bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 11
1 Kings 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 12 →
1
გარდა ფარაონის ასულისა, მეფე სოლომონმა შეიყვარა მრავალი უცხოელი ქალი – მოაბელები, ყამონელები, ედომელები, ციდონელები და ხეთელები –
2
იმ ხალხთა ქალები, რომელთა შესახებ ნაბრძანები ჰქონდა უფალს ისრაელიანთათვის: „ნუ შეხვალთ მათთან და ნურც ისინი შემოვლენ თქვენთან, თორემ უეჭველად მიდრეკენ თქვენს გულებს თავიანთი ღმერთებისაკენ.“ მათ მიეწება სოლომონი სიყვარულით.
3
და ჰყავდა 700 ცოლი დედოფლად და 300 ხარჭა. და გარყვნეს მისი გული ცოლებმა.
4
და როცა ხანში შევიდა, მიდრიკეს მისი გული მისმა ცოლებმა უცხო ღმერთებისაკენ. და ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი, როგორც მამამისის, დავითის გული.
5
და შეუდგა სოლომონი ციდონელთა ღმერთის – ყაშთორეთის და ყამონელთა სიბილწის – მილქომის კვალს.
6
ბოროტებას სჩადიოდა სოლომონი უფლის თვალში და ისე არ ერთგულებდა უფალს, როგორც მამამისი დავითი.
7
მაშინ აუგო სოლომონმა სამსხვერპლო ქემოშს, მოაბის სიბილწეს, მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ, და მოლეხს, ყამონიანთა სიბილწეს.
8
ასევე მოიქცა ყველა თავისი უცხოელი ცოლის გამო, რომელნიც უკმევდნენ და მსხვერპლს სწირავდნენ თავ-თავიანთ ღმერთებს.
9
და განურისხდა უფალი სოლომონს, რადგან გული აიცრუა მან უფალზე, ისრაელის ღმერთზე, რომელიც ორჯერ გამოეცხადა მას,
10
და უბრძანა, არ დასდგომოდა უცხო ღმერთების კვალს, მაგრამ არ შეასრულა მან უფლის ბრძანება.
11
და უთხრა უფალმა სოლომონს: „იმის გამო, რომ ასე იქცევი: არ ასრულებ ჩემს აღთქმას და წესებს, რომლებიც გამცნე, წაგართმევ სამეფოს და მივცემ შენს მსახურს;
12
ოღონდ შენს სიცოცხლეში არ გავაკეთებ ამას მამაშენის, დავითის გამო. შენს შვილს კი გამოვგლეჯ ხელიდან.
13
მაგრამ მთელს სამეფოს არ გამოვგლეჯ; ერთ ტომს შენს შვილს დავუტოვებ დავითის, ჩემი მსახურის გამო და იერუსალიმის გამო, რომელიც მე ავირჩიე.“
14
და გაუჩინა უფალმა მტერი სოლომონს – ედომელი ჰადადი, ედომის მეფეთა მოდგმისა.
15
როცა დავითი ედომში იყო, და როცა მხედართმთავარი იოაბი ამოვიდა დახოცილთა დასამარხად და ერთიანად გაწყვიტა მამაკაცები ედომში, –
16
რადგან ექვს თვეს დარჩნენ იქ იოაბი და ისრაელიანები, ვიდრე არ მოსპეს მამაკაცის სახსენებელი ედომში, –
17
მაშინ გაიქცა ეს ჰადადი ეგვიპტეში, და მასთან ერთად რამდენიმე ედომელი, მამამისის მსახურნი; ჰადადი მაშინ პატარა ბიჭი იყო.
18
და აიყარნენ მიდიანიდან და მივიდნენ ფარანს, და წაიყვანეს ფარანიდან ხალხი და მივიდნენ ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან. ჰადადი შევიდა ფარაონთან, და მისცა მან სახლი და მიწა მას, და სარჩოც დაუნიშნა.
19
და დიდი მადლი ჰპოვა ჰადადმა ფარაონის თვალში, ისე რომ მან მიათხოვა ცოლად თავისი ცოლისდა, დედოფალ თახფენესის და.
20
და უშვა მას თახფენესის დამ ვაჟი – გენუბათი. თახფენესმა ბავშვი ფარაონის სახლში გაზარდა. და ცხოვრობდა გენუბათი ფარაონის შვილებთან ერთად.
21
და როცა მიუვიდა ამბავი ეგვიპტეში ჰადადს, რომ განისვენა დავითმა თავის მამებთან, და რომ მოკვდა მხედართმთავარი იოაბი, უთხრა ჰადადმა ფარაონს: გამიშვი, ჩემს ქვეყანაში წავალო.
22
და უთხრა ფარაონმა: „რა გაკლია ჩემთან, შენს ქვეყანაში რომ განიზრახეო წასვლა?“ და მიუგო მან: „არაფერი, მაგრამ მაინც გამიშვი.“
23
კიდევ გაუჩინა სოლომონს ღმერთმა მტერი – რეზონი, ძე ელიადაყისა, რომელიც გაექცა თავის ხელმწიფეს, ცობას მეფე ჰადადყეზერს.
24
შემოიკრიბა ხალხი და გახდა მძარცველთა მეთაური, ხოლო მას შემდეგ, რაც დავითმა ჰადადყეზერს სძლია, რეზონი დამასკოში გაეშურა, აიღო ის და დამასკოს მეფე გახდა.
25
ისრაელის მტერი იყო იგი სოლომონის სიცოცხლეში, იმ ხანად, როცა ისრაელს ჰადადიც მტრობდა. მას სძულდა ისრაელი და არამზე მეფობდა.
26
იერობოყამ ნებატის ძემაც, ეფრათელმა ცერედადან, სოლომონის მსახურმა, რომლის დედა იყო ცერუაყი, ქვრივი ქალი, აღმართა ხელი მეფეზე.
27
აი, რის გამო მოხდა, ხელი რომ აღმართა მეფე სოლომონზე: მილოს აშენებდა სოლომონი, დანგრეულს აღადგენდა დავითის, მამამისის, ქალაქში.
28
მამაცი კაცი იყო იერობოყამი. და დაინახა სოლომონმა, რომ ვარგოდა საქმეში ეს ყმაწვილი, და ზედამხედველად დაუყენა იოსების სახლიდან გამოყვანილ ბეგრის ხალხს.
29
ისე მოხდა იმხანად, რომ გასული იყო იერუსალიმიდან იერობოყამი და შეხვდა გზად შილოელი წინასწარმეტყველი ახია, რომელსაც ახალი მოსასხამი ეხვია. ამ ორის მეტი არავინ იყო მინდვრად.
30
და აიღო ახიამ თავისი ახალი მოსასხამი და თორმეტ ნაჭრად დახია.
31
და უთხრა იერობოყამს: „აიღე შენთვის ათი ნაჭერი, რადგან ასე ბრძანა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე სამეფოს ვგლეჯ სოლომონს ხელიდან და შენ გაძლევ მის ათ შტოს.
32
მას ერთი შტო დარჩება ჩემი მსახურის, დავითის გამო და იერუსალიმის გამო, ქალაქისა, რომელიც ავირჩიე მე ისრაელის ყველა შტოდან.
33
ეს იმიტომ, რომ დამივიწყეს და თაყვანს სცემენ ყაშთორეთს – ციდონელთა ღმერთს, ქემოშს – მოაბის ღმერთს, და მილქომს – ყამონელთა ღმერთს. არ იარეს ჩემს გზაზე, რომ სიმართლე ექნათ ჩემს თვალში, დაეცვათ ჩემი წესი და სამართალი, როგორც მამამისი, დავითი იცავდა.
34
და არ ვგლეჯ ხელიდან მთელს სამეფოს, რადგან მთავრად დავადგინე იგი მთელი მისი სიცოცხლე ჩემი მსახურის, დავითის გულისთვის, რომელიც მე ავირჩიე და რომელიც იცავდა ჩემს მცნებებსა და წესებს.
35
მის შვილს გამოვგლეჯ ხელიდან სამეფოს და შენ მოგცემ მის ათ შტოს.
36
ხოლო მის შვილს ერთ შტოს მივცემ, რათა სამარადჟამოდ დაურჩეს ლამპარი დავითს, ჩემს მსახურს, ჩემს წინაშე, იერუსალიმში, ქალაქში, რომელიც ჩემთვის ავირჩიე ჩემი სახელის იქ დასამკვიდრებლად.
37
ახლა შენ ამყავხარ, რათა იმბრძანებლო ყველაფერზე, რასაც შენი სული მოისურვებს, და რომ ისრაელის მეფე გახდე.
38
და თუ შეისმენ ყველაფერს, რასაც მე გიბრძანებ, და ივლი ჩემს გზაზე, თუ გააკეთებ ჩემს მოსაწონს, დაიცავ ჩემს წესებსა და მცნებებს, როგორც ჩემი მსახური, დავითი აკეთებდა, მაშინ შენთან ვიქნები, აგიშენებ მტკიცე სახლს, როგორც დავითს ავუშენე და მოგცემ ისრაელს.
39
და მოვთრგუნავ ამის გულისთვის დავითის მონაგარს, ოღონდ არა სამარადჟამოდ.’“
40
და ცდილობდა სოლომონი იერობოყამის მოკვლას, მაგრამ ადგა და გაიქცა იერობოყამი ეგვიპტეში, შიშაკთან, ეგვიპტის მეფესთან, და იქ დარჩა სოლომონის სიკვდილამდე.
41
სოლომონის დანარჩენი საქმეები, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, და მისი სიბრძნე, სოლომონის საქმეთა წიგნშია აღწერილი.
42
ხანი სოლომონის მეფობისა იერუსალიმში მთელს ისრაელზე იყო 40 წელი.
43
და განისვენა სოლომონმა თავის მამებთან და დამარხეს დავითის, მამამისის ქალაქში, და გამეფდა მის ნაცვლად მისი ძე რეხობოყამი.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22