bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 5
1 Kings 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 6 →
1
და გაუგზავნა ხირამმა, ცორის მეფემ, თავისი მსახურნი სოლომონს, რადგან გაიგო, რომ იგი სცხეს მეფედ მამამისის ნაცვლად; ხოლო ხირამი მთელი სიცოცხლის მანძილზე დავითთან მეგობრობდა.
2
და შეუთვალა სოლომონმა ხირამს:
3
„შენ იცი, რომ მამაჩემმა დავითმა ვერ შეძლო აეშენებინა სახლი უფლის, თავისი ღმერთის სახელზე, რადგან მტერი ეხვია გარს, ვიდრე უფალმა მის ფერხთა ქვეშ არ დათრგუნა ისინი.
4
ახლა კი ჩამოაგდო ირგვლივ მშვიდობა უფალმა, ჩემმა ღმერთმა, აღარ მყავს მოწინააღმდეგე და არც ხიფათი მელის რაიმე.
5
და, აჰა, ვფიქრობ, ავაშენო სახლი უფლის, ჩემი ღვთის სახელზე, როგორც ნათქვამი აქვს მამაჩემისთვის უფალს: შენი ვაჟიშვილი, ვისაც შენს ნაცვლად ტახტზე დავსვამ, ის ამიშენებსო ჩემს სახელზე სახლს.
6
ახლა ბრძანე, რომ კედარის ხე-ტყე მომიჭრან ლიბანში, ჩემი მსახურნი შენს მსახურებთან ერთად იქნებიან, და მე მოგცემ შენს მსახურთა გასამრჯელოს, რამდენსაც მეტყვი, რადგან იცი შენ, რომ ციდონელებივით ჩვენში ხე-ტყეს ვერავინ ჭრის.“
7
როცა გაიგო ხირამმა სოლომონის სიტყვები, დიდად გაიხარა და თქვა: „აწ კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მისცა დავითს ბრძენი შვილი ამოდენი ხალხის სამართავად.“
8
და შეატყობინა ხირამმა სოლომონს: „მოვისმინე, რაც შემომითვალე; შეგისრულებ კედარისა და კვიპაროსის ხე-ტყის სურვილს.
9
ჩემი მსახურნი ჩამოზიდავენ ლიბანიდან ზღვამდე, და ტივებად დავაცურებ ზღვით იმ ადგილამდე, სადაც დამითქვამ. იქ დავშლით ტივებს და იქიდან გაზიდავთ. ოღონდ შენ შემისრულე სურვილი: სარჩოთი მომიმარაგე სახლი.“
10
და უგზავნიდა ხირამი სოლომონს მისი სურვილის თანახმად კედარისა და კვიპაროსის ხე-ტყეს.
11
ხოლო სოლომონი უგზავნიდა ხირამს 20 ათას ქორ ხორბალს მისი სახლის სარჩოდ და ოც ქორ ზეითუნის დაწმენდილ ზეთს. ამას უგზავნიდა სოლომონი ხირამს წლიდან წლამდე.
12
და მისცა უფალმა სიბრძნე სოლომონს, აღთქმისამებრ. მშვიდობა სუფევდა ხირამსა და სოლომონს შორის, და კავშირი შეკრეს მათ ერთმანეთთან.
13
და დაადო ბეგარა სოლომონმა მთელს ისრაელს; 30 ათასი კაცი გაჰყავდა ბეგარაზე.
14
და აგზავნიდა მათ ლიბანში – თვეში 10 ათას კაცს, მორიგეობით. ერთ თვეს ლიბანში იყვნენ, ორ თვეს – თავის სახლებში. ადონირამი განაგებდა ბეგარას.
15
სოლომონს ჰყავდა 70 ათასი მტვირთავი და 80 ათასი ქვის მჭრელი მთაში,
16
გარდა 3300 თავკაცისა, რომლებიც სამუშაოებზე ჰყავდა მიჩენილი სოლომონს მუშების ზედამხედველებად.
17
და ბრძანა მეფემ, რომ მოეზიდათ და დიდი, გათლილი ქვებით ჩაეყარათ სახლის საძირკველი.
18
და თლიდნენ სოლომონის ხელოსნები, ხირამის ხელოსნები და გებალელები, და ამზადებდნენ ხე-ტყესა და ქვას სახლის ასაგებად.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22