bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 17
1 Kings 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 18 →
1
და უთხრა ელია თიშბელმა, გალაადის მცხოვრებმა, ახაბს: „ვფიცავ უფალს, ისრაელის ღმერთს, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ არ იქნება ამ წლებში არც ცვარი და არც წვიმა, თუ არა ჩემი სიტყვით.“
2
და გამოეცხადა უფლის სიტყვა:
3
„წადი აქედან და აღმოსავლეთისაკენ იარე და ჩაიმალე ქერითის ხევში, იორდანეს პირდაპირ რომ არის.
4
ამ ხევის წყალი სვი, ყორნებს კი მე ვუბრძანე, რომ გამოგკვებონ იქ.“
5
წავიდა ის და უფლის სიტყვისამებრ მოიქცა; წავიდა და ჩაჯდა ქერითის ხევში, იორდანეს პირდაპირ რომ არის.
6
და მოჰქონდათ დილა-საღამოს ყორნებს მისთვის პური და ხორცი, წყალს კი ხევისას სვამდა.
7
გამოხდა ხანი და დაშრა ხევი, რადგან წვიმა არ მოდიოდა ქვეყანაზე.
8
და იყო უფლის სიტყვა მის მიმართ:
9
„ადექი და წადი ციდონის ცარეფათში, და იქ დარჩი. მე ერთ იქაურ ქვრივ დედაკაცს შევუთვალე, რომ საჭმელი გაძლიოს.“
10
და ადგა და წავიდა ცარეფათში. ქალაქის კარიბჭეს რომ მიადგა, აჰა, ქვრივი დედაკაცი შეშას აგროვებს. დაუძახა და უთხრა: „ცოტა წყალი მომიტანე ჭურჭლით, რომ დავლიო.“
11
და როცა ის ამოსახაპად წავიდა, მან მიაძახა: პურის ნატეხიც გამოაყოლეო.
12
და თქვა მან: „უფალს, შენს ღმერთს ვფიცავ, რომ ერთი ხმიადიც არ გამაჩნია, მხოლოდ ერთი მუჭა ფქვილი თუ მექნება საფქვილეში და ცოტაოდენი ზეთი – საზეთეში. აგერ, ორ გუდურა ფიჩხს შევაგროვებ, წავალ და გამოვაცხობ ჩემთვის და ჩემი ბიჭისთვის; იმას შევჭამთ და მერე, ალბათ, შიმშილით დავიხოცებით.“
13
და უთხრა ელიამ: „ნუ გეშინია, წადი და, როგორც თქვი, ისე მოიქეცი; ოღონდ ჯერ ჩემთვის გამოაცხვე პატარა ხმიადი და მომიტანე. შენთვის და შენი შვილისთვის მერე გამოაცხობ რამეს,
14
რადგან ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი, ვიდრე უფალი წვიმას არ მოიყვანსო ამ მიწაზე.“
15
და წავიდა დედაკაცი და ისე გააკეთა, როგორც ელიამ უთხრა. და ჭამდა თვითონ, მისი სახლიც და ელიაც ერთხანს.
16
ფქვილი საფქვილეში არ ილეოდა და ზეთი დოქში არ იკლებდა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ელიას პირით.
17
ამ ამბების შემდეგ ავად გახდა იმ დედაკაცის – ოჯახის უფროსის ბიჭი. ძალზე მძიმე იყო მისი სენი, იმდენად რომ, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.
18
და უთხრა დედაკაცმა ელიას: „რა გინდა ჩემგან, ღვთისკაცო? ეტყობა, ჩემი ცოდვების მოსაკითხად და ჩემი ბიჭის მოსაკლავად მოხვედი.“
19
და უთხრა მან დედაკაცს: „მომეცი შენი ვაჟი.“ და უბიდან გამოართვა დედას ბავშვი, და ზემოთვალში აიყვანა, სადაც თვითონ ცხოვრობდა, და თავის საწოლზე დააწვინა.
20
და შეჰღაღადა უფალს და უთხრა: „უფალო, ღმერთო ჩემო! ნუთუ ამ ქვრივ ქალსაც, რომელთანაც მწირადა ვარ, ბოროტს უზამ და შვილს მოუკლავ?“
21
და სამგზის გადაემხო ბავშვს და შეჰღაღადა უფალს: „უფალო, ღმერთო ჩემო! ჩააბრუნე ამ ყრმის სული მასში.“
22
და ისმინა უფალმა ელიას ღაღადი და ჩაბრუნდა ყრმაში მისი სული, და გაცოცხლდა იგი.
23
აიყვანა ელიამ ყრმა და ჩამოიყვანა ზემო თვალიდან, მიაწოდა დედას და უთხრა: „ნახე, ცოცხალია შენი ძე.“
24
და უთხრა დედაკაცმა ელიას: „ახლა კი მივხვდი, რომ ღვთისკაცი ხარ და შენს ბაგეებში ჭეშმარიტად უფლის სიტყვაა.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22