bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
1 Kings 2
1 Kings 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 3 →
1
და როცა მოახლოვდა დავითის სიკვდილის დღეები, ეს უანდერძა მან თავის ძეს, სოლომონს:
2
„მე მივდივარ მთელი ქვეყნიერების გზით, განმტკიცდი და მამაცად იყავი;
3
და ემსახურე უფალს, შენს ღმერთს, იარე მის გზებზე, დაიცავი მისი წესები, მისი მცნებანი, მისი სამართალი, მისი მოწმობანი, როგორც წერია მოსეს რჯულში, რათა ხელი მოგემართოს ყველაფერში, რასაც გააკეთებ, და ყველგან, საითკენაც პირს იზამ;
4
რათა აღასრულოს უფალმა ჩემზე ნათქვამი თავისი ყოველი სიტყვა, რომ თუ შენი ძენი დაიცავენო თავიანთ გზას და ჭეშმარიტებით და მთელი გულითა და სულით ივლიან ჩემს წინაშე, არ დაილევაო შენიანი კაცი ისრაელის ტახტზე.
5
შენც იცი, რა გამიკეთა იოაბმა, ცერუიას ძემ; რა გაუკეთა ისრაელის ლაშქრის ორ სარდალს: აბნერ ნერის ძესა და ყამასა იეთერის ძეს; როგორ დახოცა ისინი და მშვიდობის დროს ბრძოლის სისხლი დაღვარა, და უბრალო სისხლით დაისვარა თავისი სარტყელი და ხამლნი.
6
სიბრძნით მოიქეცი და მშვიდობით ნუ ჩაუშვებ მის სიბერეს შავეთში.
7
ხოლო ბარზილაი გალაადელის შვილებს წყალობა მიაგე, თანამეინახეებად გყავდეს, რადგან ახლობლობა ჰქონდათ ჩემთან, როცა შენს ძმას, აბესალომს გავურბოდი.
8
აჰა, შენთან არის შიმეყი, გერას ძე, ბახურიმელი ბენიამინის ძეთაგანი; ის იყო, მწარედ რომ მწყევლიდა, როცა მახანაიმში მივდიოდი; მაგრამ ის იორდანეზე ჩამოვიდა ჩემს შესაგებებლად, და მეც უფლის სახელით შევფიცე და ვუთხარი, მახვილით არ მოგკლავ-მეთქი.
9
შენ კი ნუ დატოვებ დაუსჯელს, რადგან ბრძენი კაცი ხარ და იცი, როგორ უნდა მოექცე, რათა სისხლიანი ჭაღარით ჩაიყვანო შავეთში.“
10
და განისვენა დავითმა თავის მამებთან და დაიმარხა დავითის ქალაქში.
11
დავითის მეფობის ხანგრძლივობა ისრაელზე 40 წელი იყო – ხებრონში შვიდ წელიწადს მეფობდა, იერუსალიმში – ოცდაცამეტს.
12
და დაჯდა სოლომონი მამამისის, დავითის ტახტზე და ძლიერ განიმტკიცა მეფობა.
13
და მივიდა ადონია, ხაგითის ძე, ბათშებაყთან, სოლომონის დედასთან; და უთხრა ბათშებაყმა: „ხომ სამშვიდობოდ მოსულხარ?“ და მიუგო ადონიამ: „სამშვიდობოდ.“
14
და დასძინა: „საქმე მაქვს შენთან.“ და უთხრა: „თქვი.“
15
და თქვა: „შენ იცი, რომ მე მეკუთვნოდა მეფობა, და მე შემომყურებდა მთელი ისრაელი, რომ მეფე გავმხდარიყავი, მაგრამ მეფობამ ჩამიარა და ჩემს ძმას ერგო, რადგან უფლისგან ჰქონდა მიცემული.
16
ახლა ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და ნუ გამაწბილებ.“ მიუგო ქალმა: „თქვი.“
17
და თქვა: „უთხარი სოლომონ მეფეს, შენ უარს არ გეტყვის, რომ არ გამაწბილოს და ცოლად მომცეს შუნამელი აბიშაგი.“
18
და თქვა ბათშებაყმა: „კარგი, დაველაპარაკები მეფეს.“
19
და მივიდა ბათშებაყი სოლომონთან, რომ ადონიაზე დალაპარაკებოდა. და წამოდგა მეფე მის წინაშე და თაყვანი სცა მას, და დაჯდა თავის ტახტზე. მეფის დედასაც დაუდგეს ტახტი, და მის მხარმარჯვნივ დაჯდა იგი.
20
და უთხრა: „ერთი მცირე სათხოვარი მაქვს შენთან, ნუ გამაწბილებ.“ უთხრა მეფემ: „მთხოვე, დედაჩემო, არ გაგაწბილებ.“
21
და უთხრა: „მიეცი ცოლად შუნამელი აბიშაგი შენს ძმას, ადონიას.“
22
უთხრა მეფემ: „რატომ მთხოვ ადონიასთვის აბიშაგ შუნამელს? ბარემ სამეფოც მოითხოვე მისთვის, რაკი ჩემი უფროსი ძმაა, და თავის მხარეზე ჰყავს აბიათარ მღვდელი და იოაბ ცერუიას ძე.“
23
და დაიფიცა მეფე სოლომონმა უფალი, და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავის საუბედუროდ არ ეთქვას ეს სიტყვა ადონიას!
24
ახლა კი, – ვფიცავ უფალს, რომელმაც განმამტკიცა და დამსვა დავითის, მამაჩემის ტახტზე, რომელმაც სახლი ამიშენა დაპირებისამებრ, რომ დღესვე მოკვდება ადონია.“
25
და გაგზავნა მეფე სოლომონმა ბენაია, იეჰოიადაყის ძე. და დაჰკრა მან, და მოკვდა იგი.
26
აბიათარ მღვდელს კი უთხრა მეფემ: ყანათოთს წადი, შენს მამულში. სიკვდილის ღირსი ხარ, მაგრამ დღეს არ მოგკლავ, რადგან შენ გიტარებია უფლის კიდობანი დავითის, მამაჩემის წინაშე და ყველაფერს იტანდი, რასაც მამაჩემი იტანდა.
27
და მოკვეთა სოლომონმა აბიათარი უფლის მღვდლობიდან, რათა აღსრულებულიყო უფლის სიტყვა, რომელიც თქვა მან ყელის სახლზე შილოში.
28
და მიუვიდა ხმა იოაბს (და რაკი იოაბი ადონიას მიემხრო და აბესალომს არ მიმხრობია), გაიქცა იოაბი უფლის კარვისკენ და სამსხვერპლოს რქებს მოეჭიდა.
29
და შეატყობინეს მეფე სოლომონს, უფლის კარვისკენ გაიქცა იოაბი და, აჰა, სამსხვერპლოსთან დგასო. გაგზავნა სოლომონმა ბენაია, იეჰოიადაყის ძე, და უთხრა: „მიდი და მოკალი.“
30
და მივიდა ბენაია უფლის კარავთან და უთხრა: „გამოდი, რადგან ასეთია მეფის ბრძანება.“ და თქვა იოაბმა: „არა, აქ უნდა მოვკვდე.“ და მიუტანა ბენაიამ მეფეს ამბავი: ასე და ასე თქვა იოაბმა, და ასე და ასე მიპასუხაო.
31
და უთხრა მეფემ: „ისე გააკეთე, როგორც თავად თქვა: მოკალი და დამარხე, და ჩამოგვრეცხე მეცა და მამაჩემის სახლსაც უბრალო სისხლი, იოაბმა რომ დაღვარა.
32
უფალმა მის თავზევე მიაქციოს მისი სისხლი იმისათვის, რომ მიუხდა ორ მასზე მართალ და კეთილ კაცს და მახვილით დახოცა მამაჩემის, დავითის უჩუმრად: აბნერ ნერის ძე, ისრაელის მხედართმთავარი და ყამასა იეთერის ძე, იუდას ჯარის სარდალი.
33
და იყოს მათი სისხლი იოაბისა და მისი შთამომავლების თავზე საუკუნოდ, ხოლო დავითს და მის შთამომავლობას, და მის სახლს და მის ტახტს მშვიდობა ჰქონდეს უფლისგან უკუნისამდე.“
34
და წავიდა ბენაია, იეჰოიადაყის ძე, თავს დაესხა იოაბს და მოკლა. და დამარხეს იგი თავის სახლში, უდაბნოში.
35
და დანიშნა მეფე სოლომონმა ბენაია იეჰოიადაყის ძე მის ნაცვლად ჯარის სარდლად, ხოლო აბიათარის ნაცვლად ცადოკ მღვდელი დაადგინა მეფემ.
36
და გაგზავნა მეფემ და მოიხმო შიმეყი და უთხრა: „აიშენე სახლი იერუსალიმში და იცხოვრე აქ, და ნურსად ნუ გახვალ აქედან.
37
რომელ დღესაც გახვალ და კიდრონის ხევს გასცდები, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება. შენს თავზე იქნება შენი სისხლი.“
38
და უთხრა შიმეყიმ მეფეს: „კეთილი, როგორც ბრძანა მეფე-ბატონმა, ისე მოიქცევა შენი მსახური.“ და დიდხანს ცხოვრობდა შიმეყი იერუსალიმში.
39
სამი წლის შემდეგ გაექცა შიმეყის ორი მსახური აქიშთან, მაყაქას ძესთან, გათის მეფესთან. შეატყობინეს შიმეყის და უთხრეს: გათში არიანო შენი მსახურნი.
40
ადგა შიმეყი, სახედარი შეკაზმა, და წავიდა გათისკენ აქიშთან, თავის მსახურთა საძებრად. დაბრუნდა შიმეყი და თან მოიყვანა გათიდან თავისი მსახურნი.
41
და შეატყობინეს სოლომონს, რომ იერუსალიმიდან გათში წავიდა შიმეყი და უკან მობრუნდაო.
42
და გააგზავნა კაცები მეფემ, მოიხმო შიმეყი და უთხრა: „ხომ დაგაფიცე უფლის სახელით და გაგაფრთხილე: თუ გასულხარ და სადმე წასულხარ, იცოდე, სიკვდილი არ აგცდება-მეთქი. შენ მიპასუხე: კეთილი, მესმისო.
43
რატომ არ შეინახე ჩემი ბრძანება, რაც უფლის წინაშე გიბრძანე ფიცით?“
44
და უთხრა მეფემ შიმეყის: „შენც კარგად იცი და შენმა გულმაც, რა ავკაცობაც გაგიკეთებია დავითისთვის, მამაჩემისთვის. ახლა შენს თავზე მოაქცევს უფალი შენს ავკაცობას!
45
ხოლო კურთხეულ იყოს მეფე სოლომონი, და მტკიცე იყოს დავითის ტახტი უფლის წინაშე უკუნისამდე!“
46
და უბრძანა მეფემ ბენაიას, იეჰოიადაყის ძეს, ისიც წავიდა და დაჰკრა შიმეყის, და მოკვდა იგი. და განმტკიცდა სამეფო სოლომონის ხელში.
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22