bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 15
1 Kings 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 16 →
1
იერობოყამ ნებატის ძის მეფობის მეთვრამეტე წელს აბიამი გამეფდა იუდაზე.
2
სამ წელიწადს მეფობდა იგი იერუსალიმში. დედამისი იყო მაყაქა, აბესალომის ასული.
3
და დადიოდა ყველა იმ ცოდვით, რასაც მის წინ მამამისი სჩადიოდა, და არ იყო სრულად მინდობილი მისი გული უფლისადმი, როგორც მისი წინაპრის, დავითის გული.
4
უფალმა, მისმა ღმერთმა, დავითის გამო მისცა მას ლამპარი იერუსალიმში, რომ დაუსვა ძე მემკვიდრედ და შეუნარჩუნა იერუსალიმი.
5
რადგანაც სწორად იქცეოდა დავითი უფლის თვალში და მთელს მის სიცოცხლეში არ გადასულა ყოველივე იმას, რაც მან აღუთქვა მას, გარდა ურია ხეთელის ამბისა.
6
გამუდმებული ბრძოლა იყო რეხობოყამსა და იერობოყამს შორის.
7
აბიამის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერელი. ბრძოლა იყო გაჩაღებული აბიამსა და იერობოყამს შორის.
8
და განისვენა აბიამმა თავის მამებთან, და დამარხეს იგი დავითის ქალაქში. მის ნაცვლად მისი ძე – ასა გამეფდა.
9
ისრაელის მეფის, იერობოყამის მეფობის მეოცე წელს იუდაზე გამეფდა ასა
10
და 41 წელიწადს მეფობდა იერუსალიმში. დედამისს, აბესალომის ასულს, მაყაქა ერქვა.
11
უფლის მოსაწონად იქცეოდა ასა დავითის, მამამისის მსგავსად.
12
გაყარა ტაძრის მსიძავნი ქვეყნიდან და ერთიანად მოიშორა კერპები, რომლებიც მის მამებს ჰქონდათ გაკეთებული.
13
თვით დედამისი, მაყაქაც კი ჩამოაშორა დედოფლობას, რადგან კერპი ჰქონდა დადგმული აშერასთვის. აჩეხა ასამ მისი კერპი და კიდრონის ხევში დაწვა.
14
გორაკები კი არ მოუშორებია, თუმცა სრულად იყო ასას გული მინდობილი უფლისადმი მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე.
15
და შეიტანა უფლის სახლში თავისი შეწირული და მამამისის შეწირული ნივთები – ოქრო-ვერცხლი და ჭურჭელი.
16
გამუდმებული ბრძოლა იყო ასასა და ისრაელის მეფე ბაყაშას შორის მთელი მათი სიცოცხლის მანძილზე.
17
და გავიდა ისრაელის მეფე – ბაყაშა იუდას წინააღმდეგ და იწყო რამას შენება, რათა არავინ გამოეშვა ასასგან, იუდას მეფისგან, და არავინ შეეშვა მასთან.
18
და აიღო ასამ მთელი ოქრო-ვერცხლი, რაც კი უფლის ტაძრის საგანძურსა და სამეფო სახლის საგანძურებში იყო დარჩენილი და ხელში მისცა თავის მსახურთ, და გააგზავნა ისინი მეფე ასამ ბენ-ჰადადთან, ხეზიონის ძის, ტაბრიმონის ძესთან, არამის მეფესთან, დამასკოში რომ ცხოვრობდა, და შეუთვალა:
19
იყოს კავშირი მე და შენს შორის, როგორც იყო მამაჩემსა და მამაშენს შორის; აჰა, გიგზავნი ძღვნად ოქრო-ვერცხლს; გაწყვიტე კავშირი ბაყაშასთან, ისრაელის მეფესთან, რათა ჩამომეხსნას.
20
და დაუჯერა ბენ-ჰადადმა მეფე ასას, და გაგზავნა თავისი მხედართმთავრები ისრაელის ქალაქთა წინააღმდეგ. და დალაშქრა ყიონი, დანი, აბელ-ბეთ-მაყაქა, მთელი ქინერეთი და ნაფთალის მთელი მხარე.
21
ეს რომ შეიტყო ბაყაშამ, შეწყვიტა რამას შენება და თირცაში დაბრუნდა.
22
და მოუხმო მეფე ასამ უკლებლივ მთელს იუდას და გაზიდეს რამას ქვები და ხე-ტყე, რასაც სამშენებლოდ იყენებდა ბაყაშა. და ააშენა ამით მეფე ასამ ბენიამინის გებაყი და მიცფა.
23
ასას ყველა დანარჩენი საქმეები და ყველა მისი გმირობა და ყველაფერი, რაც გააკეთა, ქალაქები რომ ააშენა, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი, გარდა იმისა, რომ სიბერეში ფეხები სტკიოდა.
24
განისვენა ასამ თავის მამებთან და დაიმარხა მათ გვერდით დავითის, მამამისის ქალაქში. და მის ნაცვლად მისი ძე – იოშაფატი გამეფდა.
25
ისრაელზე იერობოყამის ძე ნადაბი გამეფდა ასას, იუდას მეფის მეორე წელს, და ორი წელი მეფობდა ისრაელზე.
26
ცუდს აკეთებდა იგი უფლის თვალში, და მიჰყვებოდა მამამისის გზას და მის ცოდვებს, და ისრაელსაც აცდუნებდა.
27
აუჯანყდა მას ბაყაშა, ახიას ძე, ისაქარის სახლის შვილი, და მოკლა იგი ბაყაშამ ფილისტიმის გიბეთონში, როცა ნადაბი და მთელი ისრაელი გიბეთონს ედგნენ ალყად.
28
მოკლა იგი ბაყაშამ იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს და მის ნაცვლად გამეფდა.
29
გამეფდა თუ არა, მუსრი გაავლო იერობოყამის მთელ სახლს. ცოცხალი არავინ დაუტოვა იერობოყამს, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურა, უფლის სიტყვისამებრ, როგორც მან თავისი მსახურის, შილოელი ახიას პირით ბრძანა,
30
იერობოყამის ცოდვების გამო, თვითონ რომ შესცოდა და ისრაელიც აცდუნა, როცა გულისწყრომით აავსო უფალი, ისრაელის ღმერთი.
31
ნადაბის დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეში არის ჩაწერილი.
32
და გამუდმებული ომი იყო ასასა და ისრაელის მეფეს, ბაყაშას შორის.
33
იუდას მეფე ასას მეფობის მესამე წელს გამეფდა ბაყაშა, ახიას ძე მთელს ისრაელზე თირცაში და 24 წელი იმეფა.
34
ბოროტებას სჩადიოდა უფლის თვალში, მიჰყვებოდა იერობოყამის გზას და მის ცოდვებს, და ისრაელსაც აცდუნებდა.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22