bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 6
1 Kings 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 7 →
1
ისრაელიანთა ეგვიპტიდან გამოსვლის ოთხასმეოთხმოცე წელს, ისრაელზე სოლომონის მეფობის მეოთხე წელს, ზივის თვეში, რომელიც არის მეორე თვე, სოლომონი შეუდგა უფლის ტაძრის შენებას.
2
სახლი, რომელსაც სოლომონი უშენებდა უფალს, სიგრძით 60 წყრთა იყო, სიგანით – 20 წყრთა, სიმაღლით – 30 წყრთა.
3
ტაძრის წინა დერეფანი სიგრძით 20 წყრთა იყო, ტაძრის სიგანის შესაბამისად, ხოლო სიგანე – ათი წყრთა.
4
და გაუკეთა სახლს ცხაურიანი, ყრუ სარკმლები.
5
მიადგა სახლის კედლებს ირგვლივ სართულები, ტაძრისა და დაბირის ირგვლივ კედელი შემოარტყა და მის მთელს სიგრძეზე სენაკები ჩააშენა.
6
ქვედა სართული ხუთი წყრთა იყო სიგანით, შუა – ექვსი წყრთა სიგანით, ხოლო მესამე – შვიდი წყრთა სიგანით, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ სახლის კედლებს ხარაჩოები არ მიჰკარებოდა.
7
სახლს ზოდებად მოჭრილი ქვით აშენებდნენ. შენებისას არც ჩაქუჩის, არც კვერის და არც სხვა რაიმე რკინის იარაღის ხმა არ ისმოდა შენებისას.
8
შუა სართულზე ასასვლელი სახლს მარჯვენა ფრთაზე ჰქონდა. დახვეული კიბით ადიოდნენ შუამდე და შუადან – მესამეზე.
9
და დაასრულა ტაძრის შენება და კედარის ფიცრითა და კოჭებით გადახურა სახლი.
10
სართულები მიუშენა მთელ ტაძარს, თითო ხუთი წყრთის სიმაღლისა, და კედარის ძელებით მიამაგრა სახლს.
11
და გამოეცხადა სოლომონს უფლის სიტყვა და უთხრა:
12
„აჰა, შენ აშენებ ამ სახლს; და თუ ივლი ჩემს წესზე და ჩემს სამართალს გააჩენ, დაიცავ და გაჰყვები ჩემს ბრძანებებს, მაშინ შეგისრულებ სიტყვას, რომელიც დავითს, მამაშენს მივეცი,
13
და დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არ მივატოვებ ჩემს ერს, ისრაელს.“
14
და აგებდა სოლომონი სახლს და დაასრულა იგი.
15
კედარის ფიცრებით მოაპირკეთა სახლის კედლები შიგნიდან – იატაკიდან ჭერამდე; ლამფა ხისა გააკრა და იატაკი კვიპაროსის ფიცრისა დააგო.
16
ტაძრის უკანა მხარეს, გვერდითი კედლიდან ოც წყრთაზე გააკეთა შუა კედელი, და ააკრა კედლებსა და ჭერს კედარის ფიცარი და განაკუთვნა იგი დაბირისთვის, წმიდათა წმიდისათვის.
17
40 წყრთა იყო სახლი, ანუ ტაძრის ნაწილი დაბირის წინ.
18
სახლის შიგნით, კედარის ფიცრებზე კიტრები და გაშლილი ყვავილები იყო ამოჩუქურთმებული. იქ ყველაფერი კედრით იყო დაფარული, ქვა არ ჩანდა.
19
შუა სახლში მოაწყო დაბირი, რომ იქ უფლის აღთქმის კიდობანი დაედგა.
20
დაბირის სიგრძე 20 წყრთა იყო, სიგანე – 20 წყრთა, სიმაღლე – 20 წყრთა. წმიდა ოქროთი მოჭედა იგი, ოქროთივე მოჭედა კედარის სამსხვერპლო.
21
და მოჭედა შიგნიდან სახლი წმიდა ოქროთი სოლომონმა, და გადაჭიმა ოქროს ჯაჭვები დაბირის წინ, რომელიც ოქროთი მოჭედა.
22
სახლი მთლიანად ოქროთი მოჭედა, სახლი და მთელი სამსხვერპლო, დაბირის წინ რომ იდგა, ოქროთი მოჭედა
23
და გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, სიმაღლით თითოეული ათი წყრთა იყო.
24
ერთი ფრთა ხუთი წყრთა ჰქონდა ქერუბიმს, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა. ათი წყრთა იყო ერთი ფრთის ბოლოდან მეორე ფრთის ბოლომდე.
25
ათი წყრთა იყო მეორე ქერუბიმიც. ორივე ქერუბიმს ერთი ზომა და ერთი სახე ჰქონდა.
26
ერთი ქერუბიმის სიმაღლე ათი წყრთა იყო, ასევე მეორე ქერუბიმისაც.
27
დადგა ქერუბიმები შიდა სახლის შუაგულში. გაშლილი ჰქონდათ ფრთები ქერუბიმებს, ერთი ქერუბიმის ფრთა ერთ კედელს სწვდებოდა, მეორე ქერუბიმისა – მეორე კედელს, ხოლო სახლის შუაგულისკენ მიმართული მათი ფრთები ერთმანეთს ეხებოდნენ.
28
ოქროთი მოჭედა ქერუბიმები.
29
სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ – შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი ამოაჩუქურთმა.
30
სახლის იატაკიც ოქროთი მოჭედა, შიგნითაც და გარეთაც.
31
დაბირში შესასვლელად გააკეთა ზეთისხილის ხის კარედი, რომლის ჩარჩო და წირთხლები კედლის სიმაღლის მეხუთედი იყო.
32
ზეთისხილის ხის ორ კარედზე ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები ამოაჩუქურთმა და ოქროთი მოჭედა. მოჭედა ქერუბიმებიც და ფინიკის ხეებიც.
33
ტაძრის შესასვლელთანაც ასევე გააკეთა ზეთისხილის ხის ოთხკუთხა წირთხლები.
34
და კვიპაროსის ხის ორი კარედი. ერთი კარედის ორივე ფრთა იკეცებოდა, მეორე კარედის ორივე ფრთაც იკეცებოდა.
35
და ამოაჩუქურთმა ქერუბიმები, ფინიკის ხეები და გაშლილი ყვავილები და ოქროთი დაფერა ჩუქურთმის ღარები.
36
და მოაწყო შიდა ეზო სამი წყება თლილი ქვისა და ერთი წყება კედარის ძელებისაგან.
37
მეოთხე წელს, ზივის თვეში ჩაყარეს უფლის ტაძრის საძირკველი.
38
მეთერთმეტე წელს, ბულის თვეში, რომელიც არის მერვე თვე, გაასრულა სახლი ყოველი წესისა და რიგის მიხედვით. შვიდ წელიწადს აშენებდა სახლს.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22