქალაქები, რომლებიც კი სოლომონს ჰქონდა, მეეტლეთა ქალაქები, მხედრიონთა ქალაქები, და ყველაფერი, რისი აშენებაც სურდა იერუსალიმსა და ლიბანში, და მთელ თავის სამფლობელოში.
20
მთელი ხალხი, ვინც კი დარჩა ამორეველთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომელიც არ იყო ისრაელიანთა მოდგმისა,
21
მათი შთამომავლები, მათს შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში და არ გაუწყვეტიათ ისრაელიანთ, ბეგარაზე მომუშავეებად განაწესა სოლომონმა და ასე არიან დღემდე.
22
ისრაელიანთაგან არავისთვის დაუდვია სოლომონს ბეგარა, რადგან მეომრებად ჰყავდა ისინი, თავის მსახურებად, მეთაურებად და მხედართმთავრებად, თავისი ეტლებისა და მხედრობის მეთაურებად.
23
550 კაცი ჰყავდა სოლომონს სამუშაოების ზედამხედველებად, რომელნიც უძღვებოდნენ მუშა ხალხს.
24
ფარაონის ასული ავიდა დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა მას სოლომონმა; შემდეგ ააშენა მან მილო.
25
წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი სრულადდასაწველ და სამშვიდობო მსხვერპლს სამსხვერპლოზე, რომელიც უფალს აუშენა, და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. და ასე დასრულდა სახლის შენება.
26
ხომალდი ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, მეწამული ზღვის ნაპირას, ედომის ქვეყანაში.
27
და გაგზავნა ხირამმა ხომალდით თავისი მსახურნი, ხომალდის ოსტატები, ზღვის მცოდნენი სოლომონის მსახურებთან ერთად;
28
და მივიდნენ ისინი ოფირში და წამოიღეს იქიდან 420 ტალანტი ოქრო და მოართვეს მეფე სოლომონს.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22